საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yb15 გვ. 128-გვ. 129 აბზ. 3
  • დარჩენას აპირებენ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დარჩენას აპირებენ
  • იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2015
  • ქვესათაურები
  • მათ იპოვეს ჭეშმარიტება
  • იეჰოვას მოწმეები დარჩენას აპირებენ
  • ზრდა რევოლუციის მიუხედავად
იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2015
yb15 გვ. 128-გვ. 129 აბზ. 3
სურათი 128 გვერდზე

დომინიკელთა რესპუბლიკა

დარჩენას აპირებენ

მათ იპოვეს ჭეშმარიტება

ხუანა ვენტურამ ბიბლიის შესწავლა აკრძალვის პერიოდში დაიწყო. ის 1960 წელს მოინათლა მდინარე ოსამაში. სანტო-დომინგოში ევანგელისტური ეკლესიის პასტორს სურდა, ხუანა თავიდან მოეშორებინა და ციხეში ჩაესვა, ვინაიდან, როგორც თვითონ ამბობდა, ის „მრევლს ართმევდა“. პასტორს უნდოდა, მრევლისთვის დაემტკიცებინა, რომ იეჰოვას მოწმეები ხალხს ატყუებდნენ და ხუანას ნდობა არ შეიძლებოდა. ამიტომ ის თავის ეკლესიაში მიიყვანა და ახალი რწმენის შესახებ კითხვები დაუსვა.

„მან სამი შეკითხვა დამისვა, — იხსენებს ხუანა. — რატომ არ იღებთ არჩევნებში მონაწილეობას, რატომ არ მიდიხართ ომში და რატომ უწოდებთ საკუთარ თავს იეჰოვას მოწმეებსო? მის შეკითხვებს ბიბლიიდან ვპასუხობდი. ირგვლივ მყოფები თავიანთ ბიბლიებში ეძებდნენ მუხლებს და გაოცებულები დარჩნენ წაკითხულით. მაშინ, ბევრი მიხვდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა. ყველა მათგანმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო; საბოლოოდ, 25-მა კაცმა იეჰოვას მიუძღვნა თავი“. ამ საოცარმა მოვლენამ დიდი ბიძგი მისცა სანტო-დომინგოში სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლას.

იეჰოვას მოწმეები დარჩენას აპირებენ

ტრუხილიოს მკვლელობას დიდი ქაოსი მოჰყვა. 1963 წლის წელიწდეულში ეწერა: „ყველა ქუჩაზე ჯარისკაცები იდგნენ. ყოველდღე ძალადობასა და შეიარაღებულ დაპირისპირებებს ჰქონდა ადგილი“. პოლიტიკური გადატრიალების მიუხედავად, სამქადაგებლო და მოწაფეების მომზადების საქმე წინ მიიწევდა. 1963 სამსახურებრივი წლის ბოლოს მაუწყებელთა უმაღლესმა რიცხვმა 1 155-ს მიაღწია.

1962 წელს დომინიკელთა რესპუბლიკას მსოფლიო მთავარი სამმართველოდან ძმა ნეითან ნორი ეწვია. სამქადაგებლო საქმიანობის გასაფართოებლად მისი მითითებით შევიძინეთ მიწა, სადაც აშენდებოდა უფრო დიდი შენობები. მართლაც, ამ ტერიტორიაზე აშენდა ორსართულიანი შენობა და სამეფო დარბაზი. 1963 წლის 12 ოქტომბერს, შაბათს, ძმა ფრედერიკ ფრენცმა ახალი ფილიალის მიძღვნის მოხსენება წაიკითხა. აშკარა იყო, რომ იეჰოვას მოწმეები დომინიკელთა რესპუბლიკაში დარჩენას აპირებდნენ. მიძღვნიდან მალევე აქ კუბიდან გამოძევებული ბოლო მისიონერები ჰარი და პაკიტა დეფილდები გადმოვიდნენ.

ზრდა რევოლუციის მიუხედავად

1965 წლის 24 აპრილს ქვეყანაში რევოლუციამ იფეთქა. ამ უმძიმეს დღეებში იეჰოვას ხალხი სულიერად წინ მიიწევდა. 1970 წლისთვის 63 კრებაში 3 378 მაუწყებელი მსახურობდა. აქედან ნახევარზე მეტი იეჰოვას ორგანიზაციას ბოლი ხუთი წლის განმავლობაში შეუერთდა. 1972 წლის წელიწდეული იტყობინებოდა: „კრებაში ყველანაირი წარმომავლობისა და სოციალური ფენის ადამიანი იყო: ავტომექანიკოსები, ფერმერები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, ბუღალტრები, მშენებლები, დურგლები, იურისტები, სტომატოლოგები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოფილი პოლიტიკოსებიც კი. ეს ადამიანები ჭეშმარიტებისა და იეჰოვასადმი სიყვარულმა გააერთიანა“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება