ნაწილი 4
ღმერთი გვატყობინებს თავისი განზრახვების შესახებ
1, 2. საიდან ვიცით, რომ ღმერთი პასუხობს მათ, რომლებიც გულწრფელად იძლევიან კითხვებს?
მოსიყვარულე ღმერთი ნამდვილად ატყობინებს თავის განზრახვებს იმ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად ეძებენ მას. ის ცნობისმოყვარე კაცობრიობას პასუხობს კითხვებზე, მაგალითად: რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?
2 ბიბლია აცხადებს: „ძებნას თუ დაუწყებ [ღმერთს] იპოვი კიდეც“. „არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამცხადებელი“. „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ“ (პირველი ნეშტთა 28:9; დანიელი 2:28; ამოსი 3:7).
სად იმყოფება პასუხი?
3. სად შეგვიძლია ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?
3 პასუხი კითხვებზე, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას და რა აქვს განზრახული მოიმოქმედოს ამასთან დაკავშირებით, არის ცნობაში, რომელიც დაიწერა ჩვენს სასარგებლოდ მისი სულის ხელმძღვანელობით. ეს ცნობა არის მისი სიტყვა, საღვთო წერილი. „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღმერთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17).
4, 5. რატომ არის ბიბლია უნიკალური წიგნი?
4 ბიბლია ჭეშმარიტად უნიკალური წიგნია. იგი შეიცავს ყველაზე უტყუარ ცნობას კაცობრიობის ისტორიის შესახებ. ის იმ მოვლენებსაც კი აღწერს, რომლებიც ადამიანის შექმნამდე მიმდინარეობდა. ის ასევე თანამედროვე წიგნია, რადგან მისი წინასწარმეტყველებები დაკავშირებულია ჩვენი დროისა და ახლო მომავლის მოვლენებთან.
5 არცერთი სხვა წიგნი არ სარგებლობს ასეთი ნდობით, როგორც ისტორიულად ყველაზე ზუსტი წიგნი. მაგალითად, ძველი კლასიკის მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერი არსებობს. ხოლო ბიბლიის თუ მისი ნაწილების ან მისი სრული ხელნაწერების კი — უამრავი: დაახლოებით 6 000 — ებრაული წერილი („ძველი აღთქმის“ 39 წიგნი), და დაახლოებით 13 000 — ქრისტიანულ-ბერძნული წერილი („ახალი აღთქმის“ 27 წიგნი).
6. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ დღეს არსებული ბიბლია, ძირითადად ისეთივეა, როგორიც ღმერთის მიერ იყო ინსპირირებული?
6 ბიბლიის ინსპირატორი, ყოვლისშემძლე ღმერთი, თვალ-ყურს ადევნებდა, რომ ხელნაწერის ასლებში ტექსტი უცვლელად ყოფილიყო შენარჩუნებული. ამიტომ ბიბლიის თანამედროვე გამოცემები არსებითად ზუსტად შეესაბამება ორიგინალს. სხვა დამხმარე ფაქტორი არის ის, რომ ქრისტიანულ-ბერძნული ხელნაწერების ზოგიერთი ასლი დათარიღებულია ორიგინალის დაწერის დროიდან 100 წლის მოგვიანებით. ძველი დროის მწერლების რამდენიმე ხელნაწერის ასლი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, ზოგჯერ დათარიღებულია ავტორის მიერ მათი დაწერიდან რამდენიმე ასწლეულითაც კი.
ღმერთის ძღვენი
7. რამდენად ფართოდ არის გავრცელებული ბიბლია?
7 ბიბლია — მთელი ისტორიის განმავლობაში, ყველაზე მეტად გავრცელებული წიგნია. დაბეჭდილია ბიბლიის სამ მილიარდამდე ეგზემპლარი. არცერთი სხვა წიგნი არ ყოფილა გამოცემული ასეთი დიდი რაოდენობით. ასევე ბიბლია ან მისი ნაწილები გადაითარგმნა თითქმის 2 000 ენაზე. ამრიგად, ბიბლია ხელმისაწვდომია ჩვენი პლანეტის მთელი მოსახლეობის, დაახლოებით 98 პროცენტისთვის.
8-10. რომელი ზოგიერთი მიზეზის გამო იმსახურებს ბიბლია გამოკვლევას?
8 ნათელია, წიგნი, რომელიც აცხადებს, რომ ღმერთისგან არის, ყველა მონაცემების მიხედვით ამტკიცებს, რომ უტყუარია და საფუძვლიანი გამოკვლევის ღირსიაa. ის გვიხსნის, თუ რაში მდგომარეობს ცხოვრების აზრი, რას ნიშნავს მსოფლიო მოვლენები და რას მოგვიტანს მომავალი. არცერთ სხვა წიგნს არ შესწევს ამის უნარი.
9 დიახ, ბიბლია არის ღმერთის მიმართვა საკაცობრიო ოჯახისადმი. ღმერთის მოქმედი ძალის ანუ მისი სულის ხელმძღვანელობით ბიბლია დაიწერა 40-მდე ადამიანის მიერ. ამრიგად, ღმერთი გვესაუბრება, თავისი სიტყვის, საღვთო წერილის მეშვეობით. მოციქული პავლე წერდა: „როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღმერთის სიტყვა, არ მიიღეთ იგი, როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღმერთის სიტყვა, — როგორიც არის ის ჭეშმარიტად“ (1 თესალონიკელთა 2:13).
10 ამერიკის შტატების მე-16 პრეზიდენტმა, აბრაამ ლინკოლნმა ბიბლიას უწოდა „საუკეთესო ძღვენი, რომელიც ოდესმე მოუცია ღმერთს ადამიანებისთვის. . . მის გარეშე ჩვენ არ გვეცოდინებოდა, თუ რა არის სწორი და რა — მცდარი“. მაშასადამე, რას გვეუბნება ეს უდიდესი ძღვენი იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო ტანჯვა, რატომ დაუშვა ღმერთმა იგი და რას მოიმოქმედებს ამასთან დაკავშირებით?
[სქოლიოები]
a უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია, ბიბლიის უტყუარობის შესახებ იხილე წიგნში „ბიბლია — ღმერთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ (ინგლ.) გამოცემული 1989 წელს „საგუშაგო კოშკის“ საზოგადოების მიერ.
[სურათი 10 გვერდზე]
ღმერთის მიერ ინსპირირებული ბიბლია არის მიმართვა საკაცობრიო ოჯახისადმი.