საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • si გვ. 260-261
  • ბიბლიის წიგნი 64 — 3 იოანე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბიბლიის წიგნი 64 — 3 იოანე
  • „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • შინაარსი
  • რატომ არის სასარგებლო
  • გაიუსი ეხმარებოდა ძმებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • გაიუსი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იოანეს წერილები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • დიოტრეფე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
si გვ. 260-261

ბიბლიის წიგნი 64 — 3 იოანე

დამწერი: მოციქული იოანე

დაწერის ადგილი: ეფესო ან მის მახლობლად

წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 98

1. ვის მისწერა იოანემ მესამე წერილი და რა ვიცით მის შესახებ?

ეს წერილი იოანემ მისწერა ერთგულ ქრისტიანს, გაიუსს, რომელიც გულწრფელად უყვარდა. იმ დროს სახელი „გაიუსი“ ფართოდ იყო გავრცელებული. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სხვა წიგნებში ეს სახელი კიდევ ოთხ ადგილას გვხვდება. როგორც ჩანს, ამ შემთხვევებში სამ ან ოთხ სხვადასხვა მამაკაცზეა საუბარი (საქ. 19:29; 20:4; რომ. 16:23; 1 კორ. 1:14). რთულია იმის თქმა, თუ კონკრეტულად რომელ გაიუსს სწერდა იოანე. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი ქრისტიანული კრების წევრი იყო და მეგობრობდა იოანესთან. ეს წერილი იოანემ უშუალოდ გაიუსს მისწერა, რის გამოც მთელ წერილში შენობით ფორმას იყენებს.

2. საიდან ვიგებთ, სად, როდის და ვინ დაწერა „მესამე იოანე“?

2 ამ წერილის შესავალი და დასკვნა ძალიან ჰგავს მეორე წერილის შესავალსა და დასკვნას. დამწერი ამ შემთხვევაშიც საკუთარ თავს „უხუცესად“ მოიხსენიებს. აქედან გამომდინარე, ამ წერილის დამწერიც აშკარად იოანეა (2 იოანე 1). შინაარსისა და სიტყვების მსგავსებას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ, ისევე როგორც პირველი ორი წერილი, ეს წერილიც დაახლოებით ახ. წ. 98 წელს დაიწერა ეფესოში ან მის მახლობლად. სიმცირის გამო, ამ წერილიდან იშვიათად ციტირებდნენ ადრინდელი მწერლები, თუმცა წმინდა წერილების უძველეს ნუსხებში ის „მეორე იოანეს“ გვერდით გვხვდებაa.

3. რისთვის გამოხატავს მადლიერებას იოანე და რას ვიგებთ ამ წერილიდან პირველი საუკუნის ქრისტიანებზე?

3 თავის წერილში იოანე მადლობას უხდის გაიუსს ძმებისადმი გამოვლენილი სტუმართმოყვარეობისთვის და მოიხსენიებს პატივმოყვარე დიოტრეფეს. როგორც ჩანს, ეს წერილი გაიუსს წერილში მოხსენიებულმა დემეტრიოსმა გადასცა. დემეტრიოსი შესაძლოა თვითონ იოანემ გაგზავნა. ეს წერილი მას საშუალებას მისცემდა, გაიუსის სტუმართმოყვარეობით ესარგებლა. ამ ინფორმაციის გარდა, სხვა ცნობები არ მოგვეპოვება არც გაიუსის და არც დიოტრეფესა და დემეტრიოსის შესახებ. თუმცა წერილი წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან პირველი საუკუნის ქრისტიანებს. მაგალითად, ვხედავთ, რომ ისინი სტუმართმოყვარეობას ავლენდნენ თუნდაც უცნობი ძმებისადმი, რომლებიც „მისი [ღვთის] სახელის გულისთვის“ მოგზაურობდნენ (მუხლ. 7).

შინაარსი

4. რისთვის აქებს იოანე გაიუსს, რას ურჩევს მას და ვის საქციელს გმობს?

4 სტუმართმოყვარეობა და კარგი საქმეები (მუხლ. 1—14). იოანეს ახარებს იმის ცოდნა, რომ გაიუსი ‘ჭეშმარიტებაში დადის’. ის აქებს მას ერთგულებისთვის და სტუმრად მისული ძმებისადმი სიყვარულის გამოვლენისთვის. იოანე ამბობს: „ჩვენ ვალდებულნი ვართ, სტუმართმოყვარეობა გამოვავლინოთ ასეთების მიმართ, რათა თანამსახურნი გავხდეთ ჭეშმარიტებაში“. იოანემ ადრეც მისწერა წერილი კრებას, მაგრამ პირველობის მოყვარული დიოტრეფე პატივისცემით არაფერს იღებს იოანესგან და სხვა პასუხისმგებელი ძმებისგან. ამიტომ, თუ მივა, იოანე პასუხს მოსთხოვს მას იმისათვის, რომ ‘ბოროტ ხმებს ავრცელებს’. გაიუსს იოანე ურჩევს: „საყვარელო, ცუდს კი ნუ მიჰბაძავ, არამედ — კარგს“. იოანეს მისაბაძ მაგალითად დემეტრიოსი მოჰყავს. იოანეს ბევრი რამ აქვს სათქმელი, მაგრამ არ წერს იმ იმედით, რომ მალე ნახავს გაიუსს და პირისპირ დაელაპარაკება (მუხლ. 4, 8, 10, 11).

რატომ არის სასარგებლო

5. ა) როგორი ზედამხედველი იყო იოანე და როგორი სული უნდა ყოფილიყო კრებაში? ბ) რატომ ამხილა იოანემ დაუფარავად დიოტრეფე? გ) რას უნდა ვცდილობდეთ და რატომ?

5 მოციქული იოანე იყო სამაგალითო ზედამხედველი, რომელიც გულმოდგინედ ცდილობდა კრების დაცვას უარყოფითი ზეგავლენისგან. ნამდვილად საქებარი იყო, რომ კრებაში არსებობდა სიყვარულისა და სტუმართმოყვარეობის სული. მათ უნდა შეენარჩუნებინათ ეს სული, რათა ადგილობრივი ძმები თუ „უცხოები“ (უცხო სტუმრები) ‘თანამსახურნი გამხდარიყვნენ ჭეშმარიტებაში’ (მუხლ. 5, 8). დიოტრეფეს იეჰოვასთვის საძულველი ამაყად მომზირალი თვალები ჰქონდა. ის არ აფასებდა თეოკრატიულ სტრუქტურას და უარყოფითად ლაპარაკობდა მოციქულ იოანეზე (იგავ. 6:16, 17). ის ხელს უშლიდა ქრისტიანებს, გამოევლინათ სტუმართმოყვარეობა. ამიტომ ლაპარაკობდა იოანე დაუფარავად ასეთი სულის წინააღმდეგ და კრებაში ნამდვილი ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენის აუცილებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას. დღეს ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, ვიყოთ თავმდაბლები, ვიაროთ ჭეშმარიტებით და გამოვავლინოთ ღვთისმოსაწონი სიყვარული და გულუხვობა, რადგან იოანე ამბობს: „კარგის მოქმედი ღვთისგან არის, ხოლო ცუდის მოქმედს არ უხილავს ღმერთი“ (3 იოან. 11).

[სქოლიო]

a იხილეთ ცხრილი „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უძველესი ნუსხები“ 303-ე გვერდზე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება