ქრისტიანული ცხოვრება
მშობლებო, შვილებს სათანადო განათლება მიეცით!
ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც კარგს ცუდს უწოდებენ და ცუდს — კარგს (ეს. 5:20). სამწუხაროდ, ზოგი იეჰოვასთვის საძულველ საქმეებს აკეთებს. მაგალითად, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლები ერთმანეთთან გარყვნილებას სჩადიან. ადვილად შეიძლება, თანასკოლელებმა ან სხვებმა ჩვენს ძვირფას ახალგაზრდებზეც მოახდინონ ცუდი გავლენა. როგორ უნდა მოამზადოთ შვილები ამ და მსგავსი შემთხვევებისთვის?
ჩაუნერგეთ შვილებს იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმები (ლევ. 18:3). ასაკისთვის შესაფერისი ინფორმაცია მიაწოდეთ სექსზე და დაანახვეთ ბიბლიის თვალსაზრისი ამ საკითხზე (კან. 6:7). მშობლებო, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვასწავლი შვილებს, რას ნიშნავს თბილი გრძნობების მართებულად გამოვლენა და რამდენად მნიშვნელოვანია მოკრძალებულად ჩაცმა? ესმით მათ, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში ან ადგილას მარტონი უნდა იყვნენ? იციან ჩემმა შვილებმა, როგორ მოიქცნენ, თუ ვინმე პორნოგრაფიის ყურებას სთავაზობს ან იმის გაკეთებას სთხოვს, რაც იეჰოვასთვის მიუღებელია? ცოდნა დაიცავს თქვენს შვილებს! (იგავ. 27:12; ეკლ. 7:12). როცა სათანადო განათლებას აძლევთ შვილებს, უფრთხილდებით და სიყვარულით ეპყრობით იეჰოვასგან ბოძებულ ძვირფას მემკვიდრეობას (ფსალმ. 127:3).
უყურეთ ვიდეორგოლს „ააშენე გამძლე სახლი — დაიცავით შვილები ბოროტისგან“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
რატომ ერიდება ზოგ მშობელს შვილებთან სექსზე საუბარი?
რატომ უნდა აღზარდონ და დაარიგონ მშობლებმა შვილები „იეჰოვას მოსაწონად“? (ეფეს. 6:4).
ცოდნა იცავს!
როგორ ეხმარება მშობლებს იეჰოვას ორგანიზაციის მიერ მოწოდებული სულიერი საზრდო, შვილებს ამ მხრივ სათანადო განათლება მისცენ? (w19.05 12, ჩარჩო).
რატომ უნდა ესაუბროთ ხოლმე შვილებს მსგავს საკითხებზე მანამ, სანამ რეალური საფრთხის წინაშე დადგებიან?