საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb20 თებერვალი გვ. 5
  • როგორ შეუძლია ცოლ-ქმარს ქორწინების განმტკიცება?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ შეუძლია ცოლ-ქმარს ქორწინების განმტკიცება?
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
  • მსგავსი მასალა
  • გაუფრთხილდით ქორწინებას
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
  • ქორწინება — მოსიყვარულე ღვთის საჩუქარი
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • რას ამბობს ბიბლია ქორწინებაზე?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
mwb20 თებერვალი გვ. 5
აბრამი და სარაი ბარგს ალაგებენ. აბრამს დიდი ტომარა უჭირავს ხელში და სარაის აქებს, რომელიც კალათაში ნივთებს აწყობს

ქრისტიანული ცხოვრება

როგორ შეუძლია ცოლ-ქმარს ქორწინების განმტკიცება?

აბრაამი და სარა სიყვარულსა და პატივისცემას ავლენდნენ ერთმანეთის მიმართ, რითაც დაქორწინებულებს კარგი მაგალითი დაუტოვეს (დაბ. 12:11—13; 1 პეტ. 3:6). თუმცა არც მათი ქორწინება ყოფილა სრულყოფილი; ამ წყვილსაც არაერთი განსაცდელის ატანა მოუწია. რის სწავლა შეუძლიათ დაქორწინებულებს აბრაამისა და სარასგან?

გამოყავით დრო ერთმანეთთან სასაუბროდ. როცა გაღიზიანებული ან იმედგაცრუებული მეუღლე გულსატკენ სიტყვებს გეუბნებათ, შეეცადეთ, გაუგოთ და არ განაწყენდეთ (დაბ. 16:5, 6). დაგეგმეთ დროის ერთად გატარება. სიტყვითა თუ საქმით დაარწმუნეთ მეუღლე თქვენს სიყვარულში. რაც მთავარია, შეინარჩუნეთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა, რაშიც ერთად ლოცვა, შესწავლა და სხვა სულიერ საქმეებში მონაწილეობა დაგეხმარებათ (ეკლ. 4:12). მყარი ოჯახები განადიდებს იეჰოვას, რომელიც ამ წმინდა ინსტიტუტის ფუძემდებელია.

უყურეთ ვიდეორგოლს „რა განამტკიცებს ცოლქმრულ კავშირს“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  • საიდან ჩანს, რომ კარა და შონი ნელ-ნელა შორდებოდნენ ერთმანეთს?

  • რატომ არის აუცილებელი, ცოლ-ქმარმა გულახდილად ისაუბროს?

  • როგორ დაეხმარა აბრაამისა და სარას მაგალითი შონსა და კარას?

  • რა გააკეთა ამ წყვილმა ცოლქმრული კავშირის განსამტკიცებლად?

  • რატომ არ უნდა ჰქონდეთ წყვილებს იმის მოლოდინი, რომ სრულყოფილი ქორწინება ექნებათ?

კადრები ვიდეოდან „რა განამტკიცებს ცოლქმრულ კავშირს“. კადრებიდან ჩანს, თავიდან რა დამოკიდებულება აქვთ კარასა და შონს ერთმანეთის მიმართ და შემდეგ როგორ ცდილობენ ქორწინების განმტკიცებას: 1) დივანზე შორი-შორს სხედან; 2) ხელი ხელზე აქვთ დადებული; 3) სიხარულით ქადაგებენ ერთად

თქვენ შეგიძლიათ ცოლქმრული კავშირის განმტკიცება!

დამატებითი რჩევები წყვილებისთვის წაიკითხეთ ქვემოთ მოცემულ სტატიებში, რომლებიც გამოქვეყნებულია ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში და ვებგვერდზე jw.org®:

  • „როცა შვილები სახლს ტოვებენ“ (g17.4 10, 11).

  • „როგორ გამოვნახოთ საერთო ენა“ (g16.3 10, 11).

  • „თუ ქორწინებამ იმედი გაგიცრუათ“ (g 3/14 14, 15).

  • „როგორ გავხდეთ კარგი მსმენელი?“ (g 12/13 12, 13).

  • „როგორ ავარიდოთ თავი კამათს“ (g 2/13 4, 5).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება