საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp22 № 1 გვ. 8-9
  • 2 | ნუ იძიებთ შურს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 2 | ნუ იძიებთ შურს
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2022
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიაში ნათქვამია:
  • რას ნიშნავს ეს სიტყვები:
  • როგორ დაგეხმარებათ ეს პრინციპი:
  • რას ამბობს ბიბლია შურისძიებაზე?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • გულმოსული ხართ?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • „ერთ დროს აგრესიული და დაუნდობელი ვიყავი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
  • ჩვენ გავიმარჯვებთ სიძულვილზე!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2022
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2022
wp22 № 1 გვ. 8-9
გაბრაზებული მამაკაცები ხის იმ ტოტებს ჭრიან, რომლებზეც სხედან.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲓᲔᲗ ᲡᲘᲫᲣᲚᲕᲘᲚᲘᲡᲒᲐᲜ?

2 | ნუ იძიებთ შურს

ბიბლიაში ნათქვამია:

«ნურავის გადაუხდით სამაგიეროს . . . რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან. შურს ნუ იძიებთ, . . რადგან დაწერილია: „მე ვიძიებ შურს, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (ᲠᲝᲛᲐᲔᲚᲔᲑᲘ 12:17—19).

რას ნიშნავს ეს სიტყვები:

ბუნებრივია, ვბრაზდებით, როცა ვინმე ცუდად გვეპყრობა. მაგრამ ღმერთი მოელის, რომ შურს არ ვიძიებთ და ბოროტებას ბოროტებით არ ვუპასუხებთ. ის მოგვიწოდებს, მოთმინება გამოვავლინოთ და დაველოდოთ დროს, როცა თავად აღასრულებს სამართალს (ფსალმუნი 37:7, 10).

როგორ დაგეხმარებათ ეს პრინციპი:

შურისძიება პრობლემას არ აგვარებს, პირიქით, უფრო ამწვავებს და სიძულვილს აღვივებს. ასე რომ, თუ ვინმე უსამართლოდ მოგეპყრობათ, სამაგიეროს ნუ გადაუხდით. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და თავი ხელში აიყვანოთ. ზოგჯერ უკეთესია, საერთოდ არ მიაქციოთ ყურადღება მომხდარს (იგავები 19:11). თუმცა არის შემთხვევები, როცა გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო. მაგალითად, როცა გძარცვავენ ან თავს გესხმიან, მართებულია, ამის შესახებ პოლიციას ან სხვა უფლებამოსილ პირებს შეატყობინოთ.

შურისმაძიებელი ხის იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის.

რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევებზე, როცა ფიქრობთ, რომ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება შეუძლებელია ან თქვენი მხრივ ყველაფერი იღონეთ პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ ვერაფერს გახდით? ნუ იძიებთ შურს, რადგან ეს სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს. გათავისუფლდით სიძულვილისგან, მიენდეთ ღმერთს და გჯეროდეთ, რომ ის საუკეთესოდ მოაგვარებს პრობლემას. ბიბლია მოგვიწოდებს: „მასზე დაამყარე იმედი და ის იმოქმედებს“ (ფსალმუნი 37:3—5).

რეალური შემთხვევა

ადრიანმა სძლია შურისძიების სურვილს

ადრიანი

ადრიანი მოზარდობის ასაკში ქუჩაში დიდ დროს ატარებდა. ის ყველას უსწორდებოდა, ვინც კი რამეს დაუშავებდა. ადრიანი გვიყვება: „ხშირად ვმონაწილეობდი შეიარაღებულ დაპირისპირებაში. რამდენჯერმე ისე დამჭრეს, რომ ქუჩაში ცოცხალმკვდარი ვეგდე და სისხლში ვცურავდი“.

მან ბიბლიის შესწავლა 16 წლის ასაკში დაიწყო. რაც უფრო კარგად ეცნობოდა ბიბლიას, მით უფრო ხედავდა, რომ უნდა დაეძლია სიძულვილი და შურისძიების სურვილი. ადრიანი განსაკუთრებით დააფიქრა რომაელების 12:17—19-ში ჩაწერილმა სიტყვებმა, „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“. ის განაგრძობს: „ერთ დასკვნამდე მივედი: იეჰოვამ იცის, როდის და რა გზით აღმოფხვრას ყოველგვარი უსამართლობა. დროთა განმავლობაში შევიცვალე ცხოვრების წესი და მოვიშორე აგრესიული ხასიათი“.

ერთ დღეს ადრიანს ბანდა დაესხა თავს, რომლის მეთაურიც უყვიროდა: „თავი დაიცავი!“. მას სამაგიეროს გადახდის ძლიერი სურვილი გაუჩნდა, მაგრამ გულში ილოცა და იქაურობას გაეცალა.

ის განაგრძობს: «მეორე დღეს ბანდის მეთაურს პირისპირ შევეჩეხე. ისევ შურისძიების სურვილმა შემიპყრო, მაგრამ ამჯერადაც გულში ვთხოვე იეჰოვას, რომ თავი ხელში ამეყვანა. ჩემდა გასაკვირად, მან მითხრა: „მინდა, გუშინდელის გამო ბოდიში მოგიხადო. სიმართლე გითხრა, მეც მსურს, შენნაირი გავხდე და ბიბლია შევისწავლო“. ბედნიერი ვიყავი, რომ შევძელი მომეთოკა საკუთარი თავი და ბრაზი არ გადმომენთხია! მას მერე მანაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა».

ადრიანის ბიოგრაფიის წაკითხვა შეგიძლიათ „საგუშაგო კოშკის“ 2016 წლის მე-5 ნომერში, გვ. 14, 15.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება