ნაწილი 3
ისრაელის გათავისუფლებიდან პირველ მეფემდე
მოსემ ისრაელები ეგვიპტიდან სინას მთასთან მიიყვანა, სადაც ღმერთმა მათ კანონები მისცა. მოგვიანებით მოსემ ქანაანის მიწის დასაზვერად 12 კაცი გაგზავნა. ათმა მათგანმა ცუდი ამბავი მიუტანა. ისინი ეგვიპტეში დასაბრუნებლად აქეზებდნენ ხალხს. ურწმუნოების გამო ღმერთმა დასაჯა ისრაელები და 40 წელი ახეტიალა უდაბნოში.
ბოლოს ღმერთმა იესო ნავეს ძე აირჩია, რომ ისრაელი ქანაანის მიწაზე შეეყვანა. ისრაელს რომ ქვეყანა დაეპყრო, იეჰოვამ სასწაულები მოახდინა. მან შეაჩერა მდინარე იორდანის დინება, დაანგრია იერიხონის გალავანი და მთელი დღით შეაჩერა მზე. მათ ექვსი წელი დასჭირდათ ქანაანის მიწის დასაპყრობად.
იესო ნავეს ძის დროიდან მოყოლებული 356 წლის მანძილზე ისრაელ ერს მსაჯულები მართავდნენ. ჩვენ წავიკითხავთ ბევრ მათგანზე, მათ შორის ბარაკზე, გედეონზე, იფთახზე, სამსონსა და სამუელზე. წავიკითხავთ იმ პერიოდში მცხოვრებ ქალებზეც, მაგალითად რახაბზე, დებორაზე, იაელზე, რუთზე, ნაომსა და დალილაზე. მესამე ნაწილი მოიცავს 396-წლიან პერიოდს.