საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • my მოთხ. 44
  • რახაბი და მზვერავები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რახაბი და მზვერავები
  • ბიბლიური მოთხრობები
  • მსგავსი მასალა
  • რახაბმა ირწმუნა იეჰოვა
    ასწავლეთ შვილებს
  • რახაბს გაგონილი ჰქონდა იეჰოვას სასწაულების შესახებ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • რახაბი მალავს მზვერავებს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ის „საქმეებით იქნა მართლად აღიარებული“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
იხილეთ მეტი
ბიბლიური მოთხრობები
my მოთხ. 44
რახაბი და მზვერავი ფანჯარასთან წითელი თოკით

მოთხრობა 44

რახაბი და მზვერავები

ეს კაცები საფრთხეში არიან. თუ არ გაიქცევიან, დახოცავენ. ისინი ისრაელი მზვერავები არიან, ქალი კი, რომელიც მათ ეხმარება, რახაბია. ის ქალაქ იერიხონის გალავანში ცხოვრობს. მოდი გავიგოთ, რატომ აღმოჩნდნენ ეს კაცები საფრთხეში.

ისრაელები მზად იყვნენ მდინარე იორდანის გადასაკვეთად და ქანაანში შესასვლელად. მაგრამ სანამ გადავიდოდნენ, იესო ნავეს ძემ ორი მზვერავი გაგზავნა და უთხრა: ‘დაზვერეთ ეს მიწა და ქალაქი იერიხონი’.

მზვერავი გალავანზე წითელი თოკით ეშვება

იერიხონში მზვერავები რახაბის სახლში მივიდნენ. ვიღაცამ ამბავი მიუტანა იერიხონის მეფეს: ‘ღამით ორი ისრაელი მოვიდა ჩვენი მიწის დასაზვერად’. მეფემ რახაბთან თავისი ხალხი გაგზავნა, რომლებმაც უბრძანეს რახაბს: ‘გამოიყვანე სახლიდან ის კაცები!’ მაგრამ რახაბმა მზვერავები სხვენზე დამალა. მან მეფის ხალხს უთხრა: ‘ვიღაც კაცები კი მოვიდნენ ჩემს სახლში, მაგრამ არ ვიცი, სადაურები იყვნენ. ისინი შებინდებულზე წავიდნენ აქედან, სანამ ქალაქის კარიბჭეს ჩაკეტავდნენ. თუ იჩქარებთ, დაეწევით!’ კაცები მზვერავებს დაედევნენ.

მათი წასვლისთანავე რახაბი სხვენზე ავიდა და მზვერავებს უთხრა: ‘ვიცი, რომ იეჰოვა ამ მიწას მოგცემთ. გაგებული გვაქვს, როგორ დააშრო იეჰოვამ წითელი ზღვა, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, და როგორ დაამარცხეთ მეფე სიხონი და მეფე ოგი. მე სიკეთე გაგიკეთეთ, ამიტომ, გთხოვთ, თქვენც სიკეთით გადამიხადეთ — გადამირჩინეთ დედ-მამა და და-ძმები’.

მზვერავები შეჰპირდნენ რახაბს, რომ ასეც მოიქცეოდნენ, მაგრამ მას რაღაც უნდა გაეკეთებინა. ‘ეს წითელი თოკი სარკმელზე გადმოკიდე, — უთხრეს მზვერავებმა, — და შენს სახლში შეკრიბე ყველა შენი ნათესავი. როცა იერიხონის ასაღებად მოვალთ, დავინახავთ ამ თოკს და შენს სახლში არავის მოვკლავთ’. მზვერავები დაბრუნდნენ იესო ნავეს ძესთან და ყველაფერი უამბეს.

იესო ნავეს ძე 2:1—24; ებრაელები 11:31.

კითხვები

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება