დიოტრეფე
[ზევსის გამოკვებილი]
მოციქული იოანე მას გაიუსისადმი მიწერილ წერილში მოიხსენიებს. დიოტრეფე ამბიციური, ამაყი კაცი იყო, პატივს არ სცემდა მოციქულებს და მათ წინააღმდეგ გამოდიოდა, არ იყო სტუმართმოყვარე, სხვებსაც უშლიდა ხელს ძმების მიმართ სტუმართმოყვარეობის გამოვლენაში და კრებიდან მათ გარიცხვასაც ცდილობდა (3ინ. 9, 10).