ქრისტიანული ცხოვრება
რის სწავლა შეგვიძლია დიდი ხნის ქრისტიანებისგან?
კრებებში გვყავს ისეთი და-ძმები, რომლებიც ათწლეულებია იეჰოვას ემსახურებიან. ისინი ბოლომდე ენდობიან ღმერთს, რითაც კარგ მაგალითს გვაძლევენ. კარგი იქნება, თუ ვკითხავთ მათ, როგორ მიიწევდა წინ ღვთის ორგანიზაცია, რა დაბრკოლებებს შეხვდნენ და იეჰოვას დახმარებით როგორ გადალახეს ისინი. შეგვიძლია ოჯახურ თაყვანისცემაზეც დავპატიჟოთ და ვთხოვოთ, გაგვიზიარონ საკუთარი გამოცდილება.
თუ დიდი ხნის მონათლული ხართ, ნუ მოგერიდებათ ახალგაზრდებისთვის თქვენი გამოცდილების გაზიარება. იაკობი და იოსები სიამოვნებით უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას ოჯახის წევრებს (დაბ. 48:21, 22; 50:24, 25). იეჰოვამ ოჯახისთავებს დაავალა, რომ შვილებისთვის მისი ძლევამოსილი საქმეების შესახებ მოეთხროთ (კან. 4:9, 10; ფსალმ. 78:4—7). დღესაც მშობლებსა თუ კრების წევრებს შეუძლიათ ახალგაზრდა თაობას იმ საოცარი საქმეების შესახებ უამბონ, რაც იეჰოვამ თავისი ორგანიზაციის მეშვეობით მოიმოქმედა.
უყურე ვიდეორგოლს „აკრძალვის დროს ერთობის შენარჩუნება“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:
როგორ ეხმარებოდა ავსტრიის ფილიალი და-ძმებს იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო?
რა დაეხმარა ამ და-ძმებს ძლიერი რწმენის შენარჩუნებაში?
რატომ გამოეყო რუმინეთში ბევრი მაუწყებელი იეჰოვას ორგანიზაციას და როგორ დაუბრუნდნენ ისინი ღვთის დიდ ოჯახს?
როგორ გიძლიერებს რწმენას ეს შემთხვევები?
დაუახლოვდი დიდი ხნის ქრისტიანებს და გაიძლიერე რწმენა!