9–15 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ
ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 17
სიმღერა 157 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
ებრაელი ცოლ-ქმარი პურს ჭამს. ისინი ბედნიერები არიან.
1. ხელი შეუწყვეთ ოჯახში მშვიდობას
(10 წთ.)
ზოგჯერ სიმშვიდის შენარჩუნება ადვილი არ არის, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად (იგავ. 17:1; იხილეთ სურათი).
ყველაფერზე ნუ გამოეკიდებით ერთმანეთს (იგავ. 17:9; g 9/14 11 ¶2).
მოთოკეთ ემოციები და თავი ხელში აიყვანეთ (იგავ. 17:14; w08 5/1 10 ¶6–11 ¶1).
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
იგავ. 17:24 – რას ვსწავლობთ ამ მუხლიდან? (w06 9/15 19 ¶10)
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) იგავ. 17:1–17 (th გაკვეთილი 10)
4. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 3, პუნქტი 5)
5. საუბრის წამოწყება
(4 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა (lmd გაკვეთილი 6, პუნქტი 4).
6. მოხსენება
(5 წთ.) ijwbv სტატია 60 – თემა: როგორ უნდა გავიგოთ იგავების 17:17-ში ჩაწერილი სიტყვები? (th გაკვეთილი 13)
სიმღერა 113
7. განივითარეთ ჩვევები, რომლებიც ჯანსაღ კომუნიკაციას უწყობს ხელს
(15 წთ.) განხილვა.
კარგი კომუნაკიციის გარეშე ოჯახში ჯანსაღი გარემო არ იქნება. როდესაც ყველა თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს, ეს მათ ეხმარება, ერთობლივად გადაჭრან პრობლემატური სიტუაციები და მიაღწიონ მიზნებს (იგავ. 15:22). რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ოჯახში არავის გაუჭირდეს საკუთარი აზრის ღიად გამოხატვა?
ერთად გაატარეთ დრო (კან. 6:6, 7). სხვადასხვა რამის ერთად კეთება, მაგალითად, სულიერ საქმეებში ერთად მონაწილეობა და გართობა, ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ სიყვარულსა და ნდობას უძლიერებს. თანაც ეს შეიძლება ბევრი გულახდილი საუბრის წინაპირობაც გახდეს. თუმცა ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება ის იყოს, რომ ოჯახში ყველას ინტერესები არ ემთხვეოდეს. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ ერთმანეთს. ეს აუცილებლად დაგიფასდებათ (ფილ. 2:3, 4). რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ ხარისხიანად გაატაროთ დრო ერთად? (ეფეს. 5:15, 16)
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „ოჯახებო, იხელმძღვანელეთ „რუკით“ და იარეთ მშვიდობის გზით – გაიუმჯობესეთ კომუნიკაცია“. შემდეგ ჰკითხე:
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ოჯახში კომუნიკაციას?
კიდევ რა დაგანახვათ ამ ვიდეომ?
იყავით კარგი მსმენელი (იაკ. 1:19). მშობლებო, შვილებს გაუადვილდებათ თქვენთან საუბარი, თუ იმის შიში არ ექნებათ, რომ ვერ გაუგებთ ან გაუბრაზდებით. ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, რომ, რაც არ უნდა გითხრან, მძაფრი რეაქცია არ გქონდეთ (იგავ. 17:27). იყავით თანამგრძნობი და ეცადეთ, გაუგოთ. ეს გაგიადვილებთ, რომ რბილად მიუდგეთ და აგრძნობინოთ, რომ გიყვართ და მის გვერდით ხართ.
8. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) bt თავი 27 ¶19–22 და ჩარჩო 212-ე გვერდზე