საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp21 № 1 გვ. 14-15
  • რაში დაგვეხმარება ლოცვა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რაში დაგვეხმარება ლოცვა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2021
  • მსგავსი მასალა
  • ლოცვა — რა სიკეთე მოაქვს თქვენთვის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • დაუახლოვდი ღმერთს ლოცვის მეშვეობით
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • დაუახლოვდით ღმერთს ლოცვის მეშვეობით
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • როგორ შეგვიძლია დახმარების მიღება ლოცვის საშუალებით
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2021
wp21 № 1 გვ. 14-15

რაში დაგვეხმარება ლოცვა?

პამელას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობის დროს ის ღმერთს სთხოვდა ძალას, გადაეტანა ეს მძიმე პერიოდი. დაეხმარა პამელას ლოცვა?

«ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლის დროს ხშირად შიში მიპყრობდა, — იხსენებს პამელა. — მაგრამ როგორც კი ვილოცებდი, ღმერთი სიმშვიდეს მგვრიდა და საღი აზრის შენარჩუნებაში მეხმარებოდა. დღემდე ქრონიკული ტკივილები მტანჯავს, თუმცა ლოცვის წყალობით არ ვკარგავ დადებით განწყობას. როცა ჩემი მდგომარეობით ინტერესდებიან, ვეუბნები: „მართალია, თავს კარგად არ ვგრძნობ, მაგრამ განწყობა კარგი მაქვს!“».

რასაკვირველია, ღმერთს ლოცვით მხოლოდ მძიმე წუთებში არ უნდა მივმართოთ. დიდ თუ პატარა პრობლემას ვერავინ გავექცევით, ამიტომ დახმარება ყოველთვის დაგვჭირდება. დაგვეხმარება ამ დროს ლოცვა?

ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის დაცემას“ (ფსალმუნი 55:22). რა მანუგეშებელი სიტყვებია! რაში დაგეხმარებათ ლოცვა? თუ ღვთის ნების შესაბამისად ილოცებთ, ის ყველანაირად ამოგიდგებათ მხარში სირთულეებთან ბრძოლის დროს (იხილეთ ჩარჩო „ლოცვის ძალა“).

ლოცვის ძალა

შინაგანი სიმშვიდე

მამაკაცი, რომელიც სამუშაოს დაკარგვის გამო დამწუხრებული იყო, ახლა თავდაჯერებულია და იღიმის.

„ყველა თქვენი სათხოვარი ლოცვაში გაუმხილეთ ღმერთს, ევედრეთ და მადლიერებით მიმართეთ, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7). თუ თქვენს სადარდებელს ღმერთს გაუზიარებთ, ის სიმშვიდეს მოგგვრით და სტრესის დროს გონივრულად მოქმედების უნარს მოგცემთ.

ღვთისგან მომდინარე სიბრძნე

ქალი, რომელიც ლოცვების წიგნიდან კითხულობდა ლოცვას, ახლა სახლში ბიბლიას კითხულობს.

„თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს, და მიეცემა“ (იაკობი 1:5). კრიტიკულ სიტუაციებში ხშირად გვიჭირს სწორი გადაწყვეტილებების მიღება. თუ ასეთ დროს ღმერთს სიბრძნეს სთხოვთ, ის ბიბლიაში მოცემულ არაერთ სასარგებლო პრინციპს გაგახსენებთ.

ძალა და ნუგეში

წყვილი, რომელიც საავადმყოფოში იყო, ახლა პარკში ერთად სეირნობს. ქმარი ეხმარება ცოლს, რომელიც ხელჯოხით დადის.

„ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13). ყოვლისშემძლე ღმერთს, იეჰოვას შეუძლია განგამტკიცოთ სირთულეების დროს და მათი ატანის ძალა მოგცეთ (ესაია 40:29). ბიბლია იეჰოვას აგრეთვე უწოდებს „ყოველმხრივ ნუგეშისმცემელ ღმერთს, რომელიც ნებისმიერი გასაჭირის დროს გვანუგეშებს“ (2 კორინთელები 1:3, 4).

გინდათ, თქვენც იგრძნოთ ლოცვის ძალა?

ცხადია, ღმერთი არ გაიძულებთ ლოცვას. ის სიყვარულით მოგიწოდებთ ამისკენ (იერემია 29:11, 12). თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ლოცვები უპასუხოდ დარჩა, გულს ნუ გაიტეხთ და ნუ შეწყვეტთ ლოცვას! მოსიყვარულე მშობლებმა შეიძლება ზუსტად ისე არ აღმოუჩინონ შვილებს დახმარება, როგორც ისინი ელიან ან ზუსტად იმ დროს არ შეუსრულონ გულის წადილი, როცა მათ სურთ. შესაძლოა მშობლებს ბევრად უკეთესი ჩანაფიქრი ჰქონდეთ. თუმცა ერთი რამ დღესავით ნათელია: მზრუნველი მშობლები მუდამ შვილების გვერდით არიან.

იეჰოვა ყველაზე მოსიყვარულე მშობელია, რომელსაც თქვენი დახმარება სურს. თუ ღრმად ჩაუკვირდებით ამ ჟურნალში განხილულ ბიბლიურ აზრებს და ყველანაირად ეცდებით მათ გათვალისწინებას, ღმერთი აუცილებლად უპასუხებს თქვენს ლოცვებს, თანაც საუკეთესო სახით! (ფსალმუნი 34:15; მათე 7:7—11).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება