საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 10/8 გვ. 4-6
  • უსაფრთხო ცხოვრების ძიებაში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უსაფრთხო ცხოვრების ძიებაში
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • უმაღლესი განათლება
  • საკმარისია 10 000 ნივთი?
  • დაუკვირდით!
  • ებრძოლე სენს და არა სიმპტომებს
  • რა არის უსაფრთხო მომავლის გარანტი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2021
  • არის განათლება და ფული უსაფრთხო მომავლის გარანტი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2021
  • უსაფრთხო ცხოვრება მარადიულად
    გამოიღვიძეთ! — 1998
  • უსაფრთხოება ახლაც და მომავალშიც
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 10/8 გვ. 4-6

უსაფრთხო ცხოვრების ძიებაში

უსაფრთხოება ყველას თავისებურად ესმის. ერთისთვის სამუშაოს ქონაა; მეორესთვის — სიმდიდრე; მესამისთვის — ბოროტმოქმედებისგან თავისუფალი გარემო. შენი აზრით კი რას ნიშნავს უსაფრთხოება?

როგორი თვალსაზრისიც უნდა გქონდეს, უეჭველია, გარკვეულ ზომებს ღებულობ, რომ ცხოვრება სურვილისამებრ უსაფრთხო გქონდეს. განვიხილოთ, თუ როგორ ცდილობენ ევროპაში პირადი უსაფრთხოების მიღწევას.

უმაღლესი განათლება

ევროკომისიის პრეზიდენტ ჟაკ სანტერის აზრით, ევროკავშირში ახალგაზრდობის 20% უმუშევარია. ამ ასაკში აქტუალურია კითხვა: როგორ ვიშოვო სამუშაო, რომ ცხოვრებაში თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო? ბევრი ფიქრობს, რომ მიზანს მიაღწევს უმაღლესი განათლებით, რაც ლონდონის „სანდი ტაიმზის“ კომენტარის თანახმად, სტუდენტებს „შრომის ბირჟაზე მნიშვნელოვან უპირატესობას“ ანიჭებს.

მაგალითად, გერმანიაში „განათლებისა და აკადემიური სტატუსისთვის სწრაფვა არნახულად გაიზარდა“, — იუწყება გერმანული გაზეთი (Nassauische Neue Presse). ეს ასეა, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტობის წლები გერმანიაში დაახლოებით 55 000 ამერიკული დოლარი ჯდება.

ახალგაზრდები, რომლებიც სერიოზულად ეკიდებიან განათლებას და სურთ, უზრუნველყოფილნი იყვნენ სამსახურით, შექების ღირსნი არიან. მარჯვესა და გამოცდილს სამსახურში მიღებისას უპირატესობას ანიჭებენ. მაგრამ ყოველთვის უზრუნველგვყოფს „კარგი“ სამსახურით უმაღლესი განათლება? ერთმა სტუდენტმა თქვა: „თავიდანვე ვიცოდი, რომ უმაღლესი განათლება ყოველთვის არ არის პროფესიული მოღვაწეობისა და უსაფრთხოების საწინდარი“. ასეთი შემთხვევა ერთი და ორი არ არის. გასულ წლებში უმაღლესდამთავრებულ უმუშევართა რიცხვმა გერმანიაში პიკს მიაღწია.

ერთ-ერთი გაზეთის თანახმად, საფრანგეთში ახალგაზრდები უმაღლეს განათლებას იმიტომ ღებულობენ, რომ საშუალო განათლების ატესტატი ახალგაზრდობის უმუშევრობის ასეთი ზრდის დროს თითქმის არ ფასობს. მაგრამ ბევრი სტუდენტი იმასაც ხვდება, რომ არც სწავლის დასასრულს „იქნება უკეთეს მდგომარეობაში“. „ინდეპენდენტი“ იუწყება, რომ ბრიტანეთში „სწავლის პერიოდში მიღებული სტრესი ძვირად უჯდებათ სტუდენტებს“ და საერთოდ არ ეხმარება მათ, რომ ცხოვრებაში დაუცველად არ იგრძნონ თავი; ცნობილია, რომ უნივერსიტეტის ცხოვრება მათში იწვევს დეპრესიას, ნერვიულობასა და საკუთარი ღირსების შელახვას.

ხშირად ხელობის დაუფლება ან წარმოების რომელიმე დარგში პრაქტიკული მომზადება უფროა დამხმარე სამუშაოს ნახვაში, ვიდრე უმაღლესი განათლება.

საკმარისია 10 000 ნივთი?

ბევრი ფიქრობს, რომ უსაფრთხო ცხოვრების საწინდარი სიმდიდრეა. ასეთი თვალსაზრისი შეიძლება, ერთი შეხედვით, ბრძნულიც ჩანდეს, რადგან ბანკში დაგროვილი საკმაო თანხა შავი დღისთვის მართლაც რომ დამხმარეა. ბიბლია განმარტავს, რომ ‘ფული დაიფარავს კაცს’ (ეკლესიასტე 7:12). მაგრამ სიმდიდრე ყოველთვის უფრო უსაფრთხოს ხდის ცხოვრებას?

საეჭვოა. განვიხილოთ, რამდენად შეძლებული გახდა მოსახლეობა ბოლო 50 წელში. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს გერმანიის მოსახლეობის უმეტესობას სარჩო-საბადებელი თითქმის არ გააჩნდა. დღეს, გერმანული გაზეთის თანახმად, უმეტესობას საშუალოდ 10 000 ნივთი აქვს. თუ ეკონომიკურ პროგნოზს დავუჯერებთ, მომავალ თაობას მეტი ექნება. მაგრამ ქონების ასეთი დაგროვების მიუხედავად, გრძნობენ უშიშრად ისინი თავს? — არა. გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში სამიდან ორს 20—30 წლის წინანდელთან შედარებით ცხოვრება ნაკლებად დაცულად მიაჩნია. დიდძალმა ქონებამ ვერავის მოუტანა უსაფრთხოება.

ეს გასაგებია, რადგან როგორც წინა სტატიაში იყო მოხსენიებული, დაუცველობის გრძნობა ნერვებზე საშინლად მოქმედებს. და სიმდიდრე არ ამსუბუქებს ნერვებზე ზემოქმედებას. ცხადია, სიმდიდრე ასე თუ ისე უმსუბუქებს ღარიბს მდგომარეობას და გაჭირვების დროსაც მისწრებაა; მაგრამ ზოგჯერ ბევრი ფული ისეთივე გამტანჯველია, როგორც ცოტა.

მაშასადამე, სიმდიდრეზე გაწონასწორებული თვალსაზრისი დაგვეხმარება, გვახსოვდეს, რომ ფულმა შეიძლება მოგვიტანოს მატერიალური კეთილდღეობა, მაგრამ არა უსაფრთხო ცხოვრება. როდესაც იესო ქრისტე დედამიწაზე იყო თავის მიმდევრებს უთხრა: „ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). ჭეშმარიტად უსაფრთხო ცხოვრებისთვის მატერიალური სიმდიდრე არ კმარა.

ხანში შესულები ნივთებს მატერიალური ღირებულების გამო კი არ აფასებენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი სასიამოვნო მოგონებებთანაა დაკავშირებული. მათ ბოროტმოქმედების ხელში ჩავარდნის საფრთხე უფრო აფიქრებთ, ვიდრე სიმდიდრე.

დაუკვირდით!

„კრიმინალური მდგომარეობა. . . ბოლო 30 წელში მთელი მსოფლიოს მასშტაბით უარესდება“, — ამბობს ბრიტანული ბროშურა (Practical Ways to Crack Crime). პოლიცია მთელი დატვირთვით მუშაობს. როგორ უმკლავდება ზოგი ამას?

ბევრი სახლიდან იწყებს პირადი უსაფრთხოების ზომების მიღებას. მაგალითად, შვეიცარიაში ერთი არქიტექტორი მუშაობს ქურდშეუღწეველ სახლებზე, რომლებიც აღჭურვილია საიმედო საკეტებით, გაუტეხელი კარებებითა და გისოსიანი ფანჯრებით. ასეთი სახლის მფლობელებს მართლაც, რომ პირდაპირ ესმით საკმაოდ ცნობილი ანდაზა: „ჩემი სახლი ჩემივე ციხესიმაგრეაო“. გაზეთ „ფოკუსის“ თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახლები ძვირადღირებულია, მათზე მოთხოვნილება მაინც დიდია.

უსაფრთხო ცხოვრებისთვის, როგორც შინ, ასევე გარეთ, ზოგან მთელ სამეზობლოს აქვს დაცვითი სისტემა. ზოგ საცხოვრებელ მასივებში ამასაც არ სჯერდებიან და ფულს უხდიან უშიშროების კომპანიებს, რომ მათ ტერიტორიაზე შერჩეულ საათებში იყოს პატრული. ბევრს მიზანშეწონილად მიაჩნია, ქალაქის დაცარიელებულ ქუჩებში ღამით მარტომ არ იაროს. და მშობლები, რომლებიც, ჩვეულებრივ, შვილების კეთილდღეობაზე ზრუნავენ, ხშირად მათი უსაფრთხოებისთვის დამატებით ზომებს ღებულობენ (განიხილეთ ჩარჩოში მოცემული რჩევები).

მაგრამ ყველას როდი შეუძლია ყოველმხრივ დაცული სახლის ყიდვა. გარდა ამისა, სამეზობლოს დაცვითი სისტემები და პატრული, ალბათ, არც არაფრით უწყობს ხელს საერთო კრიმინალური მდგომარეობის გამოსწორებას; ბოროტმოქმედება, უბრალოდ, სხვა დაუცველ ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. ამგვარად, ბოროტმოქმედება ისევ რჩება პირადი უსაფრთხოების უდიდეს საფრთხედ. უსაფრთხო ცხოვრებისთვის მხოლოდ ბოროტმოქმედების აღმოფხვრა არ კმარა.

ებრძოლე სენს და არა სიმპტომებს

ჩვენ ყველას უსაფრთხო ცხოვრების ბუნებრივი სურვილი გვაქვს და კარგად ვიქცევით, თუ გონივრულ, პრაქტიკულ ნაბიჯებს ვდგამთ მის მისაღწევად. მაგრამ ბოროტმოქმედება, უმუშევრობა და სხვა მრავალი, რაც ჩვენს ცხოვრებას დაუცველს ხდის, კაცობრიობის სენის მხოლოდ სიმპტომებია. ასეთი მდგომარეობისგან განსაკურნავად საჭიროა ბრძოლა არა სიმპტომების, არამედ გამომწვევი მიზეზის წინააღმდეგ.

რა არის დაუცველი ცხოვრების მიზეზი? როგორ შეგვიძლია მარადიულად მისი აღმოფხვრა? ეს განხილული იქნება შემდეგ სტატიაში.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

ბავშვების დაცვის საშუალებები

ბავშვებზე თავდასხმის, მათი გატაცებისა და მკვლელობის სიხშირის გამო, ბევრი მშობელი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შვილებს ასწავლონ შემდეგი:

1. როდესაც ხვდებიან, რომ რაღაც ცუდს აკეთებინებენ, მტკიცე უარი უთხრან.

2. ექიმისა და მედდის გარდა (ისიც მშობლების თანდასწრებით) არავის მისცენ მათი სხეულის ინტიმურ ნაწილებზე შეხების უფლება.

3. საშიშროების შემთხვევაში გაიქცნენ, მთელი ხმით იყვირონ, იკივლონ ან შველა სთხოვონ ახლომყოფ უფროსებს.

4. უსიამოვნო შემთხვევასა თუ საუბარზე აუცილებლად ყველაფერი უთხრან მშობლებს.

5. არაფერი დაუმალონ მშობლებს.

და ბოლოს, კარგი იქნება თუ მშობლები ფრთხილად და გულდასმით შეარჩევენ, თუ ვის დაუტოვონ ხოლმე შვილი.

[სურათები 5 გვერდზე]

უსაფრთხო ცხოვრებისთვის განათლება, სიმდიდრე და ბოროტმოქმედების თავიდან აცილება არ კმარა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება