საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 34 გვ. 84-გვ. 85 აბზ. 2
  • გედეონი ამარცხებს მიდიანელებს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გედეონი ამარცხებს მიდიანელებს
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • „იეჰოვას მახვილი და გედეონისა!“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • გედეონი და 300 მეომარი
    ბიბლიური მოთხრობები
  • გედეონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • უხუცესებო, მიჰბაძეთ გედეონს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 34 გვ. 84-გვ. 85 აბზ. 2
გედეონმა და მისმა მებრძოლებმა ჩაჰბერეს საყვირებს, დაამსხვრიეს დოქები, ჩირაღდნებს აქნევდნენ და ყვიროდნენ.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 34

გედეონი ამარცხებს მიდიანელებს

დროთა განმავლობაში ისრაელებმა ისევ აქციეს ზურგი იეჰოვას და ცრუ ღმერთებს დაუწყეს თაყვანისცემა. შვიდი წლის მანძილზე მიდიანელები ისრაელებს ყანებს უნადგურებდნენ და მათ შინაურ ცხოველებს იტაცებდნენ. მათი შიშით ისრაელები გამოქვაბულებსა და მთებში იმალებოდნენ. გამწარებული ხალხი იეჰოვას შველას სთხოვდა. ღმერთმა შეისმინა მათი ლოცვა. მან ანგელოზი გაგზავნა ერთ ახალგაზრდა კაცთან, რომელსაც გედეონი ერქვა. ანგელოზმა უთხრა მას: იეჰოვამ ამოგირჩია, რომ იხსნა ისრაელი. გედეონმა ჰკითხა ანგელოზს: მე როგორ უნდა ვიხსნა, მე ვინ ვარ?!

როგორ უნდა მიმხვდარიყო გედეონი, რომ იეჰოვამ აირჩია ის? მან მიწაზე მატყლი დააფინა და იეჰოვას უთხრა: თუ დილით მატყლი ნამისგან დასველებული იქნება, მიწა კი – მშრალი, მივხვდები, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს. მართლაც, დილით მატყლი ნამით იყო გაჟღენთილი, მიწა კი – მშრალი. გედეონმა ისევ სთხოვა ღმერთს, რომ ამჯერად მატყლი დარჩენილიყო მშრალი, მიწა კი დასველებულიყო. როცა მან ეს სასწაულიც იხილა, დარწმუნდა, რომ იეჰოვამ ნამდვილად ის აირჩია. მან შეკრიბა ჯარი და მოემზადა მიდიანელებთან საბრძოლველად.

იეჰოვამ გედეონს უთხრა: მტერს დაგამარცხებინებთ. მაგრამ ძალიან ბევრი მებრძოლი გყავს და შეიძლება იფიქროთ, რომ საკუთარი ძალით გაიმარჯვეთ. უთხარი შენს მებრძოლებს: ვისაც ეშინია, სახლში წავიდეს. 22 ათასი კაცი წავიდა სახლში, მხოლოდ 10 ათასი დარჩა გედეონთან. იეჰოვამ კვლავ უთხრა გედეონს: მაინც ბევრნი ხართ. მდინარეზე ჩაიყვანე ისინი და უთხარი, წყალი დალიონ. მარტო ისინი წამოიყვანე, რომლებიც დალევის დროს ყურადღებით იქნებიან და არემარეს დააკვირდებიან. მხოლოდ 300-მა კაცმა არ მოადუნა ყურადღება წყლის დალევისას. იეჰოვა დაჰპირდა გედეონს, რომ ამ 300 კაცით დაამარცხებდა მიდიანელთა 135-ათასიან არმიას.

იმ ღამით იეჰოვამ გედეონს უთხრა: დადგა დრო, იერიშზე გადახვიდე! გედეონმა თავის მებრძოლებს საყვირები და დიდი დოქები დაურიგა. დოქებში ჩირაღდნები იყო ჩალაგებული. მან უთხრა მათ: მიყურეთ და რასაც მე გავაკეთებ, თქვენც ის გააკეთეთ. გედეონმა ჩაჰბერა საყვირს, დაამსხვრია დოქი, ანთებული ჩირაღდნის ქნევა დაიწყო და დაიყვირა: იეჰოვას მახვილი და გედეონის მახვილი! სამასივე მებრძოლმა იგივე გააკეთა. შეშინებული მიდიანელები აქეთ-იქით გარბოდნენ. ისეთი ქაოსი ატყდა, რომ მიდიანელებმა ერთმანეთის ხოცვა დაიწყეს. იეჰოვამ კიდევ ერთხელ გაამარჯვებინა ისრაელს მტერზე.

შეშინებული მიდიანელი მეომრები

„ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება, ღვთისგანაა“ (2 კორინთელები 4:7).

კითხვები: როგორ დაარწმუნა იეჰოვამ გედეონი, რომ მისი ხელით იხსნიდა ისრაელს? რატომ ჰყავდა გედეონს მხოლოდ 300 მებრძოლი?

მსაჯულები 6:1–16, 36–7:25; 8:28

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება