საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb24 მარტი გვ. 10-11
  • 8—14 აპრილი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 8—14 აპრილი
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
mwb24 მარტი გვ. 10-11

8—14 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 26—28

სიმღერა 34 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

მეფე დავითი გულმხურვალედ ლოცულობს.

1. რა დაეხმარა დავითს, ბოლომდე შეენარჩუნებინა ღვთისადმი ერთგულება?

(10 წთ.)

დავითი სთხოვდა იეჰოვას, გამოეკვლია მისი გული (ფსალმ. 26:1, 2; w04 12/1 14 ¶8, 9).

ის თავს არიდებდა ცუდ საზოგადოებას (ფსალმ. 26:4, 5; w04 12/1 15 ¶12, 13).

მას უყვარდა იეჰოვასადმი მსახურება (ფსალმ. 26:8; w04 12/1 16 ¶17, 18).


შეცდომების მიუხედავად, დავითი წრფელი გულით ემსახურებოდა ღმერთს (1 მეფ. 9:4). მისი ღვთისადმი ერთგულება და სიყვარული სხვებსაც არ რჩებოდათ შეუმჩნეველი.

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 27:10 — როგორ გვანუგეშებს ეს მუხლი, როცა ახლობლებისგან თავს მიტოვებულად ვგრძნობთ? (w06 7/15 28 ¶15).

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) ფსალმ. 27:1—14 (th გაკვეთილი 2)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(2 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. გამოიყენე ერთ-ერთი ბუკლეტი „სწავლებაში დამხმარე საშუალებებიდან“. (th გაკვეთილი 3)

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. იმსჯელე იმ ბუკლეტის ბოლო გვერდზე მოცემულ შეკითხვაზე, რომელიც წინა ჯერზე დაუტოვე. გახსენი ვებგვერდი jw.org და აჩვენე, რა საკითხებზე შეუძლია ინფორმაციის მოძიება. (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 3)

6. მოხსენება

(5 წთ.) lmd დანართი 1, საკითხი 3 — თემა: ეკოლოგიური პრობლემები მალე გადაიჭრება. (th გაკვეთილი 13)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 128

7. ახალგაზრდები, რომლებიც ზნეობრივ სიწმინდეს ინარჩუნებენ

(15 წთ.) განხილვა.

ბიჭი ფიქრობს ბიბლიურ მუხლზე, რომელიც ახლახან ამოიკითხა. გვერდით პლანშეტი უდევს, სადაც ჩანს კადრი ვიდეოდან „თინეიჯერული წლები — როგორ მოვიქცე, თუ სექსს მთავაზობენ?“. კადრზე ჩანს, როგორ გაურბის იოსები ფოტიფარის ცოლს.

ქრისტიანი ახალგაზრდები ძალ-ღონეს არ იშურებენ ზნეობრივი სიწმინდის შესანარჩუნებლად. მათ საკუთარ არასრულყოფილებასთანაც უწევთ ბრძოლა და მათი ასაკისთვის დამახასიათებელ მოზღვავებულ სექსუალურ სურვილებთანაც (რომ. 7:21; 1 კორ. 7:36). გარდა ამისა, ისინი სხვებისგანაც დიდ წნეხს განიცდიან, რომლებიც უბიძგებენ, სქესობრივი კავშირი დაამყარონ თავიანთივე ან საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან (ეფეს. 2:2). ვამაყობთ იმ ახალგაზრდებით, რომლებიც უძლებენ ზეწოლას და ზნეობრივ სიწმინდეს ინარჩუნებენ.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „თინეიჯერული წლები — როგორ მოვიქცე, თუ სექსს მთავაზობენ?“. შემდეგ ჰკითხე:

  • რა ზეწოლას ხვდებოდნენ თანატოლებისგან კორი და კამრინი?

  • რა დაეხმარა მათ ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებაში?

  • რომელი ბიბლიური პრინციპები დაგეხმარება, თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდები?

8. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) bt თავი 8 ¶5—12

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 38 და ლოცვა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება