საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g99 4/8 გვ. 29
  • რა ხდება მსოფლიოში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება მსოფლიოში
  • გამოიღვიძეთ! — 1999
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • დედის რძე საუკეთესოა
  • „უნდობლობის ტენდენცია“
  • დაქორწინებას ბედნიერების მოტანა შეუძლია
  • თავის დანებება არასდროს არის ძალიან გვიან
  • საყოველთაო ენის მიმართ?
  • ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი მეთოდი
    გამოიღვიძეთ! — 1999
  • რა ხდება მსოფლიოში
    გამოიღვიძეთ! — 2000
  • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები მიიღეთ უსაფრთხოების ზომები?
    გამოიღვიძეთ! — 2002
გამოიღვიძეთ! — 1999
g99 4/8 გვ. 29

რა ხდება მსოფლიოში

დედის რძე საუკეთესოა

«დედის რძე ყველაზე საუკეთესო წამალია, — ნათქვამია „ნიუსუიკში“. — ჩვილები, რომლებიც დედის რძით იკვებებიან, ტვინის სათანადო განვითარებისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს იღებენ. დედის რძით კვება მათში აგრეთვე ამცირებს ალერგიებიდანა და ინფექციებიდან დაწყებული დიარეის, ეგზემისა და ფილტვების ანთების საფრთხეს». ამიტომ ამერიკის პედიატრიის აკადემია და დიეტიკის ასოციაცია დედებს მოუწოდებენ, სულ ცოტა ერთი წელი მაინც აწოვონ ახალშობილს ძუძუ. „ახლა ამ შესანიშნავ საშუალებას თითქმის არ იყენებენ“, — აღნიშნულია ამავე ჟურნალში. რატომ? ხშირად დეზინფორმაციის გამო. ზოგი დედა წუხს, რომ საკმარისი რძე არ ექნებათ ბავშვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. სხვები ფიქრობენ, რომ სხვა საკვები ადრეული ასაკიდანვეა საჭირო. „სინამდვილეში, უმეტეს შემთხვევაში დედებს სავსებით შეუძლიათ უზრუნველყონ ბავშვი მისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით ექვს თვემდე, შემდეგ კი ნელ-ნელა შეიტანონ რაციონში მაგარი საკვები, — ნათქვამია სტატიაში. — და, რასაც უნდა ჭამდეს ბავშვი დედის რძის გარდა, მასში არსებულსა და ცხიმოვან მჟავებს ორ წლამდე შეუძლია მოუტანოს სარგებლობა“. ეს დედებისთვისაც სასარგებლოა: ძუძუთი კვება ამცირებს მკერდის კიბოს გაჩენის შესაძლებლობას და აჩქარებს მშობიარობის შემდეგ წონის დაკლებას.

„უნდობლობის ტენდენცია“

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში განხეთქილებამ იჩინა თავი“, — ნათქვამია ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში (Le Monde). ეს საბჭო, რომელმაც გასული წლის აგვისტოში თავისი არსებობის 50-ე წლისთავი იზეიმა, მსოფლიოში არსებულ ქრისტიანულ მიმდინარეობათა გაერთიანებისთვის ჩამოყალიბდა. მაგრამ ბოლო წლებში „უნდობლობის ტენდენცია“ გავრცელდა, რაც ორგანიზაციაში მართლმადიდებლური რელიგიების „მონაწილეობას დაემუქრა“. მართლმადიდებელი ეკლესიების უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ კათოლიკე და პროტესტანტმა მისიონერებმა აღმოსავლეთის ზოგი ქვეყანა „პროზელიტიზმის მსხვერპლად“ გახადეს. ერთი ეკლესია, კერძოდ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, უკვე გამოეყო 330-წევრიან საბჭოს. ამიტომ „მართლმადიდებელი ეკლესიების გამოსვლა ჟენევაში არსებული მსოფლიო საბჭოდან უკვე აბსურდული ჰიპოთეზა აღარ არის“, — ნათქვამია გაზეთში.

დაქორწინებას ბედნიერების მოტანა შეუძლია

ზოგის აზრით, დაქორწინება მძიმე ტვირთია. კომედიურ სერიალებში ის ხშირად წარმოდგენილია როგორც რაღაც ძველმოდური. მაგრამ რას გვიჩვენებს ფაქტები? აუცილებლად უკეთესი მდგომარეობა აქვთ დაუქორწინებლებს? ერთი სოციოლოგის სიტყვების თანახმად, რომლებიც ციტირებულია გაზეთ „ფილადელფია ინკუაირერში“ (Philadelphia Inquirer), არა. ეს მანდილოსანი ამბობს, რომ დაქორწინებულები, „ჩვეულებრივ, უფრო ბედნიერები, ჯანმრთელები და შეძლებულები არიან“. საერთო ჯამში, ისინი, ვინც ქორწინდება, უფრო ნაკლებადაც ცვივიან სტრესში; ამავე დროს, ნაკლებია ალბათობა, რომ მათ ჩაიდინონ დანაშაული ან ბოროტად გამოიყენონ ნარკოტიკები, და უფრო მეტად შესაძლებელია, რომ აღარ დასჭირდეთ მატერიალური დახმარება. არ არის გასაკვირი, რომ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დაქორწინებულები უფრო დიდხანსაც ცოცხლობენ.

თავის დანებება არასდროს არის ძალიან გვიან

ორმოცი წლის განმავლობაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანებმა, რომლებმაც სიგარეტის წევას თავი დაანებეს, სამოცი წლის ასაკშიც კი, დიდად შეამცირეს კიბოს განვითარების საფრთხე. ამას იუწყება ბრიტანეთის ერთ-ერთი გაზეთი (Daily Telegraph). სუტონში (ინგლისი) არსებული ონკოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი იულიან პიტი ამბობს: „გასულ წლამდე ვერ ვხედავდით იმის ძლიერ საშიშროებას, რასაც სიგარეტის წევა იწვევს, — ის კლავს მწეველების ნახევარს და არა მეოთხედს, როგორც ვვარაუდობდით. აგრეთვე ვნახეთ, რამხელა სარგებლობა მოაქვს სიბერეშიც კი სიგარეტის წევისთვის თავის დანებებას“. ბავშვებს ხშირად აფრთხილებენ, რომ წევა საშიშია. მაგრამ საჭიროა ხანდაზმულებმაც იცოდნენ, რომ წევის მიტოვებით შეიძლება დიდად შეამცირონ ფილტვის კიბოთი დაავადების საშიშროება, როგორც პროფესორი პიტო აღნიშნავს.

საყოველთაო ენის მიმართ?

„ცენტრალური აზიის ქვეყანაში, სადაც დასავლურ ენებზე იშვიათად ლაპარაკობენ“, რვა წლის ბიჭი მამამისს ეუბნება, რომ ინგლისური აუცილებლად უნდა ისწავლოს. მამა ეკითხება, რატომ. „იმიტომ, მამიკო, რომ კომპიუტერი მხოლოდ ამ ენაზე ლაპარაკობს“. ეს ამბავი „აჩვენებს, რას თვლის მრავალი საინფორმაციო სუპერმაგისტრალის ვერაგულ გვერდით მოვლენად . . . ეს არის მსოფლიოში გაბატონებულ ენაზე — ინგლისურზე — ისედაც სწრაფი გადასვლის დაჩქარება“, — შენიშნავს ჟურნალი „ეიშაუიკი“ (Asiaweek). „ეს მსოფლიო საძმოს ჩამოსაყალიბებლად კი არ ხდება, არამედ, უბრალოდ, პრაქტიკულია. თუ გვსურს ურთიერთობა და კომერციული საქმიანობა ინტერნეტში, ინფორმაციის ადვილი გაცვლა-გამოცვლისთვის საჭიროა, რომ გამოვიყენოთ საერთო სიტყვათა მარაგი“, — ამატებს ჟურნალი. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ინგლისური? იმიტომ რომ, როგორც ინტერნეტი, ისე პერსონალური კომპიუტერის წარმოება შეერთებულ შტატებში დაიწყო. დღეს ინტერნეტის დაახლოებით 80% ინგლისურენოვანია“. სხვა ენების გამოყენება ზოგ შემთხვევაში შემაფერხებელია, რადგან ძნელად ესაბამება ინგლისური კლავიატურა. „ეს ძვირად დაგვიჯდება, — ნათქვამია ამავე ჟურნალში. — ენათმეცნიერები წინასწარმეტყველებენ, რომ დღეს არსებული დაახლოებით 6 000 სალაპარაკო ენიდან მომავალი საუკუნის დასასრულისთვის ნახევარი გადაშენდება. ეს შეიძლება უახლოესი 20 წლის განმავლობაშიც კი მოხდეს“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება