საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g99 10/8 გვ. 30
  • მკითხველთა წერილები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა წერილები
  • გამოიღვიძეთ! — 1999
  • მსგავსი მასალა
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 1999
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 2000
  • როგორ მოვიქცე, თუ შეყვარებული შორს ცხოვრობს?
    გამოიღვიძეთ! — 1999
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 1998
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1999
g99 10/8 გვ. 30

მკითხველთა წერილები

იესოს წვერი. სტატიების სერიაში „იესო — როგორ გამოიყურებოდა? როგორია დღეს?“ (8 დეკემბერი, 1998) თქვენი ილუსტრაციებიდან ისე ჩანს, თითქოს იესო არ ემორჩილებოდა ლევიანნის 19:27-ში მოცემულ კანონს: „ნუ მოიკრეჭთ თმის კიდეებს თავზე და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს“. რატომ არ გამოსახავთ თქვენს ილუსტრაციებზე მას მოუკრეჭავი თმის კიდეებით?

კ. ს. (ინგლისი)

როგორც ჩანს, ებრაელებს ეს კანონი მიეცათ, რათა წვერი ან თმა ისე არ მოეკრიჭათ, რომ გარკვეული წარმართული წეს-ჩვეულებებისთვის მიებაძათ. მაგრამ ღვთის ბრძანება არ გულისხმობდა იმას, რომ ებრაელებს საერთოდ არ შეეძლოთ წვერის მოკრეჭა. 2 მეფეთა 19:24-ში (ძველი აღთქმის ორტომეული, 1884) (19:25, სსგ) ჩაწერილი ცნობა გვიჩვენებს, რომ ებრაელი მამაკაცები, ჩვეულებრივ, ‘ისწორებდნენ’ ანუ იკრეჭდნენ წვერს. ის, თუ რა სიგრძის წვერს იტოვებდნენ, დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებაზე იყო დამოკიდებული. არქეოლოგიური ფაქტი გვიჩვენებს, რომ საუკუნეების მანძილზე ებრაელები სხვადასხვაგვარ წვერს ატარებდნენ. ასე რომ, იესოს მხატვრული გამოსახვა მოკლე, თანაბარი წვერით და შეკრეჭილი თმის კიდეებით ამ ფაქტს შეესაბამება (რედ.).

რელიგიის თავისუფლება. უკვე რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ვკითხულობ ჟურნალს „გამოიღვიძეთ!“ და გწერთ, რომ მადლიერება გამოვხატო სტატიების სერიისთვის „საფრთხეშია რელიგიის თავისუფლება?“ (8 იანვარი, 1999). ვიცოდი, რომ შუა საუკუნეებში (ანუ ეგრეთ წოდებულ „ბნელ ეპოქაში“) ევროპაში რელიგიური შეუწყნარებლობა ბატონობდა და კათოლიკური ეკლესია წარმატებით იყენებდა უფლებამოსილ პირებს ხალხისთვის სინდისისა და რელიგიის თავისუფლების აღსაკვეთად. მაგრამ ახლა, როდესაც ვგებულობ, რა ხდება საფრანგეთში, საკუთარ თავს ვეკითხები: „რატომ იტეხს სახელს ეს ქვეყანა კანონით მიღებული რელიგიის თავისუფლების უარყოფით?“. გთხოვთ შეატყობინოთ ამ მდგომარეობის შედეგების შესახებ თქვენი ჟურნალის მილიონობით მკითხველს. მჯერა, რომ საფრანგეთი შემწყნარებლობას გამოიჩენს და ამით სხვა ქვეყნებსაც კარგ მაგალითს მისცემს.

კ. კ. (პუერტო-რიკო)

შვიდი ვაჟიშვილის აღზრდა. გმადლობთ ბერტ და მარგარეტ დიკმენების ცხოვრებისეული გამოცდილების გამოქვეყნებისთვის (8 იანვარი, 1999). ამან ნამდვილად აღგვძრა, ჩვენი სამი შვილი ისე აღვზარდოთ, რომ კარგი სულიერი მემკვიდრეობა გადავცეთ. სტატია ჩვენს შვილებსაც მოეწონათ. ხშირად გვესმის, როგორ ახსენებენ ერთმანეთს დაგის მაგალითს, რომელმაც ვერ მიიღო ნამცხვრის ნაჭერი! გმადლობთ ასეთი გამამხნევებელი შემთხვევის გამოქვეყნებისთვის.

ს. ჯ. (ინდოეთი)

სულიწმიდა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ შესანიშნავი სტატიისთვის „ბიბლიის თვალსაზრისი: რა არის ღვთის სულიწმიდა?“ (8 იანვარი, 1999). მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია იეჰოვას მოწმე ვარ, ყოველთვის მეტის გაგება მინდა იეჰოვა ღმერთის შესახებ. ამ სტატიამ სათაურში დასმულ კითხვას ძალიან კარგი და ადვილად გასაგები პასუხი გასცა. რაც უფრო მეტს ვგებულობ იეჰოვასა და მისი საქმეების შესახებ, მით უფრო მეტად მიყვარდება ის.

ი. ბ. (რუსეთი)

თუ შეყვარებული შორს ცხოვრობს. სტატია „ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ მოვიქცე, თუ შეყვარებული შორს ცხოვრობს?“ (8 თებერვალი, 1999) ჩემთვის ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა. მე შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ, გარკვეული ხნის წინათ მიწერ-მოწერა მქონდა ლათინურ ამერიკაში მცხოვრებ ახალგაზრდასთან. ცხოვრებაში არასოდეს განმიცდია ამაზე რთული რამ. ადამიანს მართლა ვერ გაიცნობ წერილობით, თუნდაც ყველანაირად ეცადო, რომ გულახდილი იყო. რადგანაც ორივე ასე შორს ხართ ერთმანეთისგან, ოცნებები გეძალებათ. ჩვენს შემთხვევაში ჩვენი კულტურები სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. როცა, საბოლოოდ, ურთიერთობა შევწყვიტეთ, ვფიქრობდი, რომ ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა; მაგრამ ჩემი მოსიყვარულე და მხარდამჭერი ოჯახის დახმარებით გადავლახე ეს ტკივილი.

ს. ჰ. (შეერთებული შტატები)

მე მიწერ-მოწერა მაქვს გოგონასთან, რომელსაც იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო კონგრესზე შევხვდი. ძნელია ადამიანს შენი შეხედულებები აუხსნა, როცა სხვადასხვა კულტურა და ენა გაქვთ. ამიტომ მისი ენის სწავლას ვიწყებ. ძალიან მომეწონა რჩევა მაგნიტოფონის გამოყენებასთან დაკავშირებით. უღრმესი მადლობა.

ა. ს. (გერმანია)

შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე აზიელ დას შევხვდი. არ ვიცოდი, როგორ მქონოდა მასთან მიწერ-მოწერა. მე ვლოცულობდი ამის შესახებ და სულ რამდენიმე დღეში ეს შესანიშნავი სტატია მივიღე. წაკითხვის შემდეგ კიდევ გადავიკითხე და ყველა კითხვაზე მივიღე პასუხი.

გ. რ. (იტალია)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება