საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • my მოთხ. 5
  • ცხოვრება გართულდა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ცხოვრება გართულდა
  • ბიბლიური მოთხრობები
  • მსგავსი მასალა
  • რატომ დაკარგეს მათ სამოთხე?
    ბიბლიური მოთხრობები
  • როგორი ცხოვრება იყო სამოთხეში?
    მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად
  • ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ღმერთმა შექმნა პირველი კაცი და ქალი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
იხილეთ მეტი
ბიბლიური მოთხრობები
my მოთხ. 5
ევა შვილებთან ერთად ედემის ბაღის გარეთ

მოთხრობა 5

ცხოვრება გართულდა

ედემის ბაღის გარეთ ადამსა და ევას ცხოვრება გაუჭირდათ. საკვების მოსაპოვებლად მათ მძიმედ უნდა ეშრომათ. გარშემო ლამაზი, ნაყოფის მომცემი ხეების ნაცვლად ნარ-ეკალი იზრდებოდა. აი ასე ძვირად დაუჯდათ ადამსა და ევას ურჩობა და ღმერთთან მეგობრობის გაწყვეტა.

მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ადამი და ევა მარადიულად აღარ იცოცხლებდნენ. გაიხსენე, ღმერთმა გააფრთხილა ისინი, რომ მოკვდებოდნენ, თუ აკრძალული ხის ნაყოფს შეჭამდნენ. იმ დღიდან, როცა ნაყოფი შეჭამეს, ადამი და ევა სიკვდილის გზას დაადგნენ. რა უგუნურად მოიქცნენ ისინი, რომ ღმერთს არ დაუჯერეს!

ადამსა და ევას შვილები მას შემდეგ ეყოლათ, რაც ღმერთმა ედემის ბაღიდან გაყარა. ასე რომ, ისინიც დაბერდებოდნენ და მოკვდებოდნენ.

იეჰოვას რომ დამორჩილებოდნენ, ადამი და ევაც ბედნიერები იქნებოდნენ და მათი შვილებიც. ისინი მარადიულად და ბედნიერად იცხოვრებდნენ დედამიწაზე. არავინ დაბერდებოდა, ავად არ გახდებოდა და არ მოკვდებოდა.

ღმერთს სურს, რომ ადამიანებმა მარადიულად და ბედნიერად იცხოვრონ და გვპირდება, რომ ეს ასეც იქნება. დედამიწა გალამაზდება, ადამიანები კი გამოჯანმრთელდებიან. ყველანი ერთმანეთისა და ღვთის კარგი მეგობრები გახდებიან.

ევა აღარ იყო ღვთის მეგობარი, ამიტომ ძლიერი ტკივილების გამო გაუჭირდა ბავშვების გაჩენა. უეჭველია, იეჰოვასადმი ურჩობამ ევას მრავალი სადარდებელი გაუჩინა.

ადამსა და ევას ბევრი შვილი ეყოლათ. პირველ ვაჟს მათ კაენი დაარქვეს, მეორე ვაჟს კი — აბელი. იცი, რა გადახდა მათ?

დაბადება 3:16—23; 4:1, 2; გამოცხადება 21:3, 4.

კითხვები

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება