ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 15—17
რატომ შეუცვალა იეჰოვამ აბრამსა და სარაის სახელები?
იეჰოვას თვალში აბრამი უბიწო იყო. როცა თავისი დანაპირების შესახებ მეტი რამ გაუმჟღავნა, ღმერთმა აბრამსა და სარაის წინასწარმეტყველური მნიშვნელობის სახელები დაარქვა.
მათი სახელების მნიშვნელობა გამართლდა: აბრაამი მრავალი ერის მამა გახდა, სარა კი — მეფეთა წინაპარი.
აბრაამი
სიმრავლის მამა
სარა
დიდგვაროვანი ქალბატონი
როცა დავიბადეთ, სახელი სხვებმა დაგვარქვეს. მაგრამ აბრაამისა და სარას მსგავსად, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი სახელი გვექნება. დაფიქრდი:
რა შემთხვევაში ვიქნები უბიწო ღვთის თვალში?
როგორ რეპუტაციას ვიქმნი იეჰოვას თვალში?