გეცნობათ ეს გალობა?
ხვდებით, რომელ გალობაზეა საუბარი? რომელიმე ძველ ცნობილ გალობაზე? დიახ, ძალზე შორეულ წარსულში, შესაძლებელია, დედამიწაზე პირველად შესრულებულ გალობაზეც კი. ეს ჩიტების გალობაა.
ბევრი ფრინველებს ფერის, აგებულების, ფრენისა და ბუდობის ჩვევის მიხედვით სცნობს. მაგრამ გიცდიათ ოდესმე მათი გამოცნობა ხმის მიხედვით?
ზოგ ჩიტს საკმაოდ ადვილად იცნობთ, რადგან ერთფეროვან ხმებს გამოსცემენ. განვიხილოთ ანცი ყვავის მაგალითი. ის გონიერი ფრინველია, მაგრამ მისი ჩხავილი არასასიამოვნოა, ამიტომ მას ადვილად იცნობთ. ჭილყვავსაც ძლიერ ჩხავილზე იცნობთ. კიდევ ერთი ფრინველი, რომელსაც ღამე თავისი ხმით კაცის მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია, უფეხურაა. მით უმეტეს, როცა გეძინება, გგონია რომ ის არასოდეს გაჩუმდება.
მათგან განსხვავებით ჭინჭრაქას 100-ზე მეტი სხვადასხვა ხმის გამოცემა შეუძლია, მრავალხმიან მიმის — 100-დან 200-მდე. ტყის მიმის კი — 2 000-ზე მეტის“ (Audubon, მარტი—აპრილი, 1999).
ჩვეულებრივ მამალი ჩიტები გალობენ, იმისათვის, რომ ტერიტორია მონიშნონ და დედლები მიიზიდონ, თუმცა ამ მგალობელთა გუნდს დრო და დრო ზოგი დედალი ჩიტუნაც უერთდება. ასეთები არიან ბალტიმორში, შეერთებული შტატების ჩრდილოეთში, მოლაღური და ჩრდილო ამერიკაში კარდინალი და ვარდისფერმკერდა კულუმბური.
იცით თქვენს მხარეში რომელი ფრინველები ბინადრობენ? ბევრ ქვეყანაში შესაძლებელია მათი გალობის ჩანაწერის მოსმენა, რაც დაგეხმარებათ გალობის მიხედვით მათ გამოცნობაში. არსებობს საათები, რომლებიც ყოველი საათის შესრულებას სხვადასხვა ჩიტის ხმით გვატყობინებს. ასეთი საათების საშუალებით მოკლე დროში 12 სხვადასხვა ჩიტის გალობის ამოცნობას ისწავლიდით.
[სურათი 31 გვერდზე]
ჭინჭრაქა.
[სურათი 31 გვერდზე]
ვარდისფერმკერდა კულუმბური.
[სურათი 31 გვერდზე]
კარდინალი.