საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 2/11 გვ. 24
  • ვინ შექმნა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ შექმნა?
  • გამოიღვიძეთ! — 2011
  • მსგავსი მასალა
  • სარჩევი
    გამოიღვიძეთ! — 2011
  • რეზისტენტული მიკრობები როგორ გადმოდიან შეტევაზე?
    გამოიღვიძეთ! — 2003
  • როგორ შეგვიძლია გავიგოთ, რომ ღმერთი არსებობს
    ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?
  • ცემა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2011
g 2/11 გვ. 24

ვინ შექმნა?

ბაქტერიის შოლტი

● ის მძლავრი მიკროსკოპის ქვეშაც კი ძალიან პატარა და უმნიშვნელო ჩანს. მას ნავზე მიმაგრებულ ძლიერ ძრავას ადარებენ. სინამდვილეში რა არის ბაქტერიის შოლტი?

არსებობს სხვადასხვა სახის შოლტი, მათგან ყველაზე კარგად გამოკვლეული ბაქტერიის შოლტია. ბაქტერიის კედელზე მიმაგრებული შოლტი ბრუნავს და მიკროორგანიზმს გაჩერებისა და სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობის საშუალებას აძლევს. როგორც ვარაუდობენ, დღემდე ცნობილი ბაქტერიების ნახევარი შოლტის ამა თუ იმ სახეობით არის აღჭურვილი.

ბაქტერიის დნმ შეიცავს შოლტისა და მისი სამოძრაო აპარატის წარმოსაქმნელად საჭირო ინსტრუქციას. მთლიანი სისტემა დაახლოებით 40 ცილისგან შედგება, რომლებიც ძრავის ცალკეულ ნაწილს შეგვიძლია შევადაროთ. საოცარია, მაგრამ მას საკუთარი თავის ასაწყობად მხოლოდ 20 წუთი სჭირდება.

ერთ-ერთ წყაროში ნათქვამია: „ბაქტერიის შოლტი შეიცავს როტორულ ძრავას, რომელიც წუთში 6 000—17 000 ბრუნს აკეთებს. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ მას წამებში შეუძლია შეიცვალოს მიმართულება და საპირისპირო მიმართულებით წუთში 17 000 ბრუნი სიჩქარით გააგრძელოს მოძრაობა“ (The Evolution Controversy). ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“ ბაქტერიის შოლტს უწოდებს „რთული მოლეკულური სისტემის საუკეთესო მაგალითს, ურთულეს ნანომანქანას, რომლის მსგავსის შექმნა ნებისმიერი ინჟინრის შესაძლებლობებს აღემატება“.

მეცნიერებს აოცებთ ის ფაქტი, რომ ერთი ციდა ბაქტერიის შოლტს შეუძლია საკუთარი თავის აგება და თავისი შემადგენელი ორმოცივე დეტალის ისეთი თანმიმდევრობით დალაგება, რომ ყველაფერმა ზუსტად და სათანადოდ იმუშაოს.

რას ფიქრობთ? თავისით გაჩნდა ბაქტერიის შოლტი თუ ვინმემ შექმნა?

[დიაგრამა⁄სურათი 24 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

როტორი

მილისი

უნივერსალური სახსარი

პროპელერი

შოლტები

[სურათი]

გადიდებული ბაქტერია

[საავტორო უფლებები]

Bacterium inset: © Scientifica/Visuals Unlimited, Inc.; flagellum diagram: Art source courtesy of www.arn.org

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება