საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 5/11 გვ. 25
  • ვინ შექმნა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ შექმნა?
  • გამოიღვიძეთ! — 2011
  • მსგავსი მასალა
  • სარჩევი
    გამოიღვიძეთ! — 2011
  • ბუნება შთაგონების წყარო
    გამოიღვიძეთ! — 2010
  • პაწიას აღზრდა ბუნების წიაღში
    გამოიღვიძეთ! — 2001
  • ხმელთაშუა ზღვა — სავალალო მდგომარეობაშია
    გამოიღვიძეთ! — 1999
გამოიღვიძეთ! — 2011
g 5/11 გვ. 25

ვინ შექმნა?

ზღვის კუს „სანავიგაციო სისტემა“

● როგორც ცნობილია, ზღვის კუ გადაადგილდება კვების ადგილიდან სანაპირომდე, სადაც კვერცხებს დებს. ამას მეცნიერები „ცხოველთა სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე საოცარ მოვლენას“ უწოდებენ. ათწლეულების მანძილზე ეს ქვეწარმავალი საგონებელში აგდებდა მეცნიერებს.

დაფიქრდით: ყოველ ორ-ოთხ წელიწადში მდედრი კუ გამოდის სანაპიროზე, სადაც დებს კვერცხებს და მალავს ქვიშაში. ის ერთ ბუდეში ასამდე კვერცხს დებს. ახალგამოჩეკილი კუ თავად მიიკვლევს გზას ოკეანისკენ. ამის შემდეგ ის იწყებს განსაცვიფრებელ მოგზაურობას, რომლის დროსაც, როგორც ამბობენ, კუ ფარავს დაახლოებით 12 900 კილომეტრს. წლების შემდეგ ეს ზრდასრული მდედრი კუ ბრუნდება იმავე სანაპიროზე, სადაც თვითონ გამოიჩეკა, და იქ დებს კვერცხებს.

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის (აშშ) ბიოლოგი კენეთ ლოუმენი ხსნის, რომ, როგორც ჩანს, კუს აქვს თანდაყოლილი „კომპასი“, რომელზეც მოქმედებს დედამიწის მაგნიტური ველი და ეხმარება ამ ქვეწარმავალს გზის გაკვლევაში. მეცნიერები ამბობენ, რომ კუს შეუძლია დაადგინოს თავისი ადგილსამყოფელი დედამიწის მაგნიტური ველის კუთხისა და ძალის მეშვეობით. ეს გასაოცარი უნარი შესაძლებლობას აძლევს დაუცველ ახალგამოჩეკილ კუს, დაადგეს 12 900-კილომეტრიან გზას ატლანტის ოკეანეში, თანაც „სულ მარტო, სხვა კუების გარეშე“, — ამბობს ლოუმენი.

რას ფიქრობთ? ზღვის კუს „სანავიგაციო სისტემა“ თავისით გაჩნდა თუ ვინმემ შექმნა?

[ჩარჩო 25 გვერდზე]

საინტერესო ცნობები

● მდედრი კუ კვერცხების დადებისა და მათი ქვიშაში დამალვის შემდეგ ტოვებს ბუდეს.

● ახალგამოჩეკილი კუ კვერცხის ნაჭუჭს ამსხვრევს სპეციალური კბილებით, რომელსაც კვერცხის კბილები ეწოდება. ცოტა ხანში მას ეს კბილები ცვივა.

● ზღვის კუ ცხოვრების უმეტეს ნაწილს (90 პროცენტს) ოკეანეში ატარებს.

[სურათის საავტორო უფლება 25 გვერდზე]

© Masa Ushioda/WaterF/age fotostock

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება