საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lr თ. 9 გვ. 52-56
  • არ აჰყვე ცდუნებას!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • არ აჰყვე ცდუნებას!
  • ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • მსგავსი მასალა
  • იესოს ერთგულება იცდება
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • ეშმაკი სცდის იესოს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • საუკუნო სიცოცხლის მტერი
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • მიჰბაძეთ იესოს და „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
იხილეთ მეტი
ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
lr თ. 9 გვ. 52-56

თავი 9

არ აჰყვე ცდუნებას!

უთხოვია შენთვის ვინმეს, ისეთი რამ გაგეკეთებინა, რაც არასწორი იყო? ~ ხომ არ გიბიძგა ამისკენ, თუ მხოლოდ გითხრა, რომ ამის გაკეთება სასაცილო იქნებოდა და ამით არაფერი დაშავდებოდა? ~ იცოდე, როცა ვინმე ასეთ რამეს გვეუბნება, ის ჩვენ ცდუნებას ცდილობს.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ჩვენ ცდუნებას ცდილობენ? უნდა დავუჯეროთ და გავაკეთოთ ის, რაც არასწორია? ~ ეს არ მოეწონებოდა იეჰოვას. მაგრამ იცი, ვის გაახარებდი ამით? ~ დიახ, სატანა ეშმაკს.

სატანა ღვთის მტერია; ის ჩვენი მტერიც არის. სატანა სულიერი არსებაა, ამიტომ, ჩვენ მას ვერ ვხედავთ, მაგრამ ის გვხედავს. ერთხელ ეშმაკმა იესოს, დიდებულ მასწავლებელს, ლაპარაკი დაუწყო და მის ცდუნებას შეეცადა. მოდი გავიგოთ, როგორ მოიქცა იესო. ეს დაგვეხმარება, სწორად მოვიქცეთ, როდესაც ჩვენ ცდუნებას ცდილობენ.

ახალმონათლული იესო ზეცისკენ აღაპყრობს თვალს და ლოცულობს

როგორც ჩანს, რა გაახსენდა იესოს მონათვლის შემდეგ?

იესოს ყოველთვის უნდოდა, მამის ნება შეესრულებინა. მან ეს აშკარად აჩვენა, როცა მდინარე იორდანეში მოინათლა. სწორედ ნათლობის შემდეგ სცადა სატანამ მისი ცდუნება. ბიბლია ამბობს, რომ ამ დროს „გაიხსნა ცა“ (მათე 3:16). ამაში, ალბათ, ის იგულისხმება, რომ იესოს გაახსენდა დრო, როდესაც ზეცაში ღმერთთან ცხოვრობდა.

მონათვლის შემდეგ იესო უდაბურ ადგილას წავიდა, რათა ამაზე კარგად ეფიქრა. იქ ორმოცი დღე და ღამე დაჰყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას არაფერი უჭამია; ასე რომ, ძალიან მოშივდა. სწორედ ამ დროს სცადა სატანამ მისი ცდუნება.

ეშმაკი იყენებს ქვებს, რათა იესო აცდუნოს

როგორ გამოიყენა ეშმაკმა ქვები იესოს საცდუნებლად?

ეშმაკმა უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვებს, პურებად იქცნენ“. მართლაც, რა კარგი იქნებოდა ახლა პურის მირთმევა! შეეძლო იესოს ქვები პურებად ექცია? ~ რა თქმა უნდა. რატომ? იმიტომ, რომ იესო, ღვთის ძე, განსაკუთრებულ ძალას ფლობდა.

ეშმაკს რომ შენთვის ეთქვა, გადააქცევდი ქვებს პურებად? ~ იესო მშიერი იყო. განა გამართლებული არ იქნებოდა, რომ ეს მხოლოდ ერთხელ გაეკეთებინა? ~ იესომ იცოდა, რომ არასწორი იქნებოდა, თუ თავის ძალას ამ მხრივ გამოიყენებდა. იეჰოვამ ეს ძალა იმიტომ მისცა, რომ ადამიანები ღვთისკენ მიეზიდა და არა იმიტომ, რომ პირადი მიზნებისთვის გამოეყენებინა.

ამიტომ, ამის სანაცვლოდ, იესომ სატანას ის უთხრა, რაც ბიბლიაში წერია: ‘კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ, იეჰოვას პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით’. იესომ იცოდა, რომ იმის კეთება, რაც იეჰოვას სიამოვნებს, საჭმელზე უფრო მნიშვნელოვანი იყო.

ეშმაკი კვლავ ცდილობდა მის ცდუნებას. მან იესო იერუსალიმში წაიყვანა და ტაძრის ქიმზე დააყენა. შემდეგ უთხრა: ‘თუ ღვთის ძე ხარ, გადავარდი აქედან, რადგან დაწერილია, რომ ღვთის ანგელოზები დაგიცავენ’.

რატომ უთხრა სატანამ ეს? ~ იმიტომ, რომ ეცდუნებინა იესო. მაგრამ იესომ არც ამჯერად მოუსმინა მას და უთხრა: «ისიც დაწერილია: „არ გამოსცადო იეჰოვა, შენი ღმერთი“». იესომ იცოდა, რომ არ იქნებოდა სწორი, თუ საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით გამოცდიდა იეჰოვას.

სატანა მაინც არ მოეშვა. იესო ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა და ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება დაანახვა. შემდეგ უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“.

აბა დაფიქრდი, რას სთავაზობდა ეშმაკი იესოს. ნუთუ ყველა სამეფო ნამდვილად მას ეკუთვნოდა? ~ ასე რომ არ ყოფილიყო, იესო ეტყოდა სატანას. დიახ, სატანა ნამდვილად მთელი მსოფლიოს მმართველია. ბიბლია მას „ამ ქვეყნიერების მმართველს“ უწოდებს (იოანე 12:31).

სატანა იესოს მსოფლიოს ყველა სამეფოს სთავაზობს; იესო უარს ამბობს მის შემოთავაზებაზე

რატომ შეეძლო სატანას, იესოსთვის ყველა ეს სამეფო შეეთავაზებინა?

შენ როგორ მოიქცეოდი, თუ ეშმაკი რამეს შეგპირდებოდა მისთვის თაყვანისცემის სანაცვლოდ? ~ მიუხედავად იმისა, რაც უნდა ძვირფასი რამ შეეთავაზებინა, იესომ იცოდა, რომ არასწორი იქნებოდა ეშმაკისთვის თაყვანისცემა. ამიტომაც უთხრა: ‘გამშორდი, სატანავ! ბიბლია ამბობს, რომ იეჰოვას, შენს ღმერთს უნდა სცე თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურო’ (მათე 4:1—10; ლუკა 4:1—13).

გოგონა ნამცხვარს შესცქერის

როგორ მოიქცევი, თუ ცდუნების წინაშე აღმოჩნდები?

ხანდახან ჩვენც აღმოვჩნდებით ცდუნებების წინაშე. იცი, რა შეიძლება იყოს ეს? ~ მაგალითად, დედამ შეიძლება გემრიელი ტორტი ან ნამცხვარი გამოაცხო და გითხრა, სადილამდე თითი არ დააკაროო. მაგრამ თუ ძალიან გინდა, შეიძლება ცდუნების წინაშე აღმოჩნდე. რას იზამდი, დაემორჩილებოდი დედას? ~ სატანას უნდა, რომ არ დაემორჩილო.

აბა, იესო გაიხსენე. მას ძალიან შიოდა, მაგრამ იცოდა, რომ საჭმელზე მნიშვნელოვანი ღვთის გულის გახარება იყო. შენ თუ იმას აკეთებ, რასაც დედა გეუბნება, იესოსავით იქცევი.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ბავშვებმა რაღაცა ტაბლეტების გადაყლაპვა შემოგთავაზონ და გითხრან, რომ ამით უფრო მხიარულ ხასიათზე დადგები. მაგრამ ეს ტაბლეტები შეიძლება ნარკოტიკი აღმოჩნდეს. მათი დალევით ავად გახდები და შეიძლება მოკვდე კიდეც. ან ვიღაცამ შეიძლება სიგარეტის მოწევა შემოგთავაზოს, რაც ნარკოტიკებს შეიცავს. როგორ მოიქცევი? ~

ერთი ყმაწვილი ორ მოზარდ ბიჭს სთავაზობს სიგარეტს; ერთი ჩერდება და იღებს სიგარეტს, მეორე გზას აგრძელებს

აბა, იესო გაიხსენე. სატანა ცდილობდა, იესოს სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო, როცა ეუბნებოდა, ტაძრიდან გადახტიო. მაგრამ იესო არ დაემორჩილა სატანას. შენ რას იზამ, ვინმემ სახიფათო რამის გაკეთებისკენ რომ გიბიძგოს? ~ იესომ არ მოუსმინა სატანას. შენც არ უნდა მოუსმინო იმას, ვინც ცდილობს, ცუდი გაგაკეთებინოს.

გოგონას ხელში კრიალოსანი უჭირავს

რატომ არის არასწორი თაყვანისმცემლობაში გამოსახულებების გამოყენება?

შეიძლება ვინმემ გითხრას, რომ გამოსახულებას უნდა სცე თაყვანი. ბიბლია კი გვეუბნება, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ (გამოსვლა 20:4, 5). მსგავსი რამ შეიძლება სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე მოხდეს. შეიძლება გითხრან, რომ ამას თუ არ გააკეთებ, სკოლიდან გაგრიცხავენ. როგორ მოიქცევი? ~

სწორად მოქცევა ადვილია, როდესაც ყველა ასე იქცევა, მაგრამ ძალიან ძნელია, როდესაც სხვები ცუდი საქციელისკენ გვიბიძგებენ. ისინი შეიძლება ამბობენ, რომ რასაც ისინი აკეთებენ, არც ისე ცუდია. მაგრამ საინტერესოა, ღმერთი რას ამბობს ამაზე? მან უკეთ იცის, რა არის სწორი და რა არასწორი.

აქედან გამომდინარე, სხვებმა რაც არ უნდა გვითხრან, არასდროს უნდა გავაკეთოთ ის, რაზეც ღმერთი გვეუბნება, რომ ცუდია. თუ ასე მოვიქცევით, ღმერთს გავახარებთ და არა ეშმაკს.

უფრო მეტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავუძლოთ ცუდის კეთების ცდუნებას, მოცემულია ფსალმუნების 1:1, 2; იგავების 1:10, 11; მათეს 26:41 და 2 ტიმოთეს 2:22.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება