ქრისტიანული ცხოვრება
მიჰბაძე იოსებს — გაექეცი სიძვას
იოსები კარგ მაგალითს აძლევს ყველას, ვინც უზნეობის ჩადენის ცდუნების წინაშე დგას. ის ყოველთვის მტკიცე უარს ეუბნებოდა თავისი ბატონის ცოლს, რომელიც მის შეცდენას ცდილობდა (დაბ. 39:7—10). მან ქალს ასეთი სიტყვები უთხრა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“. იოსების ნათქვამიდან გამოჩნდა, რომ წინასწარ ჰქონდა ნაფიქრი, როგორ უყურებდა იეჰოვა მეუღლისადმი ერთგულებას. კრიტიკულ მომენტში იოსები უმალვე გაეცალა იქაურობას, რადგან ესმოდა, რომ დაყოვნების შემთხვევაში მისი ცდუნების მეტი ალბათობა იქნებოდა (დაბ. 39:12; 1 კორ. 6:18).
უყურე ვიდეორგოლს „გაექეცი სიძვას“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:
რა სიტუაციაში აღმოჩნდა ჯინი?
რა კითხვა დაუსვა ჯინმა საკუთარ თავს, როცა მიკიონგმა მას მათემატიკაში დახმარება სთხოვა?
როგორ იმოქმედა მიკიონგის საქციელმა ჯინზე?
როგორ დაეხმარნენ ჯინს?
როგორ გაექცა ჯინი სიძვას?
რა ისწავლე ამ ვიდეოდან?