საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwbr24 იანვარი გვ. 1
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2024)
  • ქვესათაურები
  • 15—21 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ
  • 5—11 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ
წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2024)
mwbr24 იანვარი გვ. 1

წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

© 2023 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania

15—21 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲝᲑᲘ 36, 37

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „ინფორმაციის გადაცემა“

ბიბლიურ დროში ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა გზა არსებობდა. თუმცა ადგილობრივი თუ სხვა ქვეყნის ამბები, ძირითადად, სიტყვიერად ვრცელდებოდა (2სმ. 3:17, 19; იობ. 37:20). მოგზაურებს, რომლებიც ქარავნებით გადაადგილდებოდნენ, შორეული ქვეყნებიდან ახალი ამბები ჩამოჰქონდათ და ხალხს უყვებოდნენ, როცა ქალაქებსა თუ დასახლებებში წყლისთვის, საკვებისთვის ან სხვა საჭიროებისთვის ჩერდებოდნენ. ვინაიდან პალესტინა აზიის, აფრიკისა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარეობდა, ქარავნები ხშირად ამ ტერიტორიაზე ჩერდებოდნენ. შედეგად, იქ მცხოვრები ხალხი ყოველთვის სიახლეების საქმის კურსში იყო. ახალი ამბების გაგება, ძირითადად, ბაზრებში და მოედნებზე შეიძლებოდა.

5—11 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 1—4

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „ბზე“

ბზე არის მარცვლეულის, მაგალითად ხორბლისა და ქერის, აპკი ან ჩენჩო. ბიბლიაში სიტყვა „ბზე“ ხშირად გადატანითი მნიშვნელობით მოიხსენიება. ის უკავშირდება ძველ დროში საკმაოდ გავრცელებულ ლეწვის პროცესს. მკის შემდეგ ბზეს მარცვლისგან აცალკევებდნენ, რადგან ის საკვებად გამოუსადეგარი იყო. ამიტომ ბიბლიაში სიტყვა „ბზე“ ხშირად რაიმე არასასურველისა და უსარგებლოს აღსანიშნავად გამოიყენებოდა, რაც უნდა გამოერჩიათ და გაენადგურებინათ.

ლეწვის დროს ჩენჩოს და მარცვალს ერთმანეთისგან აცალკევებდნენ, შემდეგ კი ანიავებდნენ, რათა ბზე ქარს წაეღო (იხ. ᲒᲐᲜᲘᲐᲕᲔᲑᲐ). ეს შედარება კარგად გამოხატავს, როგორ აცალკევებს იეჰოვა განდგომილებს თავისი ხალხისგან და როგორ ანადგურებს მოწინააღმდეგე ერებსა და ბოროტ ადამიანებს (იობ. 21:18; ფს. 1:4; 35:5; ეს. 17:13; 29:5; 41:15; ოს. 13:3). ღმერთი ზეციერი სამეფოს მეშვეობით ისე „დააქუცმაცებს“ თავის მტრებს, რომ ბზესავით გაიფანტებიან (დნ. 2:35).

უსარგებლო ბზეს, როგორც წესი, აგროვებდნენ და წვავდნენ, რომ ქარს უკან არ მოეტანა და ისევ მარცვალში არ გარეულიყო. მსგავსად, იოანე ნათლისმცემელმაც იწინასწარმეტყველა ცრუ რელიგიის გარდაუვალი განადგურება. მან თქვა, რომ იესო ქრისტე მლეწავივით მოაგროვებს ხორბალს, „ბზეს კი ჩაუქრობელ ცეცხლში დაწვავს“ (მთ. 3:7—12; ლკ. 3:17; იხ. ᲚᲔᲬᲕᲐ).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება