საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g20 № 3 გვ. 12-13
  • გამოავლინეთ სიყვარული

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გამოავლინეთ სიყვარული
  • გამოიღვიძეთ! — 2020
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • პრობლემა
  • ბიბლიური პრინციპი
  • როგორ უნდა მოიქცეთ?
  • ისინი გათავისუფლდნენ წინასწარშექმნილი აზრის ტყვეობისგან
    გამოიღვიძეთ! — 2020
  • წინასწარშექმნილი აზრის ტყვეობაში
    გამოიღვიძეთ! — 2020
  • სამართალს ვეძებდი
    ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
  • მსოფლიო მიკერძოების გარეშე — როდის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2020
g20 № 3 გვ. 12-13
ინდოელი ქალი თეთრკანიან ქალბატონს კიბეზე პროდუქტით სავსე ჩანთის ატანაში ეხმარება.

გამოავლინეთ სიყვარული

პრობლემა

წინასწარშექმნილი აზრის მოშორება ადვილი არაა. ასეთი არასწორი შეხედულებისგან გათავისუფლებას ისევე სჭირდება დრო და ძალისხმევა, როგორც ამა თუ იმ სნეულებისგან განკურნებას. რა დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ წინასწარშექმნილი აზრის ტყვეობისგან?

ბიბლიური პრინციპი

ფოტოკოლაჟი: 1) აზიელი მამაკაცი კარს უჭერს შავკანიან კაცს, რომელსაც ყავა მიაქვს. 2) იგივე შავკანიანი მამაკაცი ყავით უმასპინძლდება თანამშრომლებს, მათ შორის ინდოელ ქალს, რომელიც თეთრკანიან ქალბატონს დაეხმარა.

„შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის სრულყოფილი გამაერთიანებელი კავშირია“ (კოლოსელები 3:14).

დასკვნა: სიკეთის კეთება ადამიანებს აახლოებს. რაც მეტად გამოავლენთ სიყვარულს, მით ნაკლებად იქნებით მიკერძოებული. თუ გულს სიყვარულით აივსებთ, მასში სიძულვილისთვის ადგილი აღარ დარჩება.

როგორ უნდა მოიქცეთ?

ფოტოკოლაჟი: 1) ინდოელი ქალი თეთრკანიან ქალბატონს კიბეზე პროდუქტით სავსე ჩანთის ატანაში ეხმარება. 2) ხანდაზმული ქალბატონი ორცხობილით უმასპინძლდება აზიელ მეზობელს.

დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ სიყვარულის გამოვლენა იმ ადამიანების მიმართ, ვისზეც არცთუ ისე კარგი წარმოდგენა გაქვთ. ამისთვის სულაც არ არის საჭირო განსაკუთრებული საქმეების კეთება. შეეცადეთ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთი რჩევა მაინც გაითვალისწინოთ:

თუ სხვებს სიკეთეს გაუკეთებთ, ნელ-ნელა გათავისუფლდებით წინასწარშექმნილი აზრისგან.

  • იყავით თავაზიანები მათ მიმართ; შეგიძლიათ კარი დაუჭიროთ ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილი დაუთმოთ.

  • შეეცადეთ, გამოელაპარაკოთ მაშინაც კი, თუ თქვენს ენაზე გამართულად ვერ საუბრობენ.

  • მოუთმინეთ, როცა არ გესმით მათი საქციელის მიზეზი.

  • თანაგრძნობით მოუსმინეთ, როცა თავიანთ პრობლემებზე გელაპარაკებიან.

ნამდვილი ამბავი: ნაზარი (გვინეა-ბისაუ)

„ერთ დროს იმიგრანტებზე წინასწარშექმნილი აზრი მქონდა. მსმენოდა, რომ ბევრი მათგანი თაღლითური გზით სძალავდა მთავრობას ფულს და არაერთ დანაშაულს სჩადიოდა. ამიტომაც არ მომდიოდნენ თვალში. სულაც არ ვთვლიდი, რომ მიკერძოებას ვიჩენდი, რადგან ერთადერთი არ ვიყავი, ვინც ასე ფიქრობდა.

დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ იმიგრანტებზე მართლა მქონდა წინასწარშექმნილი აზრი. მათ მიმართ მას შემდეგ გამიჩნდა თბილი გრძნობები, რაც ბიბლიური რჩევები გავითვალისწინე. მათგან თავს შორს აღარ ვიჭერ. პირიქით, აქეთ ვიჩენ ინიციატივას, რომ მივესალმო, გამოველაპარაკო და უფრო ახლოს გავიცნო. ახლა ამ ხალხის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი და მათ გარემოცვაში თავს მშვენივრად ვგრძნობ“.

„სამართალს ვეძებდი“

რაფიკა მორისი

რაფიკა მორისი, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფების წევრი იყო, რასიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. მაგრამ იეჰოვას მოწმეების კონგრესზე სწორედ ის ერთობა დაინახა, რისთვისაც ამდენი ხანი იბრძოდა.

ვებგვერდზე jw.org უყურეთ ვიდეორგოლს „რაფიკა მორისი: სამართალს ვეძებდი“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება