საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • my მოთხ. 52
  • გედეონი და 300 მეომარი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გედეონი და 300 მეომარი
  • ბიბლიური მოთხრობები
  • მსგავსი მასალა
  • „იეჰოვას მახვილი და გედეონისა!“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • გედეონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გედეონი ამარცხებს მიდიანელებს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • უხუცესებო, მიჰბაძეთ გედეონს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
იხილეთ მეტი
ბიბლიური მოთხრობები
my მოთხ. 52
იფთახის ქალიშვილი დაირით ხელში მამას ეგებება

მოთხრობა 52

გედეონი და 300 მეომარი

რა ხდება ამ სურათზე? ეს კაცები ისრაელი მეომრები არიან. ჩამუხლული კაცები წყალს სვამენ. მათ უკან მსაჯული გედეონი დგას და აკვირდება, როგორ სვამენ მეომრები წყალს.

ყურადღება მიაქციე, რომ მეომრები სხვადასხვანაირად სვამენ წყალს. ზოგი პირდაპირ დაეწაფა, ერთი კი პეშვით იღებს და თან აქეთ-იქით იყურება. იეჰოვამ გედეონს უთხრა, სწორედ ისეთი მეომრები აერჩია, რომლებიც წყლის დალევისას ფხიზლად იქნებოდნენ, დანარჩენები კი სახლში გაეშვა. მოდი გავიგოთ, რატომ.

ისრაელები კვლავ გასაჭირში იყვნენ, რადგან იეჰოვას არ ემორჩილებოდნენ. მათზე მიდიანელები ბატონობდნენ და ავიწროებდნენ მათ. ისრაელებმა შველა იეჰოვას სთხოვეს და იეჰოვამაც უსმინა.

იეჰოვამ გედეონს უთხრა, ჯარი შეეყარა. მანაც 32 000 მებრძოლს მოუყარა თავი, მაგრამ მტერს 135 000 მეომარი ჰყავდა. იეჰოვამ გედეონს უთხრა: ‘ძალიან ბევრი ხალხი გყავს’. ნეტავ, რატომ უთხრა იეჰოვამ ეს?

ისრაელებს არ უნდა ეფიქრათ, რომ თავიანთი ძალით გაიმარჯვებდნენ და იეჰოვას დახმარება არ დასჭირდებოდათ. ამიტომ იეჰოვამ დაავალა გედეონს: ‘უთხარი ყველას, რომ ვისაც ეშინია, სახლში დაბრუნდეს’. გედეონმა გადასცა მეომრებს იეჰოვას სიტყვები და მათგან 22 000 სახლში დაბრუნდა. მასთან მხოლოდ 10 000 მეომარი დარჩა 135 000-იან ჯართან შესაბრძოლებლად.

მაგრამ იეჰოვამ ისევ უთხრა გედეონს: ‘მაინც ბევრი ხალხი გყავს’. შემდეგ დაავალა, წყალთან წაეყვანა მეომრები და ვინც წყალს პირდაპირ დაეწაფებოდა, სახლში გაეშვა. ‘იმ 300 მეომრით გაგამარჯვებინებ, რომლებიც წყლის დალევისას ფხიზლობდნენ’, — დაჰპირდა იეჰოვა მას.

იფთახის ქალიშვილი დაირით ხელში მამას ეგებება

დადგა ბრძოლის დრო. გედეონმა 300 კაცი სამ ჯგუფად დაყო. თითოეულ მეომარს მისცა საყვირი და დოქი, რომელშიც ჩირაღდანი იდო. დაახლოებით შუაღამისას მათ მტრის ბანაკს ალყა შემოარტყეს, ერთდროულად ჩაჰბერეს საყვირებს, დალეწეს დოქები, საომარი ყიჟინა დასცეს და შესძახეს: ‘იეჰოვას მახვილი და გედეონის მახვილი!’ გამოღვიძებულ მტერს თავზარი დაეცა, ბანაკში აურზაური ატყდა და ისრაელმა მტერი დაამარცხა.

მსაჯულები, თავები 6—8.

კითხვები

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება