ვინ შეგქმნა?
1 ცა და დედამიწა შექმნა ღმერთმა (დაბადება 1:1).
2 ღმერთს აქვს სახელი. მისი სახელია იეჰოვა (გამოსვლა 15:3, „სინოდისეული თარგმანი“ [Синодальний перевод]).
იეჰოვა ცხოვრობს ზეცაში. ის სულია. მისი დანახვა შეუძლებელია (ესაია 66:1; იოანე 1:18; 4:24).
3 იეჰოვა ღმერთმა მრავალი ანგელოზი შექმნა ზეცაში. ისინიც სულები არიან და ყველანი კარგები იყვნენ. ისინი წარსულში ხანდახან ადამიანის ფორმას იღებდნენ, ასე რომ, მათი დანახვა შეიძლებოდა (ებრაელთა 1:7).
4 იეჰოვამ ადამიანის შექმნამდე დიდი ხნით ადრე შექმნა ცხოველები (დაბადება 1:25).
5 იეჰოვამ აგრეთვე შექმნა მამაკაცი, რომელსაც ადამი დაარქვა და მისი ცოლი — ევა (დაბადება 1:27).
ღმერთმა ისინი მშვენიერ ბაღში, ანუ სამოთხეში დაასახლა. მან ადამს მხოლოდ ერთი ცოლი შეუქმნა. მას ერთ ცოლთან უნდა ეცხოვრა (დაბადება 2:8, 21, 22, 24).
6 ადამიანი არის სული (დაბადება 2:7, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა).
7 ცხოველებიც სულები არიან (რიცხვნი 31:28).