ბიბლიისა და მისი ისტორიის კვლევა
გამოკვლევა 10 — ბიბლია სარწმუნო და უტყუარია
ისტორიული, გეოგრაფიული და მეცნიერული სიზუსტე; სარწმუნო ცნობები ადამიანის წარმოშობისა და უძველესი წეს-ჩვეულებების შესახებ; დამწერების გულწრფელობა; წიგნების ჰარმონიულობა; წინასწარმეტყველებები.
1. ა) რად მიიჩნევენ ბიბლიას? ბ) რით განსხვავდება ბიბლია ყველა სხვა წიგნისგან?
ბიბლია საყოველთაოდ აღიარებული ლიტერატურული შედევრია. ის გამოირჩევა ლამაზი ენით და ადამიანის ხელით შესრულებული უბადლო ნამუშევრია. თუმცა ბიბლიის უნიკალურობას კიდევ ერთი, უფრო მნიშვნელოვანი რამ განაპირობებს. მისი დამწერები თვითონვე ამბობდნენ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთის, იეჰოვას, შთაგონებით წერდნენ. ამიტომაც არის ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნისა და შეუდარებელი სიბრძნის წყარო. იესო, ღვთის ძე ამბობდა, რომ მისი სიტყვები „სული და სიცოცხლე“ იყო და ხშირად ციტირებდა ებრაული წერილებიდან. მოციქულმა პავლემ ებრაულ წერილებს „ღვთის წმინდა სიტყვები“ უწოდა და თქვა, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (იოან. 6:63; 2 ტიმ. 3:16; რომ. 3:1, 2).
2, 3. როგორ დაადასტურეს ბიბლიის დამწერებმა, რომ ღვთის შთაგონებით წერდნენ?
2 მოციქულმა პეტრემ დაადასტურა, რომ ღვთის წინასწარმეტყველები წმინდა სულის ძალით ლაპარაკობდნენ. მეფე დავითმა დაწერა: „ჩემით ლაპარაკობდა იეჰოვას სული და მისი სიტყვა მქონდა ენაზე“ (2 სამ. 23:2). წინასწარმეტყველები იეჰოვას მიაწერდნენ იმას, რასაც აცხადებდნენ. იეჰოვამ მოსე გააფრთხილა, რომ მისთვის გადაცემული წმინდა სიტყვებისთვის არც დაემატებინა რამე და არც მოეკლო. პავლეს წერილებს პეტრე ღვთისგან შთაგონებულად მიიჩნევდა. ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა იუდას იმ სიტყვების მიმართ, რომლებსაც სავარაუდოდ პეტრეს წერილიდან ციტირებდა. „გამოცხადებაში“ იოანემ მოიხსენია, რომ ღვთის სულის შთაგონებით წერდა მას და უშუალოდ ღვთის წინაშე აგებდა პასუხს ნებისმიერი, ვინც წინასწარმეტყველურ სიტყვებს რამეს დაამატებდა ან მოაკლებდა (1 პეტ. 1:10—12; 2 პეტ. 1:19—21; კან. 4:2; 2 პეტ. 3:15, 16; იუდ. 17, 18; გამოცხ. 1:1, 10; 21:5; 22:18, 19).
3 ღვთის ამ ერთგულმა მსახურებმა დაამოწმეს, რომ ბიბლია მისგან არის შთაგონებული და რომ ის სარწმუნო და უტყუარია. ამაზე ბევრი სხვა რამეც მეტყველებს, რომელთაგანაც ზოგი ქვემოთ იქნება განხილული 12 პუნქტად.
4. რად მიიჩნევდნენ ებრაული წერილების წიგნებს ებრაელები ძველთაგანვე?
4 1) ისტორიული სიზუსტე. ებრაული წერილების კანონიკურ წიგნებს ებრაელები ძველთაგანვე ღვთისგან შთაგონებულ და ყოველმხრივ სარწმუნო დოკუმენტებად მიიჩნევდნენ. მაგალითად, დავითის დროს „დაბადებიდან“ „პირველი სამუელის“ ჩათვლით აღწერილი მოვლენები ებრაელი ერის, ღმერთთან მათი ურთიერთობის უტყუარ ისტორიად ითვლებოდა. ეს კარგად ჩანს 78-ე ფსალმუნიდან, რომელშიც 35-ზე მეტი ასეთი მოვლენაა მოხსენიებული.
5. რას ადასტურებენ ძველი დროის ისტორიკოსები და მწერლები ებრაელთა კანონებისა და მოსეს შესახებ?
5 ბიბლიის ზოგიერთი კრიტიკოსის სამიზნე მოსეს ხუთწიგნეულია. ისინი განსაკუთრებით ეჭვქვეშ აყენებენ ხუთწიგნეულის სანდოობას და იმას, რომ ის მოსეს დაწერილია. მაგრამ ებრაელების გარდა ხუთწიგნეულს მოსეს მიაწერდნენ ძველი დროის ისტორიკოსები და მწერლები, რომელთაგან ზოგი ებრაელების მტერიც კი იყო. ჰეკატეოს აბდერელი, ეგვიპტელი ისტორიკოსი მანეთონი, ლისიმაქე ალექსანდრიელი, ევპოლემუსი, ტაციტუსი და იუვენალისი მოსეს მიიჩნევდნენ იმ კანონმდებლობის ფუძემდებლად, რომელიც ებრაელებს სხვა ერებისგან განასხვავებდა. მათი უმეტესობა პირდაპირ აღნიშნავს, რომ ამ კანონებს მოსემ მისცა წერილობითი სახე. ერთ-ერთი პითაგორელი ფილოსოფოსი, ნუმენიოსი, მოსეს მოწინააღმდეგე ეგვიპტელ ქურუმებს, იანესა და იამბრესაც კი იხსენიებს (2 ტიმ. 3:8). ეს ისტორიკოსები და მწერლები მოღვაწეობდნენ ალექსანდრე მაკედონელის პერიოდიდან (ძვ. წ. IV საუკუნე) — ანუ იმ დროიდან, როცა ბერძნები პირველად დაინტერესდნენ ებრაელთა ისტორიით — იმპერატორ ავრელიანეს დრომდე (ახ. წ. III საუკუნე). მოსეს სხვა მწერლებიც მოიხსენიებენ ებრაელთა წინამძღოლად, მმართველად და კანონმდებლადa. როგორც წინა გამოკვლევიდან დავინახეთ, არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს იმ მოვლენების ისტორიულ სიზუსტეს, რომლებიც ბიბლიაშია აღწერილი და ისრაელსა და გარშემო მცხოვრებ ერებს უკავშირდება.
6. რა ცხადყოფს, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ისტორიულად ზუსტია?
6 რის თქმა შეიძლება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებზე? გარდა იმისა, რომ ადასტურებს ებრაული წერილების სიზუსტეს, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში გადმოცემული ინფორმაციაც, თავის მხრივ, ზუსტია ისტორიული თვალსაზრისით, სარწმუნოა და იმაზე მეტყველებს, რომ ებრაული წერილების მსგავსად ღვთისგან არის შთაგონებული. მისი დამწერები იმას გადმოგვცემენ, რაც თავად ნახეს და მოისმინეს. ზოგ შემთხვევაში ისინი თვითმხილველები იყვნენ, ზოგჯერ კი — უშუალო მონაწილეები იმ ამბებისა, რაც აღწერეს. მათ ათასები ენდობოდნენ. ბერძნული წერილები რომ სარწმუნოა, ამაზე მეტყველებს მრავალი ისტორიკოსისა და მწერლის ნაშრომი, რომელთა რიცხვშიც შედიან იუვენალისი, ტაციტუსი, სენეკა, სვეტონიუსი, პლინიუს უმცროსი, ლუკიანე, ცელსუსი და იოსებ ფლავიუსი.
7. ა) რა არგუმენტი მოჰყავს ოსტინ ოლბიონს ბიბლიის უტყუარობის დასასაბუთებლად? ბ) მისი თქმით, რა არის იმის მიზეზი, რომ ზოგს არ სწამს ბიბლიის?
7 ოსტინ ოლბიონმა ერთ ნაშრომში აღნიშნა: «ისააკ ნიუტონი . . . აგრეთვე ცნობილი იყო როგორც უძველესი ხელნაწერების კრიტიკოსი და გულდასმით იკვლევდა წმინდა წერილებს. რა დასკვნამდე მივიდა ის? ნიუტონი ამბობს: „თუ უტყუარობის დამადასტურებელი ნიშნებით ვიმსჯელებთ, ჩემთვის ახალი აღთქმა ნებისმიერ ისტორიულ ნაშრომზე სანდოა“. დ-რ ჯონსონის თქმით, გოლგოთაზე ქრისტეს სიკვდილი (როგორც სახარებებშია გადმოცემული) უფრო მეტად არის დასაბუთებული, ვიდრე კაპიტოლიუმში იულიუს კეისრის სიკვდილი. დიახ, მტკიცებები გაცილებით მეტია. ჰკითხეთ ნებისმიერს, ვისაც ეჭვი ეპარება სახარებების ჭეშმარიტებაში, თუ რის საფუძველზე სჯერა, რომ კეისარი კაპიტოლიუმში მოკვდა ან პაპმა ლეო III-მ 800 წელს კარლოს დიდი დასავლეთის იმპერატორად აკურთხა . . . საიდან იცით, რომ ისეთი ადამიანი, როგორიცაა ჩარლზ I, ნამდვილად არსებობდა, რომ მას თავი მოჰკვეთეს და მართვის სადავეები ოლივერ კრომველმა აიღო? . . ჩვენ ისააკ ნიუტონს მივაწერთ მიზიდულობის კანონის აღმოჩენას . . . ჩვენ გვჯერა ყველაფრის, რაც მათ შესახებ ვიცით, რადგან ისტორიულად არის დასაბუთებული . . . და თუ ამის შემდეგ ვინმეს მაინც არ სჯერა, მას ახირებულ, ჯიუტ და უმეცარ ადამიანად ვთვლით. მაშ, მათზე რაღა ვთქვათ, ვისთვისაც საკმარისი არ არის წმინდა წერილების უტყუარობის მაჩვენებელი უამრავი მტკიცება, რომლებიც ზემოთ მოვიყვანეთ? . . ისღა დაგვრჩენია, რომ მათი ურწმუნოება გულს დავაბრალოთ და არა გონებას — ამ ადამიანებს არ სურთ იწამონ ის, რაც შელახავს მათ გადამეტებულ თავმოყვარეობას და ცხოვრების შეცვლას აიძულებს“b.
8. რა სხვაობაა ქრისტიანობასა და სხვა რელიგიებს შორის?
8 ჯორჯ როლინსონმა შემდეგი სიტყვებით გამოხატა, თუ რით უპირატესობს ქრისტიანობა სხვა რელიგიებზე: „ქრისტიანული რელიგია . . . მსოფლიოს სხვა რელიგიებისგან ყველაზე მეტად ფაქტობრივი და ისტორიული სიზუსტით განსხვავდება. საბერძნეთში, რომში, ეგვიპტეში, ინდოეთში, სპარსეთსა და ზოგადად აღმოსავლეთში რელიგიები ეყრდნობოდა განყენებულ აზროვნებასა და ვარაუდებს, რომლებსაც არ ჰქონდა ისტორიული საფუძველი . . . მაგრამ ამას ვერ ვიტყვით რელიგიაზე, რომელსაც ბიბლია ქადაგებს. როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში, როგორც იუდეველთა, ისე ქრისტიანთა რელიგიაში მოძღვრებათა სისტემა ფაქტებზეა აგებული, მთლიანად მათზეა დამყარებული, მათ გარეშე ყოველგვარ ფასს კარგავს და მათი აღიარების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სარწმუნოდ და მისაღებად“c.
9. საიდან ჩანს, რომ ბიბლია ზუსტია გეოგრაფიულად?
9 2) გეოგრაფიული და გეოლოგიური სიზუსტე. ბევრი მეცნიერი აღნიშნავს, რომ ბიბლიაში საოცრად ზუსტად არის აღწერილი აღთქმული მიწა და მის გარშემო მდებარე ტერიტორიები. მაგალითად, დოქტორმა ა. სტენლიმ დაწერა, თუ რამდენად ემთხვევა დღევანდელი ტერიტორიის თავისებურებები ბიბლიის აღწერილობას უდაბნოში ისრაელების გადაადგილების შესახებ: «წყაროები, ჭები და ხევები, რომლებიც ადგილ-ადგილ გვხვდება, გვახსენებს „მარას წყალს“, ‘ელიმის წყაროებს’, ‘ხორების ხევს’ და მიდიანის ჭას, საიდანაც ითროს ასულები წყალს იღებდნენ გეჯების ასავსებად. მცენარეულობა ისეთივეა, როგორზეც მოსეს მიერ აღწერილი ისტორია მეტყველებს»d. ზუსტია ეგვიპტის აღწერილობაც: უხვმოსავლიანი მიწები, მდინარე ნილოსი, ლერწმები მის ნაპირებზე (დაბ. 41:47—49; გამ. 2:3), ‘მდინარეები, არხები, ლერწმიანი ტბორები და დაგუბებული წყლები’ (გამ. 7:19), ‘სელით, ქერით, ხორბლითა და ასლით’ მდიდარი მხარე (გამ. 9:31, 32). გარდა ამისა, ნახსენებია ქალაქების სახელები და მდებარეობა.
10. რა ღირებულება აქვს მეცნიერებისთვის ბიბლიაში ჩაწერილ გეოგრაფიულ და გეოლოგიურ ცნობებს?
10 ზოგი მეცნიერი იმდენად ენდობოდა ბიბლიაში ჩაწერილ გეოგრაფიულ თუ გეოლოგიურ ცნობებს, რომ კვლევების დროს მათით ხელმძღვანელობდა, და არცთუ უშედეგოდ. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ერთმა ცნობილმა გეოლოგმა, ბენ ტორმა, იხელმძღვანელა შემდეგი მუხლით: „შეგიყვანთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი მადლიან მიწაზე . . . სადაც ქვები რკინითაა სავსე“ (კან. 8:7, 9). ბეერ-შებადან რამდენიმე კილომეტრში მდებარე უზარმაზარ კლდეებში მან მოწითალო-მოშავო ფერის რკინის მადანს მიაგნო. როგორც გამოითვალეს, აქ იყო 13,6 მილიონი ტონა დაბალი ხარისხის რკინა. მოგვიანებით, 1,5 კილომეტრის მონაკვეთში მიაგნეს საუკეთესო ხარისხის მადანს, რომელშიც რკინის შემცველობა 60—65 პროცენტი იყო. დოქტორმა იოსებ ვაიცმა, ცნობილმა სპეციალისტმა მეტყევეობის დარგში, აღნიშნა: „პირველი ხე, რომელიც აბრაამმა ბეერ-შებაში დარგო, იალღუნი იყო . . . ოთხი წლის წინ ამ ტერიტორიაზე 2 მილიონი იალღუნის ხე დავრგით. აბრაამი არ შემცდარა. იალღუნი ერთ-ერთია იმ იშვიათი ჯიშებიდან, რომლებიც სამხრეთში ხარობს, სადაც ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 15 სანტიმეტრზე ნაკლებია“e. ერთ წიგნში ვკითხულობთ: „როგორც ჩანს, ბეერ-შებაში მისულ პატრიარქ აბრაამს შემთხვევით არ დაურგავს ეს ხე . . . მან ისეთი ხე შეარჩია, რომლის ჩრდილშიც მეტი სიგრილე იქნებოდა. გარდა ამისა, იალღუნი უძლებს სიცხეს და ხანგრძლივ გვალვებს, რადგან ღრმად იდგამს ფესვებს და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. გასაკვირი არ არის, რომ იალღუნი დღესაც ხარობს ბეერ-შებას მიდამოებში“f (დაბ. 21:33).
11. რას ამბობს პროფესორი უილსონი ბიბლიის სიზუსტეზე?
11 ბიბლიაში ჩაწერილ ქრონოლოგიურ და გეოგრაფიულ ცნობებთან დაკავშირებით პროფესორი რ. უილსონი წერს: „ქრონოლოგიური და გეოგრაფიული დეტალები მასში უფრო ზუსტი და სარწმუნოა, ვიდრე ნებისმიერ სხვა უძველეს დოკუმენტში. ბიოგრაფიული და ისტორიული ინფორმაცია უჩვეულოდ ემთხვევა არაბიბლიურ დოკუმენტებში მოძიებულ ფაქტებს“ (A Scientific Investigation of the Old Testament, გვ. 213, 214).
12. როგორ მოწმობს ფაქტები იმას, რაც ბიბლიაში წერია ადამიანის წარმოშობასთან დაკავშირებით?
12 3) რასები და ენები. ბაირონ ნელსონი თავის წიგნში ამბობს: „ღმერთმა ადამიანი შექმნა და არა შავკანიანი, ჩინელი ან ევროპელი. მან შექმნა ორი ადამიანი, რომლებსაც ბიბლია ადამსა და ევას უწოდებს. მათგან წარმოიშვა ყველა ის რასა, რომლებსაც დღეს დედამიწაზე ვხვდებით. ყველა რასის ადამიანი, განურჩევლად კანის ფერისა და აღნაგობისა, ერთ სახეობას მიეკუთვნება. ყველას მსგავსი თავისებურებები აქვს — ფიქრი, განცდები, სხეულის აგებულება, დაოჯახებისკენ სწრაფვა და იმავე ნიშან-თვისებების მქონე შთამომავლობის წარმოქმნის უნარი. ყველა რასა წარმოიშვა ორი საერთო წინაპრისგან, რომლებიც შემოქმედმა ყოველმხრივ განვითარებული შექმნა“g. სწორედ ამაზე მოწმობს დაბადების 1:27, 28; 2:7, 20—23; 3:20; საქმეების 17:26 და რომაელების 5:12.
13. რა თქვა ერთმა არქეოლოგმა იმის შესახებ, თუ საიდან დაიწყო უძველესი ენების გავრცელება?
13 როგორც ვიცით, ბიბლიაში მოხსენიებულია ადგილი, საიდანაც დაიწყო უძველესი ენების გავრცელება. ამასთან დაკავშირებით არქეოლოგი ჰენრი როლინსონი ამბობს: „მაშინაც კი, თუ მხოლოდ ენების განვითარების ისტორიით ვიმსჯელებთ და ბიბლიურ ჩანაწერებს გვერდს ავუვლით, მაინც იქამდე მივალთ, რომ ყველაფერი შინარის ველიდან დაიწყო“h (დაბ. 11:1—9).
14. ა) რა იქნებოდა საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული? ბ) სხვა წიგნებისგან განსხვავებით რა არის ბიბლიაში ლოგიკურად ახსნილი და რას ეხება მისი რჩევები?
14 4) პრაქტიკულობა. რომც არ არსებობდეს სხვა მტკიცებები, ბიბლიის პრინციპები და ზნეობრივი ნორმებიც საკმარისი იქნებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ის ღვთისგან არის შთაგონებული. ბიბლიის რჩევები ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროშია გამოსადეგი. ბიბლია ერთადერთი წიგნია, რომელშიც ლოგიკურადაა ახსნილი, თუ როგორ და რა მიზნით შეიქმნა ყველაფერი, მათ შორის ადამიანი (დაბ., თავ. 1; ეს. 45:18). ბიბლია გვიხსნის, თუ რატომ კვდება ადამიანი და რატომ არსებობს ბოროტება (დაბ., თავ. 3; რომ. 5:12; იობ., თავ. 1, 2; გამ. 9:16). მასში მოცემულია სამართლის უმაღლესი ნორმები (გამ. 23:1, 2, 6, 7; კან. 19:15—21). მისი პრაქტიკული რჩევები ეხება საქმიან ურთიერთობებს (ლევ. 19:35, 36; იგავ. 20:10; 22:22, 23; მათ. 7:12); ზნეობრივ საკითხებს (ლევ. 20:10—16; გალ. 5:19—23; ებრ. 13:4); სხვებთან დამოკიდებულებას (ლევ. 19:18; იგავ. 12:15; 15:1; 27:1, 2, 5, 6; 29:11; მათ. 7:12; 1 ტიმ. 5:1, 2); ქორწინებას (დაბ. 2:22—24; მათ. 19:4, 5, 9; 1 კორ. 7:2, 9, 10, 39); ოჯახში ქმრის, ცოლისა და შვილის მოვალეობებს (კან. 6:4—9; იგავ. 13:24; ეფეს. 5:21—33; 6:1—4; კოლ. 3:18—21; 1 პეტ. 3:1—6); მმართველებისადმი სათანადო დამოკიდებულებას (რომ. 13:1—10; ტიტ. 3:1; 1 ტიმ. 2:1, 2; 1 პეტ. 2:13, 14); პატიოსნად მუშაობას და უფროსისა და ხელქვეითის ურთიერთობებს (ეფეს. 4:28; კოლ. 3:22—24; 4:1; 1 პეტ. 2:18—21); იმას, თუ ვისთან ღირს ახლო ურთიერთობა და ვისთან არა (იგავ. 1:10—16; 5:3—11; 1 კორ. 15:33; 2 ტიმ. 2:22; ებრ. 10:24, 25); უთანხმოებების მოგვარებას (მათ. 18:15—17; ეფეს. 4:26) და ბევრ სხვა ცხოვრებისეულ საკითხს.
15. რას ამბობს ბიბლია ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე?
15 ბიბლია არც ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს ტოვებს უყურადღებოდ (იგავ. 15:17; 17:22). ბოლო დროს არაერთმა სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, რომ ადამიანის განწყობა მის ჯანმრთელობაზე მოქმედებს. მაგალითად, ბევრს, ვინც ხშირად რისხდება, აწუხებს მაღალი არტერიული წნევა. გულის დაავადებები, თავის ტკივილი, სისხლდენა ცხვირიდან, თავბრუსხვევა და ხმის ჩახლეჩა ზოგიერთი მათგანისთვის ჩვეული რამ არის. ბიბლიაში საუკუნეების წინ იყო ნათქვამი: „მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“ (იგავ. 14:30; შეადარეთ მათეს 5:9).
16. რა საკითხებში გაუსწრო ბიბლიამ მეცნიერებას?
16 5) მეცნიერული სიზუსტე. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია სამეცნიერო ნაშრომი არ არის, ის საკმაოდ ზუსტად აშუქებს მეცნიერულ საკითხებს, რაც შეესაბამება თანამედროვე აღმოჩენებს. მეცნიერულად გამართლებულია თანმიმდევრობა, რომლითაც ბიბლიაში შემოქმედება, მათ შორის ცხოველთა სამყაროს შექმნაა აღწერილი (დაბ., თავ. 1). სანამ მეცნიერებისთვის გახდებოდა ცნობილი, ბიბლიაში უკვე იყო ნათქვამი, რომ დედამიწა მრგვალია (ეს. 40:22) და ‘არაფერზეა დაკიდებული’ (იობ. 26:7). თანამედროვე ფიზიოლოგია ადასტურებს ბიბლიის სიტყვებს: „ყველა ხორცი ერთნაირი არ არის“. განსხვავებულია მათი უჯრედები და ადამიანის სხეული უდავოდ უნიკალურია (1 კორ. 15:39)i. ლევიანების 11:6 კურდღელს მცოხნელებს მიაკუთვნებს. ერთ დროს მეცნიერებს ეს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, მაგრამ თანამედროვე ზოოლოგიამ დაადასტურა, რომ კურდღელი საკვებს ხელახლა გადაამუშავებსj.
17. მოიყვანეთ მაგალითები იმის საჩვენებლად, რომ ბიბლია ზუსტია სამედიცინო საკითხებში?
17 თანამედროვე პერიოდში მედიცინამ აღიარა შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტებაც: ‘ხორციელის სიცოცხლე მის სისხლშია’ (ლევ. 17:11—14). მოსეს კანონში ჩამოთვლილი იყო, თუ რომელი ცხოველის, ფრინველის და თევზის ჭამა შეიძლებოდა და რომლის არა (ლევ., თავ. 11). ამავე კანონით მოითხოვებოდა ადამიანის ექსკრემენტის ორმოში ჩაფლა. ეს ისრაელებს იცავდა ისეთი დაავადებებისგან, რომლებსაც მწერები ავრცელებენ, მაგალითად, დიზენტერიისა და მუცლის ტიფისგან (კან. 23:9—14). ასეთი ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფის გამო დღეს ზოგ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია და ადამიანები გაცილებით ჯანმრთელები იქნებოდნენ, ბიბლიის ამ რჩევებს რომ ითვალისწინებდნენ.
18. კიდევ რა ადასტურებს იმას, რომ ბიბლია მეცნიერულად ზუსტია?
18 ბიბლია ასეთ რჩევასაც გვაძლევს: „ცოტა ღვინო დალიე კუჭისთვის და . . . ავადმყოფობის გამო“ (1 ტიმ. 5:23). კალიფორნიის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო კოლეჯის თანამშრომელი, პროფესორი სალვატორე ლუჩია აღნიშნავს: „ღვინო უძველესი და უმნიშვნელოვანესი სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც ისტორიის განმავლობაში ყოველთვის იყენებდნენ“k.
19. საიდან ჩანს, რომ ლუკას მიერ გადმოცემული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება?
19 6) კულტურა და წეს-ჩვეულებები. რენდელ შორტი თავის ნაშრომში „საქმეების“ შესახებ აღნიშნავს: «როგორც წესი, რომაელები თავიანთი ვრცელი იმპერიის პროვინციებში არ ცვლიდნენ მმართველობის ადგილობრივ სისტემებს. ამის გამო სხვადასხვა პროვინციაში ხელისუფლების წარმომადგენლები განსხვავებული წოდებებით იყვნენ ცნობილი. მათი წოდებების ზუსტად ჩამოთვლას მხოლოდ დაკვირვებული მოგზაური ან გულმოდგინე მკვლევარი თუ შეძლებდა. ლუკა ყოველივეს არაჩვეულებრივი სიზუსტით გადმოსცემს, რაც საუკეთესოდ მეტყველებს მის, როგორც ისტორიკოსის, ღირსებაზე. რამდენიმე შემთხვევაში მხოლოდ მონეტაზე გაკეთებული წარწერა გვაძლევს მისი შემოწმების შესაძლებლობას, რადგან ცნობილი რომაელი ისტორიკოსებიც კი არ ჰკიდებდნენ ხელს ასეთ რთულ საქმეს. ლუკა (ფლავიუსის მსგავსად) ჰეროდესა და ლისანიას გამგებლებს უწოდებს. ჰეროდე აგრიპა, რომელმაც იაკობი მახვილით მოკლა და პეტრე დააპატიმრა, მას მეფედ ჰყავს მოხსენიებული; ფლავიუსი მოგვითხრობს, როგორ დაუმეგობრდა ჰეროდე აგრიპა გაიუს კეისარს (კალიგულა) რომში და როგორ მიიღო მან სამეფო წოდება მას შემდეგ, რაც კალიგულა იმპერატორი გახდა. კვიპროსის მმართველს, სერგიუს პავლუსს, პროკონსული ეწოდება . . . მანამდე არცთუ ისე დიდი ხნით ადრე კვიპროსი რომის იმპერიის პროვინცია იყო და მას პროპრეტორი ან ლეგატი განაგებდა. თუმცა პავლეს დროს პროკონსული იყო ზუსტი წოდება. ამას მოწმობს ბერძნულ და ლათინურ ენებზე გაკეთებული წარწერა, რომელსაც კვიპროსულ მონეტებზე ვხვდებით. კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპიროზე სოლოსთან აღმოჩენილი ერთი ბერძნული წარწერა თარიღდება „პავლუსის პროკონსულობის“ დროით . . . თესალონიკელ დიდებულებს ლუკა მეტად უცნაური, კლასიკური ლიტერატურისთვის უცნობი წოდებით, პოლიტარქებად [საქმეების 17:6-ში „ქალაქის გამგებლებად“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვა „პოლიტარქას“] მოიხსენიებს. ეს სიტყვა ნამდვილად უცნობი იქნებოდა ჩვენთვის, წარწერებში რომ არ ყოფილიყო . . . ავგუსტუსის დროს აქაია სენატს დაქვემდებარებული პროვინცია იყო, ტიბერიუსის დროს კი უშუალოდ იმპერატორს ექვემდებარებოდა. თუმცა, როგორც ტაციტუსიც გადმოგვცემს, კლავდიუსის დროს ის კვლავ სენატს დაუბრუნდა, რის გამოც გალიონის წოდება [საქმეები 18:12] ნამდვილად პროკონსული იყო . . . ლუკა მსგავსი სიზუსტით გადმოგვცემს გეოგრაფიულ ცნობებს და იმას, რაც მოგზაურობისას გადახდა“l.
20. როგორ არის ასახული პავლეს წერილებში იმდროინდელი ყოფა?
20 პავლეს წერილებში ზუსტად არის ასახული იმდროინდელი ყოფა და აშკარად ჩანს, რომ ის თავად იყო იმის თვითმხილველი, რის შესახებაც წერდა. მაგალითად, ქალაქი ფილიპე რომის კოლონია იყო და მისი მოსახლეობა ძალიან ამაყობდა რომის მოქალაქეობით. პავლემ შეახსენა იქაურ ქრისტიანებს, რომ მათი მოქალაქეობა ზეცაში იყო (საქ. 16:12, 21, 37; ფილ. 3:20). ეფესო განთქმული იყო ჯადოქრობითა და სპირიტიზმით. პავლემ ეფესოელ ქრისტიანებს მისცა რჩევები, თუ როგორ დაეცვათ თავი დემონებისგან. ამავე კონტექსტში მან ზუსტად აღწერა რომაელი ჯარისკაცის აღჭურვილობა (საქ. 19:19; ეფეს. 6:13—17). ორ შემთხვევაში მას მხედველობაში აქვს გამარჯვებული რომაელების საზეიმო სვლა, რომლის დროსაც ხდებოდა ტყვეების ჩატარება, მათგან ზოგი შიშველი იყო (2 კორ. 2:14; კოლ. 2:15). 1 კორინთელების 1:22-დან ჩანს, რომ იუდეველებსა და ბერძნებს განსხვავებული ხედვა ჰქონდათ. ასეთ საკითხებში ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები მოსესეული სიზუსტით გადმოგვცემენ ყველაფერს. მოსეს მიერ დაწერილ ხუთწიგნეულზე ჯორჯ როლინსონმა თქვა: „არასდროს დაყენებულა ეჭვქვეშ ის, რომ ხუთწიგნეულში ზუსტად არის გადმოცემული აღმოსავლური კულტურა და ადათ-წესები“a.
21. ა) მოიყვანეთ იმის მაგალითები, რომ ბიბლიის დამწერები ყველაფერს გულახდილად წერდნენ. ბ) როგორ მოქმედებს ეს ბიბლიისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე?
21 7) ბიბლიის დამწერების გულწრფელობა. ბიბლიის სანდოობის ერთ-ერთი ძლიერი მტკიცება ის არის, რომ დამწერები ყველაფერს გულწრფელად და მიუკერძოებლად წერდნენ. მაგალითად, მოსე პირდაპირ ამბობს, რომ შესცოდა და იეჰოვას განაჩენით მას და აარონს აღარ მიეცათ აღთქმულ ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა (რიცხ. 20:7—13; კან. 3:23—27). ბიბლიაში დაუფარავად არის აღწერილი, თუ როგორ შესცოდა დავითმა ორჯერ და როგორ განუდგა ღმერთს მისი ვაჟი სოლომონი (2 სამ., თავ. 11, 12, 24; 1 მეფ. 11:1—13). არც იონამ დამალა, თუ რა გადახდა თავს იმის გამო, რომ ღმერთს არ დაემორჩილა. მთელი ისრაელი ერის დაუმორჩილებლობა აქვს დაგმობილი ებრაული წერილების თითქმის ყველა დამწერს, რომლებიც თავადაც ებრაელები იყვნენ. ეს მათ გააკეთეს ჩანაწერებში, რომლებსაც ებრაელები ძალიან აფასებდნენ, ღვთის სიტყვად მიიჩნევდნენ და საკუთარი ერის ისტორიად თვლიდნენ. არანაკლებ გულახდილები იყვნენ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები. სახარებების ოთხივე დამწერი მოგვითხრობს, როგორ უარყო პეტრემ ქრისტე. პავლემაც მოიხსენია პეტრეს სერიოზული შეცდომა, რომელიც მან ანტიოქიის კრებაში დაუშვა, როცა იუდეველები უცხოტომელებზე მაღლა დააყენა. გაცილებით ადვილია ენდო ბიბლიას, როცა გესმის, რომ დამწერები არაფერს, საკუთარ შეცდომებსაც კი არ მალავდნენ, რადგან მათთვის მთავარი ყველაფრის ზუსტად გადმოცემა იყო (მათ. 26:69—75; მარ. 14:66—72; ლუკ. 22:54—62; იოან. 18:15—27; გალ. 2:11—14; იოან. 17:17).
22. კიდევ რა ამტკიცებს, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის სიტყვაა და რა მიზნით დაიწერა ის?
22 8) წიგნების ჰარმონიულობა. ბიბლიას 1 600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 40-მდე ადამიანი წერდა, მაგრამ მათ მიერ დაწერილი წიგნები სრულად შეესაბამება ერთმანეთს. სერიოზული წინააღმდეგობებისა და განადგურების მუდმივი მცდელობების მიუხედავად, ბიბლია მთელ მსოფლიოში არნახული რაოდენობით არის გავრცელებული. ეს ფაქტები ამტკიცებს, რომ ის ნამდვილად ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვაა და „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმ. 3:16)b.
23. რა არის ბიბლიის ძირითადი თემა და როგორ ადასტურებს ეს მის ღვთივშთაგონებულობას?
23 ღვთივშთაგონებულობის დასტურია ისიც, რომ მთელ ბიბლიას საერთო თემა გასდევს — იეჰოვას სახელის განწმენდა მისი სამეფოს მეშვეობით. სწორედ ამ თემას უკავშირდება ქვემოთ ჩამოთვლილი მუხლები:
დაბ. 3:15 აღთქმული შთამომავალი გაანადგურებს გველს.
დაბ. 22:15—18 ყველა ერი იკურთხება აბრაამის შთამომავლის მეშვეობით.
გამ. 3:15; 6:3 ღმერთი ხაზს უსვამს თავისი სახელის, იეჰოვას, მნიშვნელობას.
გამ. 9:16; რომ. 9:17 ღვთის განზრახვაა, რომ მთელ დედამიწას ეუწყოს მისი სახელი.
გამ. 18:11; ეს. 36:18—20; 37:20, 36—38; იერ. 10:10, 11 იეჰოვა ყველა ღმერთზე აღმატებულია.
გამ. 20:3—7 ღმერთი მოითხოვს თავისი სახელის პატივისცემას და განსაკუთრებულ ერთგულებას.
იობ., თავ. 1, 2 იეჰოვას მმართველობის სამართლიანობა; ადამიანის თვალსაზრისი ამ საკითხზე და ერთგულება.
იობ. 32:2; 35:2; 36:24; 40:8 ღვთის სიმართლე ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას.
ეს. 9:7 ღმერთი მხარს უჭერს თავისი ძის ხელისუფლებას.
დან. 2:44; 4:17, 34; 7:13, 14 ღვთის სამეფოს, „კაცის ძის“ მმართველობის მნიშვნელოვნება.
ეზეკ. 6:10; 38:23 „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“. ეს ფრაზა 60-ზე მეტჯერ გვხვდება ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში.
მალ. 1:11 ღვთის სახელი დიდებული იქნება ხალხებში.
მათ. 6:9, 10, 33 სამეფოს მეშვეობით ღვთის სახელის განწმენდა უმნიშვნელოვანესია.
იოან. 17:6, 26 იესომ ადამიანებს ღვთის სახელი გაუცხადა.
საქ. 2:21; რომ. 10:13 გადარჩენისთვის საჭიროა იეჰოვას სახელის მოხმობა.
რომ. 3:4 „ყველა კაციც რომ ცრუ იყოს, ღმერთი მაინც ჭეშმარიტი იქნება“.
1 კორ. 15:24—28 იესო ღმერთს გადასცემს სამეფოს; ღმერთი იქნება ყველაფერი ყველასთვის.
ებრ. 13:15 ქრისტიანებმა სახალხოდ უნდა აღიარონ ღვთის სახელი.
გამოცხ. 15:4 ყველა ერი განადიდებს იეჰოვას სახელს.
გამოცხ. 19:6 იეჰოვას სახელის განდიდება დიდი ბაბილონის განადგურების შემდეგ.
24. რა ადასტურებს ყველაზე მეტად იმას, რომ ბიბლია სარწმუნო და უტყუარია?
24 9) თვითმხილველთა მოწმობა. პირველი ქრისტიანების — როგორც უშუალოდ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერების, ისე სხვა მორწმუნეების — შესახებ ჯორჯ როლინსონმა აღნიშნა: „ახალმოქცეულმა ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ თავიანთი სარწმუნოების გამო ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა დაეკარგათ სიცოცხლე . . . ნებისმიერი, ვინც გამოექომაგებოდა ქრისტიანებს, ხელისუფლების წინააღმდეგ მიდიოდა და მას ქრისტიანების ხვედრი ელოდა. როცა რწმენა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ადამიანი იოლად არ იღებს პირველივე აღმსარებლობას, რომელიც რაღაცით ხიბლავს; არ სურს, რომ დევნილი სექტის წევრი იყოს გარშემომყოფთა თვალში. სხვაგვარად მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა კარგად აქვს გააზრებული თავისი მრწამსის ფასი და დარწმუნებულია მის ჭეშმარიტებაში. აშკარაა, რომ პირველმოქცეულებს ჩვენზე ბევრად მეტი საშუალება ჰქონდათ იმის შესამოწმებლად, რასაც ქრისტიანობა ქადაგებდა — შეეძლოთ დაესვათ კითხვები თვითმხილველებისთვის, შეედარებინათ სხვადასხვა თვითმხილველის მონაყოლი, გაეგოთ მათი მოწინააღმდეგეების აზრი, ესარგებლათ იმ დროს ხელმისაწვდომი წარმართული დოკუმენტებით და სრულად, საფუძვლიანად გამოეძიათ ყველაფერი . . . ყოველივე ეს, ერთად აღებული, ემატება არსებულ არგუმენტებს და ქმნის მტკიცებების ისეთ ერთობლიობას, როგორის მოპოვებაც იშვიათად თუ ხერხდება ასე შორეულ მოვლენებთან დაკავშირებით; და ეს ყველაფერი უდავოდ იმის მაჩვენებელია, რომ ქრისტიანობას მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე უდევს საფუძვლად. ის არანაირად არ ემყარება მითებს. ქრისტიანული ქადაგება არის ერთი მთლიანი, მისთვის უცხოა მითებისთვის ჩვეული სახეცვლილებები და მრავალსახეობა. ის ერწყმის იმდროინდელ ისტორიას და მას უჩვეულო სიზუსტით წარმოგვიდგენს, მაშინ როცა მითებში დამახინჯებული და გადაკეთებულია ისტორია. მასში უამრავი ყოფითი წვრილმანია, რისი ნახვაც მითებში საკმაოდ რთულია. მასში ძალიან მარტივად და პირდაპირაა გადმოცემული პრაქტიკული სიბრძნე, მითებში კი ალეგორიული ხერხებია გამოყენებული . . . ახალი აღთქმის დამწერები გამოირჩევიან უბრალოებით, გულწრფელობით, ზედმიწევნითი სიზუსტითა და ჭეშმარიტების წრფელი სიყვარულით. უეჭველია, რომ ისინი ფაქტებს გადმოგვცემენ და არა ზღაპრებს . . . მათ დაწერეს, ‘რათა დავრწმუნდეთ იმის უტყუარობაში’, რაც ‘მათ დროს მოხდა’“c (შეადარეთ ლუკას 1:1, 4).
25. რა ადასტურებს ყველაზე მეტად იმას, რომ ბიბლია სარწმუნო და უტყუარია?
25 ბიბლია განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმით, რომ მასში მრავალი საინტერესო წინასწარმეტყველებაა. არაერთი წინასწარმეტყველების შესრულებამ ყველაზე მეტად ცხადყო, რომ ბიბლია სარწმუნო და უტყუარია. ამით იმასაც ვხედავთ, რომ იეჰოვას აქვს მომავლის განსაზღვრის საოცარი უნარი. წინასწარმეტყველური სიტყვა არის „ლამპარი, რომელიც ანათებს სიბნელეში“. ის რწმენას უძლიერებს ყველას, ვისაც სურს, საკუთარი თვალით იხილოს, თუ როგორ შესრულდება სამეფოსთან დაკავშირებული ყველა წინასწარმეტყველება ღვთის ახალ ქვეყნიერებაში. შემდეგ გვერდებზე მოცემული სამი ცხრილიდან ჩანს, როგორ შესრულდა ბევრი წინასწარმეტყველება და როგორ ერწყმის ერთმანეთს ებრაული და ბერძნული წერილები. ამის დანახვა კიდევ უფრო განგვიმტკიცებს ნდობას ბიბლიისადმი. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ ბიბლია ნამდვილად „ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ (2 პეტ. 1:19; 2 ტიმ. 3:16).
[სქოლიოები]
a The Historical Evidences of the Truth of the Scripture Records, 1862, ჯორჯ როლინსონი, გვ. 54, 254—258.
b The Union Bible Companion, 1871, გვ. 29—31.
c The Historical Evidences of the Truth of the Scripture Records, გვ. 25, 26.
d Sinai and Palestine, 1885, გვ. 82, 83.
e Reader’s Digest, მარტი, 1954 წ., გვ. 27, 30.
f Tree and Shrub in Our Biblical Heritage, ნ. ჰარუვენი, 1984, გვ. 24.
g After Its Kind, 1968, გვ. 4, 5.
h The Journal of the Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland, ლონდონი, 1855, ტ. XV, გვ. 232.
i Insight on the Scriptures, ტ. II, გვ. 246 (ინგლ.).
j Insight on the Scriptures, ტ. I, გვ. 555, 556, 1035 (ინგლ.).
k Wine as Food and Medicine, 1954, გვ. 5.
l Modern Discovery and the Bible, 1955, გვ. 211—213.
a The Historical Evidences of the Truth of the Scripture Records, გვ. 290.
b „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ (რუს.), გვ. 12—36.
c The Historical Evidences of the Truth of the Scripture Records, გვ. 225, 227, 228.
10) მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებები იესო ქრისტეს შესახებ
წინასწარმეტყველება მოვლენა შესრულება
დაბ. 49:10 დაიბადება იუდას ტომში მათ. 1:2—16; ლუკ. 3:23—33; ებრ. 7:14
ფსალმ. 132:11; იქნება იესეს ვაჟის, დავითის შთამომავალი მათ. 1:1, 6—16; 9:27; 15:22; 20:30, 31; 21:9, 15; 22:42
ეს. 9:7; 11:1, 10 მარ. 10:47, 48; ლუკ. 1:32; 2:4; 3:23—32; 18:38, 39;
მიქ. 5:2 დაიბადება ბეთლემში ლუკ. 2:4—11; იოან. 7:42
ეს. 7:14 შობს ქალწული მათ. 1:18—23; ლუკ. 1:30—35
იერ. 31:15 მისი დაბადების შემდეგ დახოცავენ ბავშვებს მათ. 2:16—18
ოს. 11:1 ღმერთი მოუხმობს ეგვიპტიდან მათ. 2:15
მალ. 3:1; 4:5; ეს. 40:3 მისთვის გზის მომზადება მათ. 3:1—3; 11:10—14; 17:10—13; მარ. 1:2—4;
დან. 9:25 69 „კვირის“ დასასრულს მოვა როგორც მესია ახ. წ. 29 წელს მივიდა მოსანათლად და
ეს. 61:1, 2 იქნება ღვთისგან უფლებამოსილი ლუკ. 4:18—21
ეს. 9:1, 2 მისი მსახურების შედეგად ნაფთალისა და
ზებულონის მიწაზე ხალხი დიდ სინათლეს
იხილავს მათ. 4:13—16
ფსალმ. 78:2 ილაპარაკებს მაგალითებით მათ. 13:11—13, 31—35
ეს. 53:4 ატარებს ჩვენს სნეულებებს მათ. 8:16, 17
ფსალმ. 69:9 ‘იეჰოვას სახლის მოშურნეობა შეჭამს’ მათ. 21:12, 13; მარ. 11:15—18; ლუკ. 19:45, 46;
ეს. 42:1—4 არ იდავებს ქუჩებში მათ. 12:14—21
ეს. 53:1 არ ერწმუნებიან იოან. 12:37, 38; რომ. 10:11, 16
ზაქ. 9:9; იერუსალიმში შესვლისას ჩოჩორზე იჯდება; მათ. 21:1—9; მარ. 11:7—11; ლუკ. 19:28—38; იოან. 12:12—15
ფსალმ. 118:26 შეხვდებიან როგორც მეფეს და იეჰოვას
სახელით მომავალს
ეს. 28:16; 53:3; უარყოფენ, მაგრამ მთავარ ქვაკუთხედად იქცევა მათ. 21:42, 45, 46; საქ. 3:14; 4:11; 1 პეტ. 2:7
ეს. 8:14, 15 იქცევა დაბრკოლების ქვად ლუკ. 20:17, 18; რომ. 9:31—33; 1 პეტ. 2:8
ფსალმ. 41:9; 109:8 ერთი მოციქული უღალატებს და გასცემს მათ. 26:47—50; იოან. 13:18, 26—30; 17:12; 18:2—5; საქ. 1:16—20
ზაქ. 11:12 გაცემული იქნება 30 ვერცხლად მათ. 26:15; 27:3—10; მარ. 14:10, 11
ზაქ. 13:7 მისი მოწაფეები დაიფანტებიან მათ. 26:31, 56; იოან. 16:32
ფსალმ. 2:1, 2 რომის უფლებამოსილი პირები და ისრაელის წინამძღოლები
ერთად იმოქმედებენ იეჰოვას ცხებულის წინააღმდეგ მათ. 27:1, 2; მარ. 15:1, 15; ლუკ. 23:10—12; საქ. 4:25—28
ეს. 53:8 გაასამართლებენ და სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ მათ. 26:57—68; 27:1, 2, 11—26; იოან. 18:12—14, 19—24, 28—40; 19:1—16
ფსალმ. 27:12 მის წინააღმდეგ ცრუმოწმეებს გამოიყენებენ მათ. 26:59—61; მარ. 14:56—59
ეს. 53:7 ბრალმდებლების წინაშე ხმას არ დაძრავს მათ. 27:12—14; მარ. 14:61; 15:4, 5; ლუკ. 23:9; იოან. 19:9
ფსალმ. 69:4 უმიზეზოდ შეიძულებენ ლუკ. 23:13—25; იოან. 15:24, 25; 1 პეტ. 2:22
ეს. 50:6; მიქ. 5:1 სცემენ და შეაფურთხებენ მათ. 26:67; 27:26, 30; იოან. 18:22; 19:3
ფსალმ. 22:16 ბოძზე გააკრავენ მათ. 27:35; მარ. 15:24, 25; ლუკ. 23:33; იოან. 19:18, 23;
20:25, 27
ფსალმ. 22:18 მის ტანსაცმელს წილისყრით გაინაწილებენ მათ. 27:35; იოან. 19:23, 24
ეს. 53:12 ცოდვილად ჩათვლიან მათ. 26:55, 56; 27:38; ლუკ. 22:37
ფსალმ. 22:7, 8 ბოძზე გაკრულს შეურაცხყოფას მიაყენებენ მათ. 27:39—43; მარ. 15:29—32
ფსალმ. 69:21 ძმარს და ნაღველნარევ ღვინოს მიაწოდებენ მათ. 27:34, 48; მარ. 15:23, 36
ფსალმ. 22:1 ღმერთი დატოვებს მტრების ხელში მათ. 27:46; მარ. 15:34
ფსალმ. 34:20; გამ. 12:46 მისი არც ერთი ძვალი არ გადატყდება იოან. 19:33, 36
ეს. 53:5; ზაქ. 12:10 განგმირავენ მათ. 27:49; იოან. 19:34, 37; გამოცხ. 1:7
ეს. 53:5, 8, 11, 12 მოკვდება ცოდვების გამოსასყიდად და
ადამიანებს ღვთის წინაშე მართლად აღიარების შესაძლებლობას მისცემს მათ. 20:28; იოან. 1:29; რომ. 3:24; 4:25; 1 კორ. 15:3;
ეს. 53:9 დაიმარხება მდიდრულ სამარხში მათ. 27:57—60; იოან. 19:38—42
იონ. 1:17; 2:10 მესამე დღეს აღდგება მათ. 12:39, 40; 16:21; 17:23; 20:19; 27:64; 28:1—7;
ფსალმ. 16:8—11 აღდგება მანამ, სანამ გაიხრწნება საქ. 2:25—31; 13:34—37
ფსალმ. 2:7 სულიერ შვილად აღიარებითა და აღდგენით
იეჰოვა თავის ძედ გამოაცხადებს მათ. 3:16, 17; მარ. 1:9—11; ლუკ. 3:21, 22; საქ. 13:33;
კითხვები ცხრილისთვის „მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებები იესო ქრისტეს შესახებ“:
ა) იესოს დაბადებასთან დაკავშირებული რომელი წინასწარმეტყველებები ადასტურებს, რომ ის მესია იყო?
ბ) რომელი წინასწარმეტყველებები შესრულდა იესოს მსახურების დასაწყისში?
გ) როგორ შესრულდა წინასწარმეტყველებები იესოს მსახურებით? დ) რომელი წინასწარმეტყველებები შესრულდა იესოს გასამართლების წინა დღეებში?
ე) რომელი წინასწარმეტყველებები შესრულდა იესოს გასამართლების დროს?
ვ) რა იყო ნაწინასწარმეტყველები იესოს ძელზე გაკვრის, სიკვდილისა და აღდგომის შესახებ?
[ცხრილი 344-346 გვერდებზე]
11) ზოგიერთი სხვა წინასწარმეტყველება
წინასწარმეტყველება მოვლენა შესრულება
გამ. 3:21, 22 როცა ღმერთი გაასამართლებს
ეგვიპტეს, ისრაელი დიდძალი ქონებით
გამოვა იქიდან გამ. 12:35, 36; ფსალმ. 105:37
21:13, 18 ისმაელი დიდ ერად იქცევა,
მისგან 12 მთავარი წარმოიშობა დაბ. 25:13—16; 1 მატ. 1:29—31
27:39, 40 ედომელთა სამკვიდრებელი შორს იქნება
პოხიერი ნიადაგიდან; ისინი ისრაელთა
მსახურები იქნებიან და დროდადრო
აჯანყდებიან დაბ. 36:8; კან. 2:4, 5; 2 სამ. 8:14; 2 მეფ. 8:20;
დაბ. 48:19, 22 ეფრემი მენაშეზე მეტად გამრავლდება;
ორივე ტომს ექნება სამკვიდრო რიცხ. 1:33—35; კან. 33:17; იეს. 16:4—9; 17:1—4
დაბ. 49:7 სიმონი და ლევი ისრაელში გაიფანტებიან იეს. 19:1—9; 21:41, 42
დაბ. 49:10 სამეფო ძალაუფლება იუდას ტომს მიეცემა 2 სამ. 2:4; 1 მატ. 5:2; მათ. 1:1—16; ლუკ. 3:23—33; ებრ. 7:14
კან. 17:14 ისრაელები მეფეს მოითხოვენ 1 სამ. 8:4, 5, 19, 20
კან. 28:52, 53, 64—66, 68 ისრაელი დაისჯება დაუმორჩილებლობისთვის;
მის ქალაქებს ალყას შემოარტყამენ და დაიმონებენ სამარიაზე შესრულდა ძვ. წ. 740 წელს
(2 მეფ. 17:5—23), იერუსალიმზე კი ძვ. წ. 607 წელს
(იერ. 52:1—27) და ახ. წ. 70 წელს
იეს. 6:26 სასჯელი იერიხონის აღდგენისთვის 1 მეფ. 16:34
1 სამ. 2:31, 34; 3:12—14 ელის შთამომავლები დაწყევლილები არიან 1 სამ. 4:11, 17, 18; 1 მეფ. 2:26, 27, 35
1 მეფ. 9:7, 8; 2 მატ. 7:20, 21 თუ ისრაელი ღმერთს განუდგება, ტაძარი განადგურდება 2 მეფ. 25:9; 2 მატ. 36:19; იერ. 52:13; გოდ. 2:6, 7
1 მეფ. 13:1—3 იერობოამის სამსხვერპლო წაიბილწება 2 მეფ. 23:16—18
1 მეფ. 14:15 ისრაელის ათტომიანი სამეფო დაემხობა 2 მეფ. 17:6—23; 18:11, 12
იერ. 50:35—46; 51:37—43 ბაბილონის განადგურება; ბაბილონის
კარიბჭეები ღია იქნება; მას მიდია-სპარსეთი
დაიპყრობს კიროსის მეთაურობით დან. 5:22—31; ამ ფაქტს ისტორიკოსებიც
ადასტურებენ. ბაბილონის კარიბჭეები ღია იყო, როცა კიროსმა ის აიღოd
ეზეკ. 26:4, 7—12 ქალდეველები ნაბუქოდონოსორის
მეთაურობით გაანადგურებენ ტვიროსს ისტორიის თანახმად, ქალაქის ნაწილი განადგურდა და კუნძულზე არსებული ნაწილი
13-წლიანი ალყის შემდეგ დამორჩილდა ნაბუქოდონოსორსe
ეს. 44:26—28 გადასახლებიდან დაბრუნებული იუდეველები
აღადგენენ იერუსალიმსა და ტაძარს;
კიროსის როლი 2 მატ. 36:22, 23; ეზრ. 1:1—4
იერ. 25:11; 29:10 გადასახლებულები 70 წლის შემდეგ უკან
დაბრუნდებიან დან. 9:1, 2; ზაქ. 7:5; 2 მატ. 36:21—23
ეზეკ. 25:8—11; სოფ. 2:8, 9 მოაბი განადგურდება მოაბელები დღეს აღარ არსებობენf
სოფ. 2:8, 9 ამონელთა ქალაქები გაუკაცრიელდება ამონელები დღეს აღარ არსებობენg
იერ. 49:17, 18; ეზეკ. 25:12—14;
35:7, 15; აბდ. 16, 18 ედომი სამუდამოდ გაქრება ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების
შემდეგ ედომელები საერთოდ გადაშენდნენh
დან. 2:31—40; 7:2—7 წინასწარმეტყველებები ბაბილონზე, სპარსეთზე, საბერძნეთსა და რომზე ისტორია ადასტურებს ამ სახელმწიფოების
აღზევებასა და დაცემასi
დან. 8:1—8, 20—22; 11:1—19 სპარსეთის შემდეგ საბერძნეთის ძლიერი სახელმწიფო გამოჩნდება.საბერძნეთი
დაიყოფა ოთხ ნაწილად. მათგან წარმოიქმნება
ორი ძალა — „ჩრდილოეთის მეფე“ და
„სამხრეთის მეფე“ ალექსანდრე მაკედონელმა დაამხო სპარსეთის იმპერია.
მისი სიკვდილის შემდეგ სამეფო ოთხმა მხედართმთავარმა დაინაწილა.
სელევკიდებისა და პტოლემეების დინასტია გაძლიერდა და
მათ შორის მუდმივი დაპირისპირება იყოj
დან. 11:20—24 მმართველი გამოსცემს ბრძანებას მოსახლეობის აღწერის შესახებ;
მისი მემკვიდრის დროს მოკლავენ „შეთანხმების წინამძღოლს“ ავგუსტუსის დროს პალესტინაში გამოვიდა
აღწერის ბრძანება; მისი მემკვიდრის,
ტიბერიუსის დროს მოკლეს იესოk
სოფ. 2:13—15; ნაუმ. 3:1—7 ნინევე გახრიოკდება ნინევე გაპარტახდაl
ზაქ. 9:3, 4 ტვიროსი განადგურდება გაანადგურა ალექსანდრე მაკედონელმა ძვ. წ. 332 წელსa
ლუკ. 19:41—44 იერუსალიმს შემოავლებენ სიმაგრეს წვეტიანი ბოძებით
და გაანადგურებენ შესრულდა ახ. წ. 70 წელსb
2 ტიმ. 3:1—5 ქვეყნიერების აღსასრულის წინ იქნება მძიმე
დრო — ომები, საკვების უკმარისობა,
მიწისძვრები, ეპიდემიები, უკანონობა;
სასიხარულო ცნობა ექადაგება ყველა ხალხს სრულდება 1914 წლიდან, როცა დაიწყო პირველი
მსოფლიო ომი. ქადაგება მიმდინარეობს 230-ზე მეტ ქვეყანაში
[სქოლიოები]
d „ჰეროდოტე“, I, 191, 192; „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 567 (ინგლ.).
e McClintock and Strong’s Cyclopedia, 1981, ტ. X, გვ. 617; „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 531, 1136 (ინგლ.).
f „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 421, 422 (ინგლ.).
g „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 95 (ინგლ.).
h „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, 681, 682 (ინგლ.).
i „იყოს შენი ნება დედამიწაზე“, გვ. 104—125, 166—177, 188—195, 220—229 (ინგლ.).
j „იყოს შენი ნება დედამიწაზე“, გვ. 121, 122, 172—174, 194, 195, 220—263 (ინგლ.); „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 70, 71 (ინგლ.).
k „იყოს შენი ნება დედამიწაზე“ გვ. 248—253 (ინგლ.); „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 220 (ინგლ.).
l იხილეთ გვერდი 159, აბზაცები 5, 6.
a McClintock and Strong’s Cyclopedia, 1981, ტ. X, გვ. 618, 619.
b იხილეთ გვერდი 188, აბზაცი 9.
ა) რა წინასწარმეტყველებები შესრულდა მას შემდეგ, რაც ისრაელი ქანაანში შევიდა?
ბ) რა წინასწარმეტყველებები ახდა ისრაელისა და იუდას განაჩენთან დაკავშირებით და როდის მოხდა ეს?
გ) რა იყო ნაწინასწარმეტყველები იუდეველების დაბრუნებაზე?
დ) რომელ ერებს ეხებოდა წინასწარმეტყველური განაჩენი და როგორ შესრულდა ისინი?
ე) რა მნიშვნელოვანი მოვლენები იწინასწარმეტყველა დანიელმა? იესომ?
12) ებრაული წერილების მონაკვეთები, რომლებიც ციტირებული ან ნაგულისხმევია ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში
(შენიშვნა: ამ ცხრილში არ არის შესული მონაკვეთები, რომლებიც ჩამოთვლილი იყო ცხრილში „მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებები იესო ქრისტეს შესახებ“)
წინასწარმეტყველება მოვლენა შესრულება
დაბ. 1:3 სინათლემ გამოანათა ღვთის ბრძანებისამებრ 2 კორ. 4:6
დაბ. 1:26, 27 ღმერთმა თავის მსგავსებად შექმნა ადამიანი, კაცი და ქალი იაკ. 3:9; მარ. 10:6
დაბ. 2:2 ღმერთი ისვენებს შემოქმედებითი საქმისგან ებრ. 4:4
დაბ. 2:7 ადამი გახდა ცოცხალი სული 1 კორ. 15:45
დაბ. 2:24 მიატოვებს კაცი მშობლებს და მიეკვრება ცოლს; ორნი ერთი ხორცი იქნებიან მათ. 19:5; მარ. 10:7, 8; 1 კორ. 6:16; ეფეს. 5:31
დაბ. 12:3; 18:18 აბრაამით უნდა კურთხეულიყო ყველა ერი გალ. 3:8
დაბ. 15:5 აბრაამის შთამომავლობა უნდა გამრავლებულიყო რომ. 4:18
დაბ. 15:6 რწმენა აბრაამს სიმართლედ ჩაეთვალა რომ. 4:3; გალ. 3:6; იაკ. 2:23
დაბ. 17:5 აბრაამი არის „მრავალი ერიდან“ გამოსული მორწმუნეების მამა რომ. 4:16, 17
დაბ. 18:10, 14 ღმერთი სარას დაჰპირდა, რომ ვაჟი ეყოლებოდა რომ. 9:9
დაბ. 18:12 სარა აბრაამს „ბატონს“ უწოდებდა 1 პეტ. 3:6
დაბ. 21:10 სარა, აგარი, ისაკი და ისმაელი როგორც სიმბოლური პირველსახეები გალ. 4:30
დაბ. 21:12 აბრაამის შთამომავალი ისაკისგან უნდა წარმოშობილიყო რომ. 9:7; ებრ. 11:18
დაბ. 22:16, 17 ღმერთმა საკუთარი თავი დაიფიცა, რომ აბრაამს აკურთხებდა ებრ. 6:13, 14
დაბ. 25:23 ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ღმერთი ესავზე მეტად იაკობს აკურთხებდა რომ. 9:12
გამ. 3:6 ღმერთი მკვდრების ღმერთი კი არა, ცოცხლებისაა მათ. 22:32; მარ. 12:26; ლუკ. 20:37
გამ. 9:16 მიზეზი, რის გამოც ღმერთმა დატოვა ფარაონი რომ. 9:17
გამ. 13:2, 12 პირმშო იეჰოვას ეკუთვნის ლუკ. 2:23
გამ. 16:18 ღმერთმა იზრუნა, რომ თანასწორობა ყოფილიყო მანანის
შეგროვებისას 2 კორ. 8:15
გამ. 19:5, 6 ისრაელი უნდა ქცეულიყო მღვდლების სამეფოდ 1 პეტ. 2:9
გამ. 19:12, 13 მოწიწების მომგვრელი სანახაობა სინას მთასთან ებრ. 12:18—20
გამ. 20:12—17 მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე მცნებები მათ. 5:21, 27; 15:4; 19:18, 19;
გამ. 21:17 სასჯელი მეხუთე მცნების დარღვევისთვის მათ. 15:4; მარ. 7:10
გამ. 21:24 თვალის სანაცვლოდ თვალი და კბილის სანაცვლოდ კბილი მათ. 5:38
გამ. 22:28 „შენი ხალხის მმართველზე ცუდს ნუ იტყვი“ საქ. 23:5
გამ. 24:8 კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება და „სისხლი
შეთანხმებისა“ ებრ. 9:20; მათ. 26:28; მარ. 14:24
გამ. 25:40 ღმერთმა მოსეს აჩვენა კარვისა და მისი მოწყობილობის ნიმუში ებრ. 8:5
გამ. 32:6 ისრაელებმა ცეკვა-თამაში გამართეს 1 კორ. 10:7
გამ. 33:19 ღმერთი მას იწყალებს, ვისაც იწონებს რომ. 9:15
ლევ. 11:44 „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე“ 1 პეტ. 1:16
ლევ. 12:8 ღარიბის შესაწირი ვაჟის დაბადების შემდეგ ლუკ. 2:24
ლევ. 18:5 კანონის დამცველი იცოცხლებს გალ. 3:12
ლევ. 19:18 მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს მათ. 19:19; 22:39; მარ. 12:31; რომ. 13:9; გალ. 5:14; იაკ. 2:8
ლევ. 26:12 იეჰოვა ისრაელის ღმერთი იყო 2 კორ. 6:16
რიცხ. 16:5 იეჰოვა იცნობს თავისას 2 ტიმ. 2:19
კან. 6:4, 5 გიყვარდეს იეჰოვა მთელი გულითა და სულით მათ. 22:37; მარ. 12:29, 30; ლუკ. 10:27
კან. 6:13 „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი“ მათ. 4:10; ლუკ. 4:8
კან. 6:16 „არ გამოსცადო იეჰოვა, შენი ღმერთი“ მათ. 4:7; ლუკ. 4:12
კან. 8:3 კაცმა მხოლოდ პურით არ უნდა იცოცხლოს მათ. 4:4; ლუკ. 4:4
კან. 18:15—19 ღმერთს უნდა მოევლინა მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი საქ. 3:22, 23
კან. 19:15 ყოველი საქმე უნდა დამტკიცდეს ორი ან სამი მოწმის პირით იოან. 8:17; 2 კორ. 13:1
კან. 23:21 „შეუსრულე იეჰოვას შენი აღთქმები“ მათ. 5:33
კან. 24:1 კანონი გაყრის შესახებ მათ. 5:31
კან. 25:4 „არ აუკრა პირი მლეწავ ხარს“ 1 კორ. 9:9; 1 ტიმ. 5:18
კან. 27:26 დაწყევლილი იყო ის ისრაელი, რომელიც კანონს არ ასრულებდა გალ. 3:10
კან. 29:4 ბევრი იუდეველი არ ისმენდა სასიხარულო ცნობას რომ. 11:8
კან. 30:11—14 „რწმენის სიტყვა“ უნდა ყოფილიყო ადამიანის გულში და ის უნდა ექადაგა რომ. 10:6—8
კან. 31:6, 8 ღმერთი არ მიატოვებს თავის ხალხს ებრ. 13:5
კან. 32:17, 21 ღმერთმა შური აღუძრა იუდეველებს უცხოტომელთა მეშვეობით.
ისრაელებმა განარისხეს ღმერთი კერპთაყვანისმცემლობით რომ. 10:19; 1 კორ. 10:20—22
კან. 32:35, 36 შურისძიება იეჰოვასია ებრ. 10:30
კან. 32:43 „იხარეთ, ერებო, მის ხალხთან ერთად“ რომ. 15:10
1 სამ. 13:14; 16:1 დავითი გულით სასურველი კაცი იყო ღვთისთვის საქ. 13:22
1 სამ. 21:6 დავითმა და მასთან მყოფებმა ჭამეს წარსადგენი პური მათ. 12:3, 4; მარ. 2:25, 26; ლუკ. 6:3, 4
1 მეფ. 19:14, 18 იუდეველთაგან მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა ღვთის ერთგული რომ. 11:3, 4
2 მატ. 20:7 აბრაამს ეწოდა „ღვთის „მეგობარი“ („მოყვარული“) იაკ. 2:23
იობ. 41:11 „ვინ მისცა მას [ღმერთს] პირველმა?“ რომ. 11:35
ფსალმ. 5:9 „მათი ყელი ღია სამარხია“ რომ. 3:13
ფსალმ. 8:2 ღმერთმა ‘ჩვილები აალაპარაკა თავის საქებრად’ მათ. 21:16
ფსალმ. 8:4—6 „რა არის კაცი, რომ გახსოვს?“. ღმერთმა ყოველივე ქრისტეს დაუმორჩილა ებრ. 2:6, 7; 1 კორ. 15:27
ფსალმ. 10:7 „პირი წყევლით . . . აქვთ სავსე“ რომ. 3:14
ფსალმ. 14:1—3 „არავინ არის მართალი“ რომ. 3:10—12
ფსალმ. 18:49 სხვადასხვა ერის ხალხს უნდა განედიდებინა ღმერთი რომ. 15:9
ფსალმ. 19:4 ქმნილება მოწმობს ღვთის არსებობას და ყველას ეძლევა ჭეშმარიტების მოსმენის შესაძლებლობა რომ. 10:18
ფსალმ. 22:22 „ჩემს ძმებს ვაუწყებ შენს სახელს“ ებრ. 2:12
ფსალმ. 24:1 იეჰოვასია დედამიწა 1 კორ. 10:26
ფსალმ. 32:1, 2 „ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა ცოდვას არ ჩაუთვლის“ რომ. 4:7, 8
ფსალმ. 34:12—16 „იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი“ 1 პეტ. 3:10—12
ფსალმ. 36:1 „ღვთის შიში არა აქვთ თვალწინ“ რომ. 3:18
ფსალმ. 40:6—8 ღმერთი აღარ იწონებდა კანონით გათვალისწინებულ შესაწირავებს. განწმენდა ხდება ქრისტეს სხეულის ერთხელ შეწირვით ებრ. 10:6—10
ფსალმ. 44:22 „დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნევენ“ რომ. 8:36
ფსალმ. 45:6, 7 „ღმერთია [ქრისტეს] ტახტი სამარადისოდ“ ებრ. 1:8, 9
ფსალმ. 51:4 ღმერთი მართალია თავის სიტყვებში და გასამართლებისას რომ. 3:4
ფსალმ. 68:18 ქრისტე ავიდა მაღლა და მოგვცა ძღვენი ადამიანთა სახით ეფეს. 4:8
ფსალმ. 69:22, 23 ისრაელებს ხაფანგად ექცათ თავიანთი სუფრა რომ. 11:9, 10
ფსალმ. 78:24 პური ზეციდან იოან. 6:31—33
ფსალმ. 82:6 „თქვენა ხართ ღმერთები“ იოან. 10:34
ფსალმ. 94:11 „იეჰოვამ იცის, რომ ამაოა ბრძენთა აზრები“ 1 კორ. 3:20
ფსალმ. 95:7—11 დაუმორჩილებელი ისრაელები ვერ შევიდნენ ღვთის დასვენებაში ებრ. 3:7—11; 4:3, 5, 7
ფსალმ. 102:25—27 „შენ, უფალო . . . დედამიწა დააფუძნე“ ებრ. 1:10—12
ფსალმ. 104:4 „ის ანგელოზებს სულებად ქმნის“ ებრ. 1:7
ფსალმ. 110:1 უფალი უნდა დამჯდარიყო იეჰოვას მარჯვნივ მათ. 22:43—45; მარ. 12:36, 37; ლუკ. 20:42—44; ებრ. 1:13
ფსალმ. 110:4 ქრისტე მღვდელია მარადიულად მელქისედეკის წესით ებრ. 7:17
ფსალმ. 112:9 „დაარიგა, ღარიბებს მისცა, მისი სიმართლე მარადიულად რჩება“ 2 კორ. 9:9
ფსალმ. 116:10 „მწამდა და იმიტომ ვლაპარაკობდი“ 2 კორ. 4:13
ფსალმ. 117:1 „ადიდეთ იეჰოვა, ერებო“ რომ. 15:11
ფსალმ. 118:6 „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება“ ებრ. 13:6
ფსალმ. 140:3 „ბაგეებზე ასპიტის გესლი აქვთ“ რომ. 3:13
იგავ. 26:11 „ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება“ 2 პეტ. 2:22
ეს. 1:9 რომ არა მცირე ნაწილი, ისრაელი სოდომს დაემსგავსებოდა რომ. 9:29
ეს. 6:9, 10 ისრაელებს არ სურდათ სასიხარულო ცნობის გაგება მათ. 13:13—15; მარ. 4:12; ლუკ. 8:10; საქ. 28:25—27
ეს. 8:17, 18 „აი მე და შვილები, რომლებიც იეჰოვამ მომცა“ ებრ. 2:13
ეს. 10:22, 23 ისრაელის მხოლოდ ნაწილი უნდა გადარჩენილიყო რომ. 9:27, 28
ეს. 22:13 „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ 1 კორ. 15:32
ეს. 25:8 „სიკვდილი სამუდამოდ შთაინთქა“ 1 კორ. 15:54
ეს. 28:11, 12 ხალხმა არ ირწმუნა მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა „უცხოთა
ენებითა და უცხოთა ბაგეებით“ ელაპარაკებოდა 1 კორ. 14:21
ეს. 28:16 იმედი არ გაუცრუვდებათ მათ, ვინც სიონში დადებულ ქვაზე, ქრისტეზე ამყარებს რწმენას 1 პეტ. 2:6; რომ. 10:11
ეს. 29:13 მწიგნობრებისა და ფარისევლების თვალთმაქცობა მათ. 15:7—9; მარ. 7:6—8
ეს. 29:14 ღმერთი სპობს ბრძენთა სიბრძნეს 1 კორ. 1:19
ეს. 40:6—8 იეჰოვას სიტყვა მარადიულად რჩება 1 პეტ. 1:24, 25
ეს. 40:13 „ვინ გახდა [იეჰოვას] მრჩეველი?“ რომ. 11:34
ეს. 42:6; 49:6 „დაგნიშნე ერების სინათლედ“ საქ. 13:47
ეს. 45:23 ყოველი მუხლი მოიდრიკება იეჰოვას წინაშე რომ. 14:11
ეს. 49:8 მოსასმენად სასურველი დრო, „ხსნის დღე“ 2 კორ. 6:2
ეს. 52:7 მშვენიერია სასიხარულო ცნობის მახარობელთა ფეხები რომ. 10:15
ეს. 52:11 „გამოდით მათგან და გამოეყავით“ 2 კორ. 6:17
ეს. 52:15 სასიხარულო ცნობა გაცხადდა უცხოტომელებში რომ. 15:21
ეს. 54:1 „გიხაროდეს, უშვილო ქალო, რომელსაც არ გიშობია“ გალ. 4:27
ეს. 54:13 „ყველა იეჰოვას მიერ განისწავლება“ იოან. 6:45
ეს. 56:7 იეჰოვას სახლი ყველა ხალხის სამლოცველო სახლი უნდა
გამხდარიყო მათ. 21:13; მარ. 11:17; ლუკ. 19:46
ეს. 59:7, 8 ადამიანთა ბოროტება რომ. 3:15—17
ეს. 65:1, 2 იეჰოვა ცხადი გახდა უცხოტომელებისთვის რომ. 10:20, 21
ეს. 66:1, 2 „ზეცა ჩემი ტახტია და დედამიწა ჩემი ფეხსადგამი“ საქ. 7:49, 50
იერ. 5:21 თვალები აქვთ და ვერ ხედავენ მარ. 8:18
იერ. 9:24 „ვინც ამაყობს, იეჰოვათი იამაყოს“ 1 კორ. 1:31; 2 კორ. 10:17
იერ. 31:31—34 ღმერთმა დადო ახალი შეთანხმება ებრ. 8:8—12; 10:16, 17
დან. 9:27; 11:31 „გამაპარტახებელი სისაძაგლე“ მათ. 24:15
ოს. 1:10; 2:23 უცხოტომელებიც უნდა გამხდარიყვნენ ღვთის ხალხი რომ. 9:24—26
ოს. 6:6 „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“ მათ. 9:13; 12:7
ოს. 13:14 „სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?“ 1 კორ. 15:54, 55
იოელ. 2:28—32 „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ საქ. 2:17—21; რომ. 10:13
ამოს. 9:11, 12 ღმერთს უნდა აღედგინა დავითის კარავი საქ. 15:16—18
აბაკ. 1:5 „უყურეთ, მოძულენო, გაიკვირვეთ“ საქ. 13:40, 41
აბაკ. 2:4 „მართალი რწმენით იცოცხლებს“ ებრ. 10:38; რომ. 1:17
ანგ. 2:6 უნდა შერყეულიყო ცა და დედამიწა ებრ. 12:26, 27
მალ. 1:2, 3 „იაკობი შევიყვარე, ესავი კი შევიძულე“ რომ. 9:13
კითხვები ცხრილისთვის „ებრაული წერილების მონაკვეთები, რომლებიც ციტირებული ან ნაგულისხმევია ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში“:
ა) როგორ ადასტურებს ბერძნული წერილები იმას, რაც „დაბადებაში“ შემოქმედებაზე წერია?
ბ) რომელი მონაკვეთებია ციტირებული „დაბადებიდან“ ბერძნულ წერილებში აბრაამსა და მის შთამომავლობასთან დაკავშირებით?
გ) რომელი მონაკვეთებია ციტირებული გამოსვლიდან ათ მცნებასა და სხვა კანონებთან დაკავშირებით?
დ) ებრაული წერილების რომელი მუხლებიდან არის აღებული ორი უდიდესი მცნება, რომლებიც იეჰოვას მთელი გულითა და სულით სიყვარულს და მოყვასის სიყვარულს ეხება?
ე) დაასახელეთ რამდენიმე პრინციპი ხუთწიგნეულიდან, რომლებიც ციტირებულია ბერძნულ წერილებში.
ვ) „ფსალმუნებიდან“ ბერძნულ წერილებში ციტირებულ რომელ მონაკვეთებშია განდიდებული იეჰოვა (1) როგორც შემოქმედი და დედამიწის უფალი? (2) როგორც მართალ ადამიანებზე მზრუნველი?
ზ) სად არის ბერძნულ წერილებში გამოყენებული ესაიას და სხვა წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც ეხება (1) სასიხარულო ცნობის ქადაგებას? (2) სასიხარულო ცნობის უარყოფას? (3) უცხოტომელების მოქცევას? (4) კურთხევებს, რაც რწმენის გამოვლენას მოჰყვება?