საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mrt სტატია 114
  • რატომ მატულობს მსოფლიოში დანაშაული?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რატომ მატულობს მსოფლიოში დანაშაული?
  • სხვადასხვა
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიური წინასწარმეტყველება
  • უკანონობა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გძულთ უკანონობა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • რა არის „ბოლო დღეების“ ნიშანი?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • იმედი
    გამოიღვიძეთ! — 2018
იხილეთ მეტი
სხვადასხვა
mrt სტატია 114
ფანჯრებჩამსხვრეული მაღაზია, რომელსაც ძარცვავენ.

Yan Zabolotnyi/stock.adobe.com

ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!

რატომ მატულობს მსოფლიოში დანაშაული?

ჰაიტიზე კრიმინალური დაჯგუფებები ყოველდღიურად ძალადობენ ადამიანებზე. სამხრეთ აფრიკასა და მექსიკაში, აგრეთვე სხვა ლათინურ-ამერიკულ ქვეყნებში ძალადობრივი დანაშაული დღითი დღე მატულობს. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც კრიმინალის დონემ შედარებით იკლო, ხალხი თავს მაინც დაუცველად გრძნობს, რადგან მათ ქვეყანაში დანაშაულებრივი ქმედებების სრულად აღმოფხვრა ვერ ხერხდება.

რას ამბობს ბიბლია მსოფლიოში გავრცელებულ უკანონობაზე?

ბიბლიური წინასწარმეტყველება

ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, დამნაშავეობის ზრდა იმის ნიშანი იქნებოდა, რომ „ქვეყნიერების ბოლო დადგა“ (მათე 24:3). ამ საკითხზე საუბრისას იესო ქრისტემ თქვა:

  • „უკანონობის გამრავლების გამო უმეტესობას სიყვარული გაუნელდება“ (მათე 24:12).

ბიბლიაში აგრეთვე ნაწინასწარმეტყველებია, რომ „ბოლო დღეებში“ ადამიანები იქნებოდნენ „თავშეუკავებლები, სასტიკები [და] კარგის მოძულეები“ (2 ტიმოთე 3:1–5). სწორედ ასეთი ადამიანების გამო ხდება დღეს ამდენი დანაშაული.

ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს იმედის საფუძველიც. ბიბლია გვპირდება, რომ მალე უკანონობას ბოლო მოეღება.

  • „ცოტაც და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).

გაიგეთ, როგორ სრულდება დღეს მიმდინარე მოვლენებით ბიბლიური წინასწარმეტყველება და რა დამაიმედებელ ცნობას გვაწვდის ბიბლია მომავალთან დაკავშირებით. გაეცანით სტატიებს:

„უკეთესი მომავლის რეალური იმედი“

„რა არის „ბოლო დღეების“ ნიშანი?“

„იწინასწარმეტყველა ბიბლიამ, თუ როგორ იაზროვნებდნენ და მოიქცეოდნენ ადამიანები დღეს?“

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება