საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp23 № 1 გვ. 10-11
  • 3 | ბიბლიური მაგალითები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 3 | ბიბლიური მაგალითები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2023
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • არსი
  • როგორ გვეხმარება ბიბლიური მაგალითები
  • 2 | წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2023
  • 4 | ბიბლია პრაქტიკულ დახმარებას გვთავაზობს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2023
  • რა უნდა ვქნა, თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა მაქვს? (ნაწილი 3)
    ახალგაზრდების შეკითხვები
  • როგორ ვაკონტროლო ემოციები?
    ახალგაზრდების შეკითხვები
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2023
wp23 № 1 გვ. 10-11
სასოწარკვეთილი მოსე ზეცას შეჰყურებს და ღმერთს ლოცვით მიმართავს.

3 | ბიბლიური მაგალითები

ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲛᲝᲒᲕᲘᲗᲮᲠᲝᲑᲡ . . . იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც ჩვენნაირი გრძნობები ჰქონდათ (ᲘᲐᲙᲝᲑᲘ 5:17, სქ.).

არსი

ბიბლიის ფურცლებზე იმ ადამიანების რეალურ ისტორიებს ვკითხულობთ, რომლებსაც სხვადასხვა გრძნობები ეუფლებოდათ. თუ მათ ცხოვრებას გადავავლებთ თვალს, ბევრ საერთოს აღმოვაჩენთ.

როგორ გვეხმარება ბიბლიური მაგალითები

ყველას გვსურს, რომ ესმოდეთ ჩვენი. სხვებისგან მხარდაჭერა განსაკუთრებით მენტალური პრობლემების მქონეთ ესაჭიროებათ. როცა ბიბლიური პერსონაჟების ისტორიებს ვკითხულობთ, ვხედავთ, რომ მათაც ისეთივე ფიქრები და განცდები ჰქონდათ, როგორიც ჩვენ. შედეგად, ვაცნობიერებთ, რომ ერთადერთი არ ვართ, ვისაც უარყოფით გრძნობებთან უწევს ჭიდილი.

  • ბიბლიაში მათ სიტყვებს ვკითხულობთ, რომლებიც უიმედო და სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იყვნენ. გიფიქრიათ ოდესმე, რომ მეტს ვეღარ გაუძლებთ? ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ მოსეს, ელიასა და დავითს მსგავსი გრძნობები ეუფლებოდათ (რიცხვები 11:14; 1 მეფეები 19:4; ფსალმუნი 55:4).

  • ბიბლია მოგვითხრობს ერთი ქალის, ხანას შესახებ, რომელიც სულგამწარებული იყო იმის გამო, რომ შვილი არ უჩნდებოდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ მისი მეტოქე მწარედ დასცინოდა (1 სამუელი 1:6, 10).

  • ბიბლიაში აგრეთვე ვკითხულობთ იობის ისტორიას, რომელთანაც შეიძლება ბევრი საერთო ვიპოვოთ. მართალია, ძლიერი რწმენის მქონე კაცი იყო, მაგრამ ემოციურად განადგურებულს ერთხელ ასეთი სიტყვები აღმოხდა: „სიცოცხლე მომძულდა, აღარ მინდა ცხოვრება“ (იობი 7:16).

იმის ცოდნა, თუ როგორ გაუმკლავდნენ ეს ადამიანები უარყოფით ფიქრებს, ჩვენც გვაპოვნინებს საკუთარ თავში ძალას, რომ არ დავმარცხდეთ ამ ბრძოლაში.

ღვთის სიტყვის ძალა — კევინი

რასთან მიწევს ბრძოლა

კევინი მეგობრებთან ერთად ყავას სვამს.

„ორმოცდაათ წლამდე ვიყავი, როცა ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დამისვეს. გუნება-განწყობილება ხშირად მეცვლება — ხან მგონია, რომ მთებს გადავდგამ, ხან კი სიცოცხლე აღარ მინდა“.

როგორ მეხმარება ბიბლია

«ხშირად მახსენდება პეტრე მოციქულის მაგალითი, რომელმაც ბევრი შეცდომა დაუშვა და თავს უღირსად გრძნობდა. ნაცვლად იმისა, რომ ნეგატიური აზრებისთვის გასაქანი მიეცა, იმ ადამიანებთან ურთიერთობდა, ვინც ზრუნავდა მასზე. ჩემი დაავადების გამო ზოგჯერ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ — მძაფრად აღვიქვამ ჩემს სისუსტეებს და უღირსობის გრძნობა მიპყრობს. პეტრეს მაგალითზე ვისწავლე, რომ საკუთარ ნაჭუჭში არ ჩავიკეტო და არ შევწყვიტო იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ყველანაირად მხარში მიდგანან.

ძალიან მამხნევებს მეფე დავითის მაგალითიც. ის ხშირად განიცდიდა თავის მდგომარეობას და საკუთარი შეცდომები გულს უმძიმებდა. მეც ასე მემართება ხოლმე. ზოგჯერ ისეთ რამეს ვამბობ ან ვაკეთებ, რაც სანანებელი მიხდება. დიდ ნუგეშს მგვრის 51-ე ფსალმუნი. მე-3 მუხლში დავითი ამბობს: „კარგად ვუწყი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას“. ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს ჩემს გრძნობებს. ზოგჯერ ძალიან მიჭირს, რომ საკუთარ თავზე დადებითად ვიფიქრო, მაგრამ მამხნევებს მე-10 მუხლი: „სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და ახალი, მტკიცე სულისკვეთებით განმმსჭვალე“. მეც ამას ვთხოვ ხოლმე ღმერთს, რომ დამეხმაროს, საკუთარ თავს სხვა თვალით შევხედო. გულს მითბობს მე-17 მუხლი, სადაც ნათქვამია: „მომნანიებელ და მოდრეკილ გულს შენ არ უგულებელყოფ, ღმერთო“. ეს სიტყვები მარწმუნებს, რომ ღმერთს ვუყვარვარ.

ბიბლიურ მაგალითებზე და იმაზე ფიქრი, რასაც ღმერთი ჩემთვის აკეთებს, მომავლის იმედს მიმტკიცებს. უფრო რეალური გახდა ბიბლიური დაპირებები, რაც დღესვე მეხმარება პრობლემასთან გამკლავებაში».

მეტი ინფორმაციისთვის:

ვებგვერდზე jw.org წაიკითხეთ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის 2014 წლის დეკემბრის ნომერში დაბეჭდილი სტატია „რა უნდა იცოდეთ ფსიქიკური მოშლილობის შესახებ“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება