საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yb15 გვ. 116-გვ. 117
  • სიმტკიცეს ხსნა მოაქვს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სიმტკიცეს ხსნა მოაქვს
  • იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2015
  • ქვესათაურები
  • სიფრთხილე ქადაგებისას
  • ნანატრი თავისუფლება
იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2015
yb15 გვ. 116-გვ. 117

დომინიკელთა რესპუბლიკა

სიმტკიცეს ხსნა მოაქვს

სიფრთხილე ქადაგებისას

რაფაელ პარედი, რომელიც მეუღლესთან, ფრანსიასთან, ერთად ბეთელში მსახურობს, 1957 წელს 18 წლის ასაკში მოინათლა. მას ახსოვს, როგორ აედევნებოდნენ ხოლმე მსახურებაში საიდუმლო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მიზეზს ეძებდნენ მის და მის გვერდით მყოფთა დასაპატიმრებლად. რაფაელი იხსენებს: „ზოგჯერ ხელიდან რომ დავსხლტომოდით, ვიწრო ქუჩებსა და ჩიხებში გავდიოდით და ღობეზე ვხტებოდით“. ანდრეა ალმანსარი გვიხსნის, თუ რას აკეთებდნენ, პოლიციის ყურადღება რომ არ მიეპყროთ: „დიდ სიფრთხილეს ვიჩენდით. ერთ სახლთან რომ ვიქადაგებდით, ათ სახლს ვტოვებდით და მეთერთმეტეზე ვაკაკუნებდით“.

ნანატრი თავისუფლება

1959 წლისთვის, ტრუხილიოს რეჟიმის დამყარებიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკურმა კლიმატმა შეცვლა დაიწყო. 1959 წლის 14 ივნისს ქვეყნიდან განდევნილმა დომინიკელებმა კიდევ ერთხელ სცადეს ტრუხილიოს რეჟიმის დამხობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ზოგი მეამბოხე მოკლა, ზოგი კი — დააპატიმრა, ტრუხილიოს მოწინააღმდეგეთა რიგებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდებოდა. დიქტატორის მტრები ხვდებოდნენ, რომ მთავრობა უძლეველი არ იყო და წინააღმდეგობას კიდევ უფრო აძლიერებდნენ.

1960 წლის 25 იანვარს, ტრუხილიოს მთავრობასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კათოლიკურმა ეკლესიამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც გმობდა ადამიანის უფლების ხელყოფას. დომინიკელი ისტორიკოსი ბერნარდო ვეგა წერს: „1959 წლის ივნისში არსებული რეჟიმის დასამხობად გადასახლებულთა მიერ წამოწყებულმა ბრძოლამ, მეამბოხეთა რეპრესიებმა და მოგვიანებით ქვეყნის შიგნით აგორებულმა წინააღმდეგობის ტალღამ, აიძულა ეკლესია, წლების მანძილზე პირველად დაპირისპირებოდა ტრუხილიოს“.

საინტერესოა, რომ 1960 წლის მაისში მთავრობამ გააუქმა კანონი, რომელიც იეჰოვას მოწმეების საქმიანობას კრძალავდა. მრავალწლიანი აკრძალვის შემდეგ ხსნა იქიდან მოვიდა, საიდანაც არ ელოდნენ. აკრძალვა თავად ტრუხილიომ გააუქმა მას შემდეგ, რაც კათოლიკურ ეკლესიასთან უთანხმოება მოუვიდა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება