რობოტი მარსზე
მე და ჩემი ოჯახი აღელვებულები ვუყურებდით როგორ აფრინდა რაკეტა-მატარებელი კოსმოსური ხომალდით „მარს პასფაინდერი“ სასტარტო მოედნიდან, რომელიც კანავერალის კონცხზე მდებარეობს. „დაჯდება მარსზე წარმატებით? რა ახალ აღმოჩენები იქნება გაკეთებული?“
„პასფაინდერის“ წარმატებაზე იმიტომ ვწუხდით, რომ მარსზე წინა ორმა მისიამ — „მარს ობზერვერ“ და „მარს 96“, — მარცხი განიცადა. გარდა ამისა, „პასფაინდერის“ დაჯდომა განსაკუთრებით რთული უნდა ყოფილიყო.
კოსმოსური ხომალდი მარსის ატმოსფეროში თითქმის 27 000 კილომეტრი საათში სიჩქარით შეიჭრა. სვლის შენელების მიზნით პარაშუტი გაშალა, შემდეგ უფრო, რომ შეენელებინა სვლა 98 მეტრის სიმაღლეზე მამუხრუჭებელი რაკეტები გაუშვა. მანამ კი გაივსო აირით გასაბერი ტომრები, ამორტიზაციისთვის. 1997 წლის 4 ივლისს 65 კილომეტრი საათში სიჩქარით „პასფაინდერი“ მარსის ზედაპირს შეეჯახა.
კოსმოსური ხომალდი პირველი შეჯახებისას დაახლოებით 15 მეტრზე ახტა. დიდი ბურთივით დაახლოებით 15-ჯერ ახტომის შემდეგ გაჩერდა. გასაბერი ტომრებიდან აირი გამოუშვა და აკეცა. თუმცა „პასფაინდერი“ საჭიროების შემთხვევაში თვითონ შეცვლიდა მდგომარეობას, ამის გაკეთება საჭირო არ იყო, რადგან სწორად დაჯდა. ბოლოს გაშალა ყვავილისებრი ფურცლები, გახსნა სამეცნიერო ნივთები, რადიოანტენები, მზის ბატარეები და გაუშვა მარსმავალი „სოჯორნერი“.
მარსის შესწავლა
მალე „პასფაინდერის“ კამერამ გადაიღო ლანდშაფტი. ფართო ტრამალზე დაჯდომის შემდეგ, რომლის სახელიცაა „Chryse Planitia“, მნიშვნელობით „ოქროს ველი“, და რომელიც „Ares Vallis“ ანუ „მარსის ველის“ ახლოს მდებარეობს „პასფაინდერი“ აჩვენებდა უსწორმასწორო ზედაპირს და შორეულ გორაკებს, რომლებიც სოჯორნერის მიერ კვლევა-ძიებისთვის იდეალურ პირობებს წარმოადგენდა. ამ პატარა, 65 სანტიმეტრიან, უნარიანი რობოტის მიზნებში გადაღება და მთის ქანებსა და ნიადაგებში ქიმიური ელემენტების ოდენობას სპექტროსკოპით გაზომვა შედიოდა.
მეცნიერებმა და ინჟინრებმა, რომლებმაც ამ საქმეში წვლილი შეიტანეს კვლევა-ძიება „სოჯორნერის“ მეშვეობით დაიწყეს. რადგან რადიოსიგნალები იგვიანებს მარსსა და დედამიწას შორის, მისიის ოპერატორები ვერ მართავდნენ „სოჯორნერს“ ზუსტად. ამიტომ ის თავის შესაძლებლობებს ეყრდნობოდა, მარსის საშიში ლანდშაფტების შემოვლისას. ამას ლაზერული სხივების გამოყენებით აკეთებდა, რომელიც არკვევდა ქვების ზომასა და განლაგებას გზაზე. შემდეგ მისი კომპიუტერი უჩვენებდა გადაევლო ქვებისთვის (თუ ისინი საკმაოდ მცირე ზომის იყო), თუ გვერდი აეარა.
თავგადასავალი და აღმოჩენა
გაზეთებმა და ჟურნალებმა მილიონობით მკითხველს მიაწოდა „პასფაინდერის“ მიერ გადაღებული მარსის ზედაპირის სურათები. მაშინ როდესაც მარსიდან ახალი კადრები მოდიოდა, დედამიწაზე ადამიანები ერთობოდნენ მოხეტიალე რობოტის ოსტატობით, იხიბლებოდნენ კლდეების ფერადი პანორამებით, მთაგორიანი ლანდშაფტით, იხიბლებოდნენ ღრუბლებისა და დაისის ხილვით მარსის ცაზე. მისიის პირველ თვეს „პასფაინდერის“ Web გვერდმა ინტერნეტში 500 მილიონზე მეტი „გამოძახება“ ჩაიწერა მათგან, ვისაც აინტერესებს კოსმოსური ხომალდის საქმიანობა.
„პასფაინდერმა“ ინფორმაციის ზღვა ნაკადი გადმოსცა, რამაც მისიის მეცნიერების მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად სუსხისა, როდესაც ტემპერატურა დაახლოებით ნული გრადუსიდან მინუს 80 გრადუსამდე მერყეობდა ის მუშაობდა. რა აღმოჩენა გაკეთდა მისიის წყალობით?
კამერით და ინსტრუმენტებით აღმოჩნდა მთის ქანები, ნიადაგი და ქარით გადაზიდული სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის მტვერი, ფერები და სტრუქტურები, რომლებიც მიანიშნებს მარსზე მიმდინარე რთულ გეოლოგიურ პროცესებზე. ლანდშაფტის პატარა დიუნები, იმაზე მეტყველებს, რომ ჩრდილო აღმოსავლეთის ქარები აგროვებს სილას. განთიადისას ცაზე მოჩანს ღრუბლები, რომლებიც შედგება წყლის ყინულის ნაწილაკებისგან. როცა გარიჟრაჟზე ღრუბლები იფანტება, ატმოსფეროში წვრილი მტვრის გამო ცა მოწითალო ფერს იღებს. დროდადრო კოსმოსურ ხომალდზე ქარბორბალა ატრიალებს მტვერს.
„პასფაინდერი“, პირდაპირ რომ ვთქვათ რაღაც არამიწიერით გაგვიმასპინძლდა. შეერთებული შტატები და იაპონია გეგმავენ უფრო მეტ მისიებს მარსზე მომავალ ათწლეულში. ორბიტული თანამგზავრი „მარს გლობალ სერვეიორ“ გაშვებული იქნა მარსზე, სხვა სამეცნიერო გამოკვლევებისთვის. ნამდვილად, წითელ პლანეტაზე მოგზაურობის შედეგად, კოსმოსური ხომალდის კამერების მეშვეობით მარსის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტს გავიგებთ (გამოგზავნილია).
[სურათები 26 გვერდზე]
გაფრენა
დაშვება
მარსზე
[საავტორო უფლება]
All pictures: NASA/JPL