საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 3 გვ. 14-გვ. 15 აბზ. 3
  • ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • რატომ დაკარგეს მათ სამოთხე?
    ბიბლიური მოთხრობები
  • ღმერთი უდიდესია
    ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • როგორი ცხოვრება იყო სამოთხეში?
    მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად
  • ცხოვრება გართულდა
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 3 გვ. 14-გვ. 15 აბზ. 3
ადამი და ევა ტოვებენ ედემის ბაღს.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 3

ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს

ადამს ხელში აკრძალული ნაყოფი უჭირავს, რომელიც ევამ მიაწოდა

ერთხელ, როდესაც ევა მარტო იყო, გველი მივიდა მასთან და უთხრა: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“. ევამ მიუგო: „ბაღის ხეთა ნაყოფი შეგვიძლია ვჭამოთ, მაგრამ იმ ხის ნაყოფზე, რომელიც ბაღის შუაგულში დგას, ღმერთმა გვითხრა, არ შეჭამოთ, არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო“. ამაზე გველმა უთხრა: არ მოკვდებით. პირიქით, თუ შეჭამთ, ღმერთივით გახდებით. მართალს ამბობდა გველი? არა, ის იტყუებოდა. მაგრამ ევამ დაიჯერა ეს ტყუილი. რაც უფრო დიდხანს უყურებდა ევა ხეს, მით უფრო უნდებოდა მისი ნაყოფი. ბოლოს მან შეჭამა ის და ადამსაც აჭამა. ადამმა კარგად იცოდა, რომ თუ ღმერთს არ დაემორჩილებოდნენ, ორივენი დაიხოცებოდნენ. მაგრამ მან მაინც შეჭამა აკრძალული ნაყოფი.

როგორც კი გამოვიდნენ ადამი და ევა ედემის ბაღიდან, ღმერთმა ცეცხლოვანი მახვილი და ანგელოზები დააყენა ბაღის შესასვლელში

იმავე დღეს, მოგვიანებით, იეჰოვამ ჰკითხა ადამსა და ევას: რატომ არ დამემორჩილეთ? ადამმა დანაშაული ევას გადააბრალა, ევამ – გველს. ურჩობის გამო ღმერთმა ისინი ედემის ბაღიდან გააძევა. შემდეგ იეჰოვამ ბაღის შესასვლელთან ცეცხლოვანი მახვილი და ანგელოზები დააყენა, რათა ისინი ვეღარასოდეს დაბრუნებულიყვნენ უკან, ედემის ბაღში.

იეჰოვამ თქვა, რომ მასაც დასჯიდა, ვინც ევა მოატყუა. სინამდვილეში, ევას გველი არ დალაპარაკებია. იეჰოვას გველი ლაპარაკის უნარით არ შეუქმნია. ეს იყო ბოროტი ანგელოზი, რომელმაც გველი აალაპარაკა. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ევა მოეტყუებინა. ამ ცუდ ანგელოზს სატანა ეშმაკი ჰქვია. მომავალში იეჰოვა გაანადგურებს სატანას, რომ მან ვეღარ შეძლოს ადამიანების მოტყუება. ის ვეღარ ჩაადენინებს ადამიანებს ცუდ საქმეებს.

„[ეშმაკი] თავიდანვე კაცისმკვლელი იყო და განუდგა ჭეშმარიტებას, რადგან არ უყვარს ჭეშმარიტება“ (იოანე 8:44).

კითხვები: რატომ შეჭამა ევამ აკრძალული ხის ნაყოფი? რა დაემართათ ადამსა და ევას მას შემდეგ, რაც იეჰოვას არ დაუჯერეს? ვინ არის სატანა ეშმაკი?

დაბადება 3:1–24; იოანე 8:44; 1 იოანე 3:8; გამოცხადება 12:9

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება