საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 11/10 გვ. 24
  • ზღვის ჩოქელას თვალი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ზღვის ჩოქელას თვალი
  • გამოიღვიძეთ! — 2010
  • მსგავსი მასალა
  • სარჩევი
    გამოიღვიძეთ! — 2010
  • საუცხოო ფრინველი „თვალებიანი“ მარაოთი
    გამოიღვიძეთ! — 2003
  • ფრინველთა სანახაობის ბრწყინვალე ვარსკვლავი
    გამოიღვიძეთ! — 2003
  • ზღვის მინიატურული რაინდები
    გამოიღვიძეთ! — 2005
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2010
g 11/10 გვ. 24

ვინ შექმნა?

ზღვის ჩოქელას თვალი

● ზღვის ჩოქელა, რომელიც ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის მიდამოებში ბინადრობს, ცხოველთა სამყაროში თავისი ურთულესი მხედველობით გამოირჩევა. დოქტორი ნიკოლას რობერტსი აღნიშნავს: „ეს რაღაც განსაკუთრებულია და ბევრად აღემატება იმას, რაც ადამიანებს აქამდე შეგვიქმნია“.

დაფიქრდით: ადამიანისგან განსხვავებით ზღვის ჩოქელას შეუძლია პოლარიზებული სინათლის აღქმა და გარდაქმნა. პოლარიზებული სინათლის ტალღები წრფივად ან წრიულად ვრცელდება. სხვა ქმნილებებისგან განსხვავებით ზღვის ჩოქელა არა მარტო აღიქვამს წრფივად და წრიულად პოლარიზებულ სინათლეს, არამედ ერთ ფორმას მეორედ გარდაქმნის. სწორედ ამის წყალობით არის მისი მხედველობა უნიკალური.

DVD-პლეიერებიც იმავე პრინციპით მუშაობს. ინფორმაციის დასამუშავებლად DVD-პლეიერი დისკისკენ მიმართულ პოლარიზებულ სინათლეს წრიულ პოლარიზებულ სინათლედ გარდაქმნის, შემდეგ კი ისევ წრფივ პოლარიზებულ სინათლედ აქცევს. მაგრამ ეს ზღვის ჩოქელას შესაძლებლობებს ვერ გაუტოლდება. ჩვეულებრივი DVD-პლეიერი მხოლოდ წითელ სინათლეს გარდაქმნის, მაღალი რეზოლუციის მქონე პლეიერი კი ლურჯ სინათლესაც. რაც შეეხება ზღვის ჩოქელას, მას ხილული სინათლის სპექტრის ყველა ფერის გარდაქმნა შეუძლია.

მეცნიერებს სჯერათ, რომ ზღვის ჩოქელას თვალის ნიმუშის მიხედვით ინჟინრები შექმნიან ისეთ DVD-პლეიერს, რომელიც თანამედროვე DVD-პლეიერისგან განსხვავებით უფრო მეტი ინფორმაციის ტევადობის დისკების წაკითხვას შეძლებს. „ყველაზე მეტად მისი სიმარტივე აღგვაფრთოვანებს, ის ბევრად უკეთესად ფუნქციონირებს, ვიდრე ჩვენ მიერ შექმნილი ნებისმიერი ხელსაწყო“, — ამბობს დოქტორი რობერტსი.

რას ფიქრობთ? შემთხვევით გაჩნდა ზღვის ჩოქელას თვალი, თუ ვინმემ შექმნა?

[სურათის საავტორო უფლება 24 გვერდზე]

Courtesy Stephen Childs

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება