საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g17 № 2 გვ. 8-9
  • როცა მშობელი გიკვდება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როცა მშობელი გიკვდება
  • გამოიღვიძეთ! — 2017
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • პრობლემა
  • რა უნდა იცოდეთ
  • გამოსავალი
  • მშობლის დაკარგვით განცდილი ტკივილი
    გამოიღვიძეთ! — 2017
  • როგორ გავუმკლავდე მშობლის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
  • როგორ გავუმკლავდე მშობლის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს?
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • რა შეუმსუბუქებს ჭირისუფალს ტკივილს?
    გამოიღვიძეთ! — 2011
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2017
g17 № 2 გვ. 8-9
ბავშვს უფროსზე აქვს ხელი ჩაკიდებული სასაფლაოზე

რჩევები ოჯახებს | ახალგაზრდები

როცა მშობელი გიკვდება

პრობლემა

დემი ექვსი წლის იყო, როცა მამამისი ანევრიზმით დაიღუპა; ცხრა წლის დერიკს მამა გულის დაავადებით მოუკვდა; ხოლო ჯენის დედა ერთი წელი ებრძოდა საკვერცხის კიბოს, მაგრამ ამ ვერაგმა დაავადებამ მაინც მოუსწრაფა სიცოცხლე. მაშინ ჯენი, სულ რაღაც, შვიდი წლის იყო.a

ისინი ძალიან პატარები იყვნენ საიმისოდ, რომ ამხელა ტკივილი განეცადათ. თქვენც ხომ არ გამოგეცალათ უდროოდ მშობელი ხელიდან? თუ ასეა, ეს სტატია დაგეხმარებათ, ცოტათი მაინც შეიმსუბუქოთ მშობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.b სანამ ამაზე ვისაუბრებთ, თავდაპირველად შევეხოთ რამდენიმე საყურადღებო მხარეს.

რა უნდა იცოდეთ

ყველა თავისებურად გლოვობს. თითოეული ჩვენგანი განსხვავებულად გამოვხატავთ განცდებს. ერთ წიგნში ნათქვამია: „არ არსებობს ერთი, უნივერსალური მეთოდი, რაც ყველას ერთნაირად დაეხმარება საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ტკივილის გაყუჩებაში“ (Helping Teens Cope With Death). თუმცა ამ დროს უაღრესად მნიშვნელოვანია, გულში არ ჩაიკლათ დარდი.

გულში დარდის ჩაკვლა საზიანოა. ზემოთ მოხსენიებული ჯენი გვიყვება: „ვფიქრობდი, რომ ჩემი პატარა დის გულისთვის თავი ხელში უნდა ამეყვანა. ამიტომ საკუთარ თავში ვიხშობდი გრძნობებს. დღემდე მიჭირს ჩემს გრძნობებზე სხვასთან საუბარი, თუმცა ვიცი, რომ ეს ძალიან ვნებს ჯანმრთელობას“.

ამას ექსპერტებიც ეთანხმებიან. ერთ წიგნში, რომელიც მოზარდებს ეხება, აღნიშნულია: „ყოველთვის ვერ ჩაიკლავთ გულში დარდს. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად აისახება თქვენს როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე თანაც მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელით“ (The Grieving Teen). ტკივილის დასაამებლად ადამიანი შეიძლება ალკოჰოლს ან ნარკოტიკებსაც კი მიეძალოს.

მგლოვიარეს შეიძლება არაადეკვატური ემოციები დაეუფლოს. მაგალითად, ზოგი ბრაზდება იმ ადამიანზე, რომელიც ხელიდან გამოეცალა, რადგან ფიქრობს, რომ მიატოვა; ზოგი ღმერთს ადანაშაულებს, რომ არაფერი იღონა მის გადასარჩენად; ზოგიც თავს იდანაშაულებს თავისი სიტყვებისა და საქციელის გამო, რომელსაც ვერასდროს გამოისყიდის გარდაცვლილის წინაშე.

როგორც ვხედავთ, ადვილი არ არის ამ გაუსაძლისი ტკივილის გაყუჩება; ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. რა დაგეხმარებათ, ცოტაოდენი შვება იგრძნოთ და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეთ?

გამოსავალი

გული გადაუშალეთ ვინმეს. ამ მეტად მძიმე პერიოდში შეიძლება განმარტოება მოგინდეთ, მაგრამ თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ, თუ გულს გადაუშლით ოჯახის წევრს ან მეგობარს. ეს დაგეხმარებათ, დარდმა არ გშთანთქათ (ბიბლიური პრინციპი: იგავები 18:24).

ფურცელზე გადაიტანეთ თქვენი გრძნობები. ჩამოწერეთ თვისებები, რაც თქვენს მშობელში გხიბლავდათ და რაშიც გინდათ, რომ მიჰბაძოთ. აგრეთვე შეგიძლიათ ფურცელზე გადაიტანოთ ყველაზე ლამაზი მოგონებები, რაც მასთან გაკავშირებთ.

თუ უარყოფითი გრძნობები გეძალებათ და სულ გონებაში გიტრიალებთ ის მწარე სიტყვები, რომლებიც ერთ დროს მშობლისთვის გითქვამთ, დაწერეთ, რას გრძნობთ და რამ გამოიწვია თქვენში ეს გრძნობები. მაგალითად, თუ მამა დაგეღუპათ და სიკვდილამდე ერთი დღით ადრე მას რაღაცაზე ეკამათეთ, შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ამის გამო თავს დამნაშავედ გრძნობთ.

იმაზეც დაფიქრდით, მეტისმეტად ხომ არ იდანაშაულებთ თავს. ზემოხსენებულ წიგნში ნათქვამია: „თქვენ ხომ არ იცოდით, რომ მეტად აღარ მოგეცემოდათ ბოდიშის მოხდის შესაძლებლობა, ამიტომ ამის გამო თავს ნუ დაიდანაშაულებთ! არარეალურია, მოელოდე, რომ არასდროს იტყვი ან გააკეთებ ისეთ რამეს, რისთვისაც ბოდიშის მოხდა მოგიწევს“ (ბიბლიური პრინციპი: იობი 10:1).

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. საკმარისად დაისვენეთ, ივარჯიშეთ და ჯანსაღად იკვებეთ. თუ ჭამის მადა არა გაქვთ, დღის მანძილზე რამდენჯერმე მაინც წაიხემსეთ, დროთა განმავლობაში კი მადაც დაგიბრუნდებათ. ტკივილის გასაქარწყლებლად ნუ მიეძალებით ალკოჰოლს და არაჯანსაღ საკვებს, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ გააუარესებს თქვენს მდგომარეობას.

ლოცვაში გაანდეთ ღმერთს თქვენი საწუხარი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმუნი 55:22). ლოცვა უბრალოდ ემოციური ტკივილის დასაამებელი საშუალება კი არა, პირადი ურთიერთობაა ღმერთთან, რომელიც „ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორინთელები 1:3, 4).

ერთი-ერთი საშუალება, რითაც ღმერთი მგლოვიარეთ ანუგეშებს, მისი სიტყვა ბიბლიაა. კარგი იქნება, თუ გაეცნობით, რას ამბობს ბიბლია გარდაცვლილთა მდგომარეობისა და აღდგომის იმედის შესახებc (ბიბლიური პრინციპი: ფსალმუნი 94:19).

a დემის, დერიკისა და ჯენის ისტორიებს დაწვრილებით შეგიძლიათ მომდევნო სტატიაში გაეცნოთ.

b მართალია, ამ სტატიაში მშობლის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილზე ვისაუბრებთ, მაგრამ აქ მოცემული ბიბლიური პრინციპები და რჩევები მათაც შეუძლიათ გამოიყენონ, ვისაც დედმამიშვილი ან მეგობარი მოუკვდა.

c იხილეთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 1, თავი 16. აგრეთვე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ვებ-გვერდიდან www.pr2711.com (იხილეთ პუბლიკაციები).

საკვანძო ბიბლიური მუხლები

  • „ზოგი მეგობარი ძმაზე ახლობელია“ (იგავები 18:24).

  • „სულგამწარებული ვილაპარაკებ“ (იობი 10:1).

  • „როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა [ღმერთო], შენმა ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს“ (ფსალმუნი 94:19).

მხარში ამოუდექით სხვებს

„მე და ჩემი ოჯახი იეჰოვას ვემსახურებით. რამდენიმე წლის წინ ერთი ჩვენი ნაცნობი დაიღუპა, რომელსაც ორი პატარა ბიჭუნა დარჩა. ერთი ექვსი წლის იყო, მეორე კი — სამის. მათ დედა კიბოთი მოუკვდათ. დაახლოებით 17 წლის წინ მე და ჩემი დაც თითქმის მათი ასაკისანი ვიყავით, როცა მამა დაგვეღუპა.

მე, დედაჩემმა და ჩემმა უმცროსმა და-ძმამ გადავწყვიტეთ, მხარში ამოვდგომოდით ამ ოჯახს. ხშირად ვუთმობდით დროს, ვეპატიჟებოდით ჩვენთან, გულისყურით ვუსმენდით და ყველანაირად ვცდილობდით, მოვრგებოდით მათ — თუ თამაში მოუნდებოდათ, ვეთამაშებოდით, თუ გულის გადაშლა დასჭირდებოდათ, ვუსმენდით და საჭიროების შემთხვევაში რჩევებსაც ვაძლევდით.

მშობლის დაკარგვა შინაგანად ანადგურებს ადამიანს და ამ ტკივილის ბოლომდე მოშუშება შეუძლებელია. დროის სვლასთან ერთად თავს უკეთ გრძნობ, მაგრამ ამ დანაკარგთან შეგუება მაინც გიჭირს, რადგან მოგონებები მუდამ თან გდევს. კარგად მესმოდა, რის ატანა უწევდა ამ ოჯახს. მიხარია, რომ ჩვენ ყველანაირად მხარში ამოვუდექით მათ, რამაც ძალიან დაგვაახლოვა როგორც ამ ოჯახთან, ისე ერთმანეთთან“ (დემი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება