საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rq გაკ. 12 გვ. 24-25
  • სიცოცხლისა და სისხლის დაფასება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სიცოცხლისა და სისხლის დაფასება
  • რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
  • მსგავსი მასალა
  • ღვთის თვალსაზრისი სიცოცხლეზე
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • სისხლი
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • შენც ღვთის მსგავსად აფასებ სიცოცხლეს?
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
  • სისხლს ნამდვილად შეუძლია სიცოცხლის ხსნა
    როგორ შეუძლია სისხლს სიცოცხლის ხსნა?
იხილეთ მეტი
რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
rq გაკ. 12 გვ. 24-25

თავი მეთორმეტე

სიცოცხლისა და სისხლის დაფასება

რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს სიცოცხლეზე, აბორტზე? (1)

როგორ ცხადყოფენ ქრისტიანები, რომ ესმით საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვის აუცილებლობა? (2)

სწორია თუ არა ცხოველების დახოცვა? (3)

რომელია ის ზოგიერთი ჩვეულება, რაც სიცოცხლისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს? (4)

რას ამბობს ღვთის კანონი სისხლზე? (5)

კრძალავს თუ არა ეს კანონი სისხლის გადასხმას? (6)

1. სიცოცხლე იეჰოვას ბოძებულია და ყველა ცოცხალი ქმნილება სიცოცხლეს მას უნდა უმადლოდეს (ფსალმუნები 36:9). ღვთისთვის სიცოცხლე წმინდაა. დედის მუცელში მყოფი ჯერ არდაბადებული ბავშვის სიცოცხლეც კი ძვირფასია იეჰოვასთვის და მისი განზრახ მოკვლა ღვთის თვალში არასწორია (გამოსვლა 21:22, 23; ფსალმუნები 127:3).

2. ჭეშმარიტ ქრისტიანებს ესმით საკუთარი უსაფრთხოების აუცილებლობა. ავტომანქანა და საცხოვრებელი სახლი არავის სიცოცხლეს არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს (მეორე კანონი 22:8). ღვთის მსახურები სიამოვნების მისაღებად რისკზე არ მიდიან და სიცოცხლეს საფრთხეში არ იგდებენ. ისინი არ მონაწილეობენ სპორტის ისეთ სახეობებში, სადაც სპორტსმენები ერთმანეთს განზრახ აყენებენ ტკივილს. ისინი ერიდებიან ისეთ გართობას, რომელიც ძალადობისკენ უბიძგებს ადამიანს (ფსალმუნები 11:5; იოანე 13:35).

3. შემოქმედისთვის ცხოველების სიცოცხლეც ძვირფასია. ქრისტიანს შეუძლია მოკლას ცხოველი ოჯახის რჩენის, ჩაცმა-დახურვის, დაავადებისა თუ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით (დაბადება 3:21; 9:3; გამოსვლა 21:28). მაგრამ არასწორია ცხოველების წვალება და ხოცვა გართობისა და სიამოვნებისთვის (იგავები 12:10).

4. ქრისტიანები არ ეწევიან თამბაქოს და არც ნარკოტიკებს იყენებენ სიამოვნების მისაღებად. ასეთი საქციელი არასწორია, რადგან 1) იმონებს ადამიანს, 2) ანადგურებს მის ორგანიზმს, (3) უწმინდურია (რომაელები 6:19; 12:1; 2 კორინთელები 7:1). ამგვარი ჩვევებისგან გათავისუფლება საკმაოდ რთულია, მაგრამ აუცილებელია, თუ გვინდა, იეჰოვას ვასიამოვნოთ.

5. იეჰოვას თვალში სისხლიც წმინდაა. ღმერთი ამბობს, რომ სული ანუ სიცოცხლე სისხლშია. ამიტომ, სისხლის ჭამა არ არის გამართლებული. არც იმ ცხოველის ხორცის ჭამაა სწორი, რომელიც სისხლისგან არ დაცლილა. არ უნდა ვჭამოთ იმ ცხოველის ხორცი, რომელიც დაიხრჩო ან ხაფანგში მოკვდა. შუბით თუ თოფით მოკლული ცხოველი მაშინვე უნდა დაიცალოს სისხლისგან, რომ საჭმელად ვარგისი იყოს (დაბადება 9:3, 4; ლევიანები 17:13, 14; საქმეები 15:28, 9).

6. სწორია სისხლის გადასხმა? გაიხსენეთ, რომ იეჰოვა მოითხოვს, თავი შევიკავოთ სისხლისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა მივიღოთ არც სხვისი და არც საკუთარი სისხლი, რომელიც შენახული იყო დროებით (საქმეები 21:25). ამიტომ ამბობენ უარს ჭეშმარიტი ქრისტიანები სისხლის გადასხმაზე. ისინი იმ მედიკამენტებით არჩევენ მკურნალობას, რომლებიც სისხლის კომპონენტებს არ შეიცავს. მათ სურთ სიცოცხლე, მაგრამ ისინი არ ცდილობენ სიცოცხლის შენარჩუნებას ღვთის კანონის დარღვევის ხარჯზე (მათე 16:25).

[სურათები 25 გვერდზე]

ღმერთს რომ ვასიამოვნოთ, უარი უნდა ვთქვათ სისხლის გადასხმაზე, უნდა მოვერიდოთ უწმინდურ ჩვევებსა და გაუმართლებელ რისკს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება