სათაო ფურცელი/გამომცემლობა
იეჰოვას მოწმეების წელიწდეული — 2009
მოცემულია 2008 სამსახურებრივი წლის ანგარიში
ეს წიგნი ეკუთვნის ․․․․․
„საფუძვლიანად დავამოწმოთ სასიხარულო ცნობა“ (საქ. 20:24).
მოციქულ პავლეს სამი მისიონერული მოგზაურობის დროს არაერთი სირთულე შეხვედრია, მაგრამ კურთხევებიც უხვად ჰქონდა. ბოლო მოგზაურობის შემდეგ ის იერუსალიმში გაეშურა. გზად მიმავალმა შესანიშნავად იცოდა, რომ იქ „ბორკილები და გასაჭირი“ ელოდა (საქ. 20:23). მიუხედავად ამისა, პავლეს იერუსალიმში წასვლაზე უარი არ უთქვამს. მილეტში მან ეფესოდან ჩასულ უხუცესებს უთხრა: „ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება, რათა საფუძვლიანად დავამოწმო სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ“ (საქ. 20:24).
პავლეს არ სურდა, თავი საფრთხეში ჩაეგდო, მაგრამ ღვთის ნების შესრულება მისთვის უმთავრესი იყო. იმავეს თქმა შეიძლება დღეს იეჰოვას მოწმეებზეც. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ყველა ხალხი შეიძულებდა ღვთის ხალხს. წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი დედამიწის კიდით კიდემდე აცხადებენ სასიხარულო ცნობას და გაბედულად ქადაგებენ ყველა ერის გასაგონად (მათ. 24:9). ვიმედოვნებთ, რომ 2009 წლის მუხლი ძალას შეგმატებთ, რათა დაუღალავად იქადაგოთ სასიხარულო ცნობა და მადლიერება გამოავლინოთ ღვთის წყალობისთვის.
[სურათის საავტორო უფლება 2 გვერდზე]
Photo Credits: Page 168: Franc Drozg, letter; Photo Archive-Museum of National Liberation Maribor, Slovenia