საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g97 აპრილი გვ. 29-31
  • აპრ.—მაის. როგორ შემიძლია კარგად გავატარო დრო?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აპრ.—მაის. როგორ შემიძლია კარგად გავატარო დრო?
  • გამოიღვიძეთ! — 1997
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ერთად კეთება
  • გამახალისებელი თავყრილობა
  • ოჯახური გართობა
  • როდესაც სრულიად მარტო ხარ
  • „სიხარული“ იეჰოვას სამსახურში
  • იან.—მარ. რატომ არის სხვებისთვის ყველანაირი გართობა დაშვებული?
    გამოიღვიძეთ! — 1997
  • სასარგებლო დასვენება გამომაცოცხლებელია
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • რომელ შეხვედრებზე შეიძლება მართლა გაერთოს ახალგაზრდა?
    გამოიღვიძეთ! — 2011
  • დაიცავით ოჯახი
    ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1997
g97 აპრილი გვ. 29-31

ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვას

როგორ შემიძლია კარგად გავატარო დრო?

„ვფიქრობ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხშირად გავერთოთ. ჩვენს კრებაში ნამდვილად ვცდილობთ, რომ ვიყოთ ერთად. ჩვენი გართობა სასარგებლოა. ამ წუთისოფელში უმეტესობა ვერ იტყოდა ამას“ — ჯენიფერი.

დასვენება — დროდადრო ყველასთვის აუცილებელია. „მსოფლიო ენციკლოპედია“ აღნიშნავს, რომ დასვენებამ შეიძლება „მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი პიროვნების სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას“. თვით ბიბლიაც ამბობს, რომ არის „ჟამი სიცილისა“, ანუ გართობის დრო! (ეკლესიასტე 3:1, 4)a.

ინგლისური სიტყვა, რომელიც გადმოითარგმნა „დასვენებად“, წამოსულია ლათინური ტერმინიდან, რაც ნიშნავს „კვლავ შექმნა, აღდგენა, გამოცოცხლება“ (Webster’s New Collegiate Dictionary). სამწუხაროდ, ძალიან ბევრი, რასაც ახალგაზრდები „გართობის“ მიზნით აკეთებენ — მაგალითად, როდესაც მართავენ ღრეობებს ან ღებულობენ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს, ან კიდევ ერთობიან კანონით დაუშვებელი სექსით — გამომაცოცხლებელი კი არ არის, არამედ გამანადგურებელი. დასასვენებელი საშუალებების ნახვა, რომელიც როგორც სასიხარულო, ასევე სასარგებლო იქნება, შესაძლოა ძალიან რთული იყოს. მაგრამ როგორც ჯენიფერმა ზემოთ აღნიშნა, შეუძლებელი ნამდვილად არ არის!

ერთად კეთება

ახლახანს ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ ინტერვიუ ჩამოართვა ამ საკითხზე რამდენიმე ახალგაზრდას. უმრავლესობამ თქვა, რომ მათთვის ძალიან სასიამოვნოა სხვა ახალგაზრდებთან ერთად ყოფნა. შენც ასე ფიქრობ — მაგრამ ხშირად თავს გარიყულად გრძნობ? რატომ არ აიღებდი საკუთარ თავზე ინიციატივას? მაგალითად, სამხრეთ აფრიკელმა გოგონამ, სახელად ლიმ, თქვა: „როდესაც ძალიან მინდა ვნახო რომელიმე ფილმი, ვურეკავ ერთ-ერთ მეგობარს და სხვა მეგობრებსაც ვეუბნებით ამის შესახებ“. ჩვეულებრივ ისინი დღის სეანსს ესწრებიან. შემდეგ აკითხავენ მშობლები და ერთად სადილობენ ადგილობრივ რესტორანში.

სპორტული გართობებიც კარგი საშუალებაა სასარგებლო ვარჯიშებისა და გონივრული ურთიერთობისთვის (1 ტიმოთე 4:8). პატარა როლინი ამბობს: „უპირველესად ოჯახში ვამბობ, სად მსურს წასვლა და შემდეგ ერთად ვეპატიჟებით პატარა ჯგუფს ერთობლივი დასვენებისთვის“. ფაქტია, რომ ქრისტიანმა ახალგაზრდებმა ნახეს ძალიან ბევრი გონივრული და სასარგებლო სპორტული გასართობი, რომ ერთობლივად დაისვენონ, მაგალითად: ციგურაობა, ველოსიპედებით სეირნობა ან ხტუნვა-ხტუნვით სიარული და ჩოგბურთის, ბეისბოლის, ფეხბურთის, ფრენბურთისა და სხვა მრავალი გასართობით თამაში.

ნამდვილად არ გჭირდება ბევრი ფულის დახარჯვა ან უზადო ხელსაწყო, რომ დრო კარგად გაატარო. „მშობლებთან და მეგობრებთან ერთად მრავალი საათი გაგვიტარებია ძალიან სასიამოვნოდ, მთებსა და მიუვალ ადგილებში ლაშქრობების მოწყობით, — ამბობს ერთი ქრისტიანი მოზარდი გოგონა, — კარგ მეგობრებთან ერთად სუფთა ჰაერზე ყოფნა ხომ ძალიან სასიამოვნოა!“

გამახალისებელი თავყრილობა

მრავალი ახალგაზრდისთვის გართობა ნიშნავს თავყრილობას. „ძალიან გვიყვარს მეგობრების დაპატიჟება სადილზე და მუსიკის მოსმენა“, — ამბობს ავედა. ასეთ თავყრილობასაც თავისი ადგილი უჭირავს ქრისტიანებს შორის. იესო ქრისტეც ესწრებოდა განსაკუთრებულ სადილებს, ქორწილებსა და სხვა თავყრილობებს (ლუკა 5:27–29; იოანე 2:1–10). ადრინდელი ქრისტიანებიც მხიარულობდნენ ისეთ შემთხვევებში, როდესაც სადილობისთვის იკრიბებოდნენ და ერთმანეთს ამხნევებდნენ (შეადარე იუდა 12).

თუ მშობლები გრთავენ ნებას, ბევრნი შეიკრიბოთ ერთად, რა შეგიძლია გააკეთო, რომ არ წამოიჭრას პრობლემები და დარწმუნებული იყო, რომ ყველასთვის სასიამოვნო იქნება დროის ერთად გატარება? უმთავრესია ყველაფრის დაწვრილებით დაგეგმვა (იგავნი 21:5). მაგალითად: მხოლოდ იმდენი მეგობარი დაპატიჟე, რამდენსაც სათანადოდ მიაქცევ ყურადღებას. პატარა თავყრილობა საეჭვოა, რომ გადაიზარდოს „თავაშვებულ ლოთობაში“, ანუ „ღრეობაში“ (გალატელთა 5:21, ბაინგტონი).

პირველი საუკუნის ქრისტიანები გაფრთხილებულები იყვნენ, რომ მორიდებოდნენ მათთან ურთიერთობას, რომლებიც „უწესოდ იქცევიან“ (2 თესალონიკელთა 3:11–15). დღეს თავყრილობის ჩაშლის უტყუარი საშუალებაა იმ ახალგაზრდების მოწვევა, რომლებიც ცნობილი არიან ხმაურიანი მოქმედებებითა და თავაშვებულობით. ამავე დროს, ფხიზლად უნდა იყო, თუ ვინ დაპატიჟო, რომ ყოველი წვეულებისას მხოლოდ ერთი და იმავე ადამიანებით არ შემოიფარგლო. „გაიშალეთ“ და სხვებიც გაიცანით, მათ შორის კრებაში მყოფი უფროსი ასაკის ადამიანებიც (2 კორინთელთა 6:13).

ამზადებ თუ არა სტუმრებისთვის წასახემსებელს? თუ დიახ, მაშინ შენი სტუმრებისთვის დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის სუფრა ნუ იქნება გადაჭარბებულად უხვი ან ძვირადღირებული (ლუკა 10:38–42). „ზოგჯერ პიცის საღამოს ვაწყობთ“, — ამბობს სანჩა, სამხრეთ აფრიკელი გოგონა. ხშირად სტუმრებს თავისი სურვილით მოაქვთ ცოტაოდენი საჭმელი.

რა შეგიძლია აკეთო თავყრილობის დროს — ტელევიზორის ყურების, მუსიკის მოსმენისა და საუბრის გარდა? „ჩვეულებრივ, წინასწარ ვგეგმავთ ხოლმე, — ამბობს სანჩა, — ვერთობით თამაშობებით ან ვუკრავთ პიანინოს და ვმღერივართ“. აფრიკელი ახალგაზრდა, სახელად მესანი, ამბობს: „ზოგჯერ ვთამაშობთ კარტს, შაშსა და ჭადრაკს“.

ჯენიფერმა, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ჟურნალს „გამოიღვიძეთ!“ უთხრა: „ჩვენი კრების ერთი უხუცესი ხშირად გვეპატიჟება ბიბლიური თამაშების სათამაშოდ. აუცილებლად კარგად უნდა იცოდე ბიბლია, რომ კარგად ითამაშო“. „გამოიღვიძეთ!“ ჟურნალის წარმომადგენელმა სხვა ახალგაზრდებსაც ჰკითხა: „ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ბიბლიური თამაშებით გართობა უადგილოა?“ მათ მთელი გულით, დარწმუნებით წამოიძახეს: „არა!“

„ეს რთულია“, — თქვა ერთმა მოზარდმა გოგონამ. „ეს გასართობია!“ — თქვა მეორემ. როდესაც ვთამაშობთ გართობის მიზნით ბიბლიურ თამაშებს და არ ხდება მეტოქეობა, თამაში სასიამოვნოა და ბევრ რამესაც სწავლობ! ჟურნალის — „გამოიღვიძეთ!“ 1972 წლის 22 ივნისის გამოშვებაში იხილე „ერთად ყოფნა ვაქციოთ სასიამოვნოდ და ამავე დროს სასარგებლოდ“ (ინგლ.).

ოჯახური გართობა

ბიბლიის წერის დროს ოჯახისთვის ბუნებრივი იყო, ერთობლივი დასვენებით სიხარული ეგრძნოთ (ლუკა 15:25). მაგრამ ახალგაზრდა მწერლები წიგნში „ყმაწვილების წიგნი მშობლების შესახებ“ აღნიშნავენ, რომ „მშობლები და ბავშვები დღეს იმდენად დაკავებული არიან, რომ არავის აქვს დრო, დაგეგმოს ერთობლივი დასვენება. . . ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ყოველკვირეულად გაატარონ გარკვეული დრო, უბრალოდ, ერთად გაერთონ“.

„პარასკევი ჩვენი ოჯახის დღეა, — ამბობს პატარა აფრიკელი პაკი, — ამ დღეს ერთად ვთამაშობთ ხოლმე“. მოდი ნუ დავივიწყებთ ჩვენს პატარებს. პატარა ბრანვილი ამბობს: „ძალიან მიყვარს ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად ხატვა და სხვა ხელოვნებასთან დაკავშირებული გართობები“. ხომ არ აიღებდი საკუთარ თავზე ინიციატივას და ხომ არ შესთავაზებდი ოჯახს ერთობლივ გართობას?

როდესაც სრულიად მარტო ხარ

მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, თუ მარტო ხარ? ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოიწყინო და თავი ეულად იგრძნო. არსებობს ბევრი სასარგებლო, სასიამოვნო საშუალებები სწორედ ასეთ დროს გასაკეთებლად. მაგალითად, ჰობი. ბიბლიის დროიდან მოყოლებული მრავალი ქალი და მამაკაცი ფიქრობს, რომ მუსიკის სწავლა ძალიან ალამაზებს ცხოვრებას (დაბადება 4:21; პირველი მეფეთა 16:16, 18). „ხშირად პიანინოზე ვუკრავ, — ამბობს რახელი, — როდესაც თავს მოწყენილად ვგრძნობ, ვუკრავ“. თუ არ გიტაცებს მუსიკა, ისწავლე კერვა, ყვავილების მოვლა, დაიწყე საფოსტო მარკების შეგროვება ან ისწავლე უცხო ენა. და როგორც ჯილდო, შესაძლოა ზოგ დარგში ისე დახელოვნდე, რომ მომავალში გამოგადგეს.

ბიბლია გვიამბობს, რომ მორწმუნე ადამიანები, მაგალითად მათ შორის ისაკი, დროდადრო ფიქრისთვის განმარტოვდებოდნენ (დაბადება 24:63, აქ). ახალგაზრდა ავსტრიელი, სახელად ჰანსი, ამბობს: „ხანდახან ბაღში წყნარ ადგილს მოვნახავ ხოლმე და ვუყურებ მზის ჩასვლას. ამ დროს დიდ სიხარულს ვგრძნობ და უფრო ვუახლოვდები ჩემს ღმერთს, იეჰოვას“.

„სიხარული“ იეჰოვას სამსახურში

ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ქრისტე „სიხარულს“ იგრძნობდა იეჰოვა ღმერთის მსახურებაში (ესაია 11:3). მართალია, ღვთისადმი წმინდა მსახურება გასართობი არ არის, მაგრამ ის გამომაცოცხლებელი და სასიამოვნოა (მათე 11:28–30).

ჰანსი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, იხსენებს კიდევ ერთ სასიამოვნო შემთხვევას. ის ამბობს: „მეგობრებთან ერთად ძალიან მიყვარს იმ შაბათ-კვირის გახსენება, როდესაც [თაყვანისმცემლობისთვის] საკონგრესო დარბაზების მშენებლობაზე გვიმუშავია. ვისწავლეთ ერთად მუშაობა და უკეთ გავეცანით ერთმანეთს. როდესაც ვიხსენებთ წარსულს, ვგრძნობთ კმაყოფილებას, რომ რაღაც ფასეული გავაკეთეთ და ესეც გართობა იყო“.

ამ ქრისტიანი ახალგაზრდების ნაამბობი ერთ ფაქტს ხდის ნათელს: ნუ დაკარგავ გართობის კარგ შესაძლებლობას. მიჰყევი ბიბლიის პრინციპებს. იქონიე ფანტაზია! საკუთარ თავზე აიღე გონივრული ინიციატივები! და ნახავ, რომ კმაყოფილი დარჩები და ასე მოქმედება წაგახალისებს, არ გაგანადგურებს.

[სქოლიოები]

a იხილე 1997 წლის იანვარი-მარტის გამოცემაში სტატია „ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვას. . . რატომ აქვთ სხვებს ყველანაირი გასართობი?“

[ჩანართი 30 გვერდზე]

„კარგ მეგობრებთან ერთად სუფთა ჰაერზე ყოფნაც ხომ სასიამოვნოა!“

[სურათი 31 გვერდზე]

აუცილებელი არ არის ბევრი ფულის დახარჯვა მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება