16–22 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ
ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 18
სიმღერა 90 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. ნუ დაიშურებთ თბილ სიტყვებს მათთვის, ვისაც ჯანმრთელობა შეერყა
(10 წთ.)
ბიბლიური ცოდნა დაგეხმარებათ, სწორად შეარჩიოთ სიტყვები (იგავ. 18:4; w22.10 22 ¶17).
გაიგეთ, რასთან უწევს გამკლავება (იგავ. 18:13; mrt სტატია 19, ჩარჩო).
გაუწოდეთ დახმარების ხელი და მოთმინებას ნუ დაკარგავთ (იგავ. 18:24; wp23.1 14 ¶3–15 ¶1).
ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: როგორ ამოვუდგე მეუღლეს მხარში, თუ მას მენტალური ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემა აქვს?
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
იგავ. 18:18 – როდის მიმართავდნენ წილისყრას ბიბლიურ დროში? (it „წილისყრა“ ¶2, 3)
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) იგავ. 18:1–17 (th გაკვეთილი 11)
4. საუბრის წამოწყება
(1 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. უცხოენოვანთან საუბარი (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 5).
5. ინტერესის გაღვივება
(3 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მოსაუბრე გთხოვს, რომ მოკლედ უთხრა სათქმელი (lmd გაკვეთილი 7, პუნქტი 4).
6. ინტერესის გაღვივება
(3 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მოსაუბრეს რაიმე მნიშვნელოვანი აზრი უთხარი ღვთის სამეფოს შესახებ (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 5).
7. საკუთარ მრწამსზე მსჯელობა
(4 წთ.) ინსცენირება. ijwfq სტატია 40, ¶1–6 – თემა: აიძულებენ იეჰოვას მოწმეები ხალხს რელიგიის შეცვლას? (lmd გაკვეთილი 5, პუნქტი 5)
სიმღერა 144
8. „უსიტყვოდ მოიპოვეთ“ საყვარელი ადამიანები
(15 წთ.) განხილვა.
შეიძლება თქვენი მეუღლე, შვილი ან სხვა ახლობელი ადამიანი არ ემსახურებოდეს იეჰოვას ან ამ ეტაპზე არ ესწრებოდეს კრების შეხვედრებს. ჩვენ იმდენად გვინდა მათი დახმარება, რომ შეიძლება მათ რამე დავაძალოთ ან საუბრის დროს ზედმეტი მოგვივიდეს. ფაქტია, მათთვის კარგი გვინდა, მაგრამ სინამდვილეში ასე საქმეს უფრო გავაფუჭებთ (იგავ. 12:18). რისი გაკეთება იქნება უმჯობესი?
1 პეტრეს 3:1-ში ნათქვამია, რომ ცოლების საქციელით ქმრები შეიძლება „უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი“. გამოდის, რომ ცოლს მაშინაც შეუძლია მეუღლის დახმარება, თუ მას არ სურს ბიბლიურ თემებზე საუბარი. როდესაც ქმარი დაინახავს, რომ ცოლი ისეთ თვისებებს ავლენს, როგორებიცაა სიყვარული, სიკეთე და სიბრძნე, შეიძლება აზრი შეიცვალოს და იეჰოვას გაცნობის სურვილი გაუჩნდეს (იგავ. 16:23). ჩვენი კარგი საქციელით და თავაზიანი საუბრით შევძლებთ მათ დახმარებას, ვინც ჯერ არ ემსახურება იეჰოვას (w10 6/15 20, 21 ¶4–6).
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „რწმენისთვის ღირსეულად მებრძოლნი – ვის მრწამსსაც მეუღლეები არ იზიარებენ“. შემდეგ ჰკითხე:
რა ისწავლეთ ჰიდეკოს შემთხვევიდან?
რა ისწავლეთ ნორიკოს შემთხვევიდან?
რა ისწავლეთ ტომოეს შემთხვევიდან?
9. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) bt თავი 27 ¶23–26 და ჩარჩოები 214-ე და 217-ე გვერდებზე