ღვთის სიტყვის საუნჯე | გამოსვლა 25, 26
უმთავრესი ნივთი კარავში
კიდობანი უმთავრესი ნივთი იყო კარავში და ისრაელის ბანაკში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. ღმერთი კიდობნის სახურავის — შერიგების სახურავის ზემოდან ღრუბელში ცხადდებოდა ორ ქერუბიმს შორის. ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარი წმინდათაწმინდაში შედიოდა და ისრაელთა ცოდვების გამოსასყიდად კიდობნის სახურავის წინ მოზვრისა და ვაცის სისხლს აწვეთებდა (ლევ. 16:14, 15). ეს პირველსახე იყო იმისა, რომ დიდებული მღვდელმთავარი, იესო ზეცაში იეჰოვას წინაშე წარდგებოდა და თავისი მსხვერპლის საფასურს წარადგენდა (ებრ. 9:24—26).
ქვემოთ მოყვანილი ბიბლიური მუხლები დააკავშირე ჩამოთვლილ კურთხევებთან, რომელთაც გამოსასყიდის შედეგად ვიღებთ:
ბიბლიური მუხლები
კურთხევები
მარადიული სიცოცხლის იმედი
ცოდვების პატიება
სუფთა სინდისი
რა უნდა გავაკეთო ამ კურთხევების მისაღებად?