საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 75 გვ. 178-გვ. 179 აბზ. 4
  • ეშმაკი სცდის იესოს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ეშმაკი სცდის იესოს
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • არ აჰყვე ცდუნებას!
    ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • მიჰბაძეთ იესოს და „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • იესოს ერთგულება იცდება
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • საუკუნო სიცოცხლის მტერი
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 75 გვ. 178-გვ. 179 აბზ. 4
იესო უარს ამბობს ეშმაკის შეთავაზებაზე, გადახტეს ტაძრის ყველაზე მაღალი ადგილიდან.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 75

ეშმაკი სცდის იესოს

იესო უარს ამბობს ეშმაკის შეთავაზებაზე, გადახტეს ტაძრის ყველაზე მაღალი ადგილიდან.

მონათვლის შემდეგ წმინდა სულმა იესო უდაბნოში წაიყვანა. მას 40 დღე არაფერი უჭამია და ძალიან მოშივდა. ამ დროს გამოსაცდელად იესოსთან ეშმაკი მივიდა და უთხრა: თუ მართლა ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვებს პურებად იქცნენ. იესომ მას ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვებით უპასუხა: დაწერილია, რომ სიცოცხლისთვის საჭმელზე ბევრად მეტია საჭირო. საჭიროა იეჰოვას ყოველი სიტყვის მოსმენა.

ამის შემდეგ ეშმაკმა იესოს გამოსაცდელად უთხრა: თუ მართლა ღვთის ძე ხარ, ტაძრის ყველაზე მაღალი ადგილიდან გადახტი. დაწერილია, რომ ღმერთი ანგელოზებს გამოგიგზავნის და ისინი დაგიჭერენ. მაგრამ იესომ ისევ ღვთის სიტყვიდან უპასუხა: ისიც დაწერილია, რომ არ უნდა გამოვცადოთ ღმერთი.

იესო უარს ამბობს ეშმაკის შეთავაზებაზე, გადახტეს ტაძრის ყველაზე მაღალი ადგილიდან.

შემდეგ ეშმაკმა იესოს უჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო, მათი სიმდიდრე და დიდება და უთხრა: ამ სამეფოებს და მათ დიდებას შენ მოგცემ, თუ ერთხელ მაინც მცემ თაყვანს. იესომ უთხრა მას: გამშორდი, სატანა! დაწერილია, რომ მხოლოდ იეჰოვას უნდა ვცეთ თაყვანი.

ეშმაკი გაეცალა იესოს. მასთან ანგელოზები მივიდნენ და საჭმელი მიუტანეს. ამის შემდეგ იესომ დაიწყო სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება. ის სწორედ ამისთვის იყო დედამიწაზე გამოგზავნილი. ხალხს მოსწონდა ის, რასაც იესო ასწავლიდა. მას ძალიან ბევრი ადამიანი დაჰყვებოდა.

„როცა [ეშმაკი] სიცრუეს ამბობს, თავისივე ბუნებიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44).

კითხვები: რა სამი გამოცდა მოუწყო ეშმაკმა იესოს? როგორ უპასუხა იესომ ეშმაკს?

მათე 4:1–11; მარკოზი 1:12, 13; ლუკა 4:1–15; კანონი 6:13, 16; 8:3; იაკობი 4:7

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება