საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 30 გვ. 76
  • რახაბი მალავს მზვერავებს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რახაბი მალავს მზვერავებს
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • რახაბმა ირწმუნა იეჰოვა
    ასწავლეთ შვილებს
  • რახაბს გაგონილი ჰქონდა იეჰოვას სასწაულების შესახებ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • რახაბი და მზვერავები
    ბიბლიური მოთხრობები
  • ის „საქმეებით იქნა მართლად აღიარებული“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 30 გვ. 76
რახაბმა ჯარისკაცები სხვა გზით გაგზავნა და ასე დაიცვა მზვერავები.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 30

რახაბი მალავს მზვერავებს

ისრაელი მზვერავები ჩავიდნენ ქალაქ იერიხონში და იქ ერთი ქალის, რახაბის, სახლში დარჩნენ. ეს ამბავი იერიხონის მეფემ შეიტყო და იმ ქალის სახლში ჯარისკაცები გაგზავნა. რახაბმა მზვერავები ბანზე დამალა, ჯარისკაცებს კი უთხრა: აქ არ არიან, რა ხანია წავიდნენ. როცა მეფის კაცებმა იქაურობა დატოვეს, ქალმა მზვერავებს უთხრა: ვიცი, რომ იეჰოვა თქვენთან არის და ისიც ვიცი, რომ ის ხელში ჩაგიგდებთ ამ მიწას. ამიტომ ყველანაირად დაგეხმარებით. გემუდარებით, პირობა მომეცით, რომ მე და ჩემს ოჯახს არაფერს დაგვიშავებთ.

მზვერავებმა მიუგეს: გპირდებით, რომ ვინც შენს სახლში იქნება, არავის არაფერი დაუშავდება. ოღონდ, შენი სახლის სარკმელს წითელი თოკი გამოაბი. წარმოგიდგენია, როგორ გაუხარდებოდა რახაბს ამის მოსმენა?!

რახაბის სახლი, რომლის სარკმლიდანაც წითელი თოკი იყო ჩაშვებული, არ დაინგრა მაშინ, როცა იერიხონის კედლები მთლიანად ჩამოიშალა.

რახაბმა მზვერავები სარკმლიდან ძირს თოკით ჩაუშვა. ისინი მთებში გაიქცნენ და სამი დღე იმალებოდნენ; შემდეგ კი დაბრუნდნენ იესო ნავეს ძესთან. მალე ისრაელებმა გადაკვეთეს მდინარე იორდანე და ბრძოლისთვის მზადება დაიწყეს; პირველად ქალაქ იერიხონს მიადგნენ. იეჰოვამ უთხრა მათ, რომ ექვსი დღის განმავლობაში დღეში ერთხელ ქალაქისთვის გარს შემოევლოთ. მეშვიდე დღეს ღვთის დავალებით მათ შვიდჯერ შემოუარეს ქალაქს. შემდეგ მღვდლებმა ჩაჰბერეს საყვირებს და მებრძოლებმა საომარი ყიჟინა დასცეს. ქალაქის კედლები თვალის დახამხამებაში ჩამოინგრა. რახაბის სახლს კი, რომელიც გალავანში იყო, არაფერი მოსვლია. მისი ოჯახი და მთელი მისი სანათესაო ცოცხლები დარჩნენ.

„განა მეძავი რახაბიც საქმეებით არ იქნა მართლად მიჩნეული, როცა გულთბილად მიიღო მაცნეები და მერე სხვა გზით გაუშვა?!“ (იაკობი 2:25).

კითხვები: რატომ დაეხმარა რახაბი მზვერავებს? როგორ დაიპყრეს ისრაელებმა იერიხონი? როგორ გადარჩნენ რახაბი და მისი ნათესავები?

იესო ნავეს ძე 2:1–24; 6:1–27; ებრაელები 11:30, 31; იაკობი 2:24–26

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება