საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lr თ. 17 გვ. 92-96
  • რას მოაქვს ბედნიერება?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რას მოაქვს ბედნიერება?
  • ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • მსგავსი მასალა
  • სამაგალითო ადამიანები — ლიდია
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
  • „ბედნიერი ღვთის“ მსახურები ბედნიერები არიან
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
  • ლიდია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
იხილეთ მეტი
ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
lr თ. 17 გვ. 92-96

თავი 17

რას მოაქვს ბედნიერება?

მზე დაჰნათის ყანას; ცისარტყელა ელვარებს ცაზე

რატომ არის იეჰოვა „ბედნიერი ღმერთი“?

ყველას გვინდა ბედნიერები ვიყოთ. ხომ ასეა? ~ მაგრამ, სინამდვილეში, ბევრი არ არის ბედნიერი. იცი, რატომ? ~ იმიტომ, რომ მათ არ იციან, რა არის ბედნიერების საიდუმლო. მათ ჰგონიათ, რომ ბედნიერება ბევრი ნივთების შეძენას მოაქვს. მაგრამ, როცა ყველაფერს შეიძენენ, ხვდებიან, რომ ეს არ არის ბედნიერება.

აი, რა არის ბედნიერების საიდუმლო. დიდებულმა მასწავლებელმა თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). მაშასადამე, რას მოაქვს ბედნიერება? ~ დიახ, გაცემასა და სხვებისთვის კეთილი საქმეების კეთებას. იცოდი, რომ ეს ასე იყო? ~

მოდი უკეთ გავერკვეთ ამაში. თქვა იესომ, რომ ადამიანი, რომელიც საჩუქარს იღებს, ბედნიერი არ არის? ~ არა, იესოს ეს არ უთქვამს. ხომ გიხარია, როდესაც საჩუქრებს გჩუქნიან? ~ ყველას ძალიან გვიხარია, როდესაც სასიამოვნო და ლამაზ საჩუქრებს გვჩუქნიან.

თუმცა იესომ თქვა, რომ უფრო ბედნიერები მაშინ ვართ, როდესაც სხვებს ვჩუქნით. შენი აზრით, ვინ დაგვასაჩუქრა ყველაზე მეტად? ~ დიახ, იეჰოვა ღმერთმა.

ბიბლია ამბობს, რომ ღმერთი „აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს“. ის გვაძლევს ზეციდან წვიმასა და მზეს, რათა მცენარეები გაიზარდონ და გემრიელი ნაყოფი მოგვცენ (საქმეები 14:17; 17:25). ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ბიბლიაში იეჰოვას „ბედნიერი ღმერთი“ ეწოდება! (1 ტიმოთე 1:11). იეჰოვას ბედნიერს ის ხდის, რომ სხვებს ასაჩუქრებს. ჩვენც სიხარულს განვიცდით, როდესაც გავცემთ.

გოგონა დედა-შვილს ორცხობილას სთავაზობს

როდის იქნები ბედნიერი: როცა ნამცხვარს მარტო შეჭამ თუ როცა სხვებსაც უწილადებ?

შენი აზრით, რა შეიძლება მივცეთ სხვებს? ~ ზოგჯერ საჩუქრის შესაძენად ფულია საჭირო. ამიტომ, თუ გინდა ვინმეს ასეთი საჩუქარი გაუკეთო, ფული უნდა დაზოგო, რომ საკმარისი თანხა მოაგროვო.

ისეთი საჩუქრებიც არსებობს, რაშიც ფულის გადახდა არ არის საჭირო. მაგალითად, ზაფხულის ცხელ დღეს ერთი ჭიქა ცივი წყალი ნამდვილად გამომაცოცხლებელია. ამიტომ, როდესაც მწყურვალს ცივ წყალს დაალევინებ, მიხვდები, რომ გაცემას ბედნიერება მოაქვს.

დავუშვათ, შენ და დედამ ნამცხვარი გამოაცხვეთ. როგორ მოიქცეოდი? სულ შენ შეჭამდი, თუ ისეთ რამეს გააკეთებდი, რაც უფრო დიდ ბედნიერებას მოგანიჭებდა? ~ დიახ, შენს მეგობრებსაც გაუმასპინძლდებოდი. ხომ გინდა, რომ ხანდახან ასე მოიქცე? ~

დიდებულმა მასწავლებელმა და მისმა მოციქულებმა იცოდნენ, რომ გაცემა ბედნიერება იყო. იცი, რას აძლევდნენ ისინი ხალხს? ~ საუკეთესო საჩუქარს, რომელსაც ვერაფერი შეედრებოდა! მათ ღვთის შესახებ ჭეშმარიტება იცოდნენ და ამ სასიხარულო ცნობას სიხარულით უზიარებდნენ სხვებს. ისინი ამას უსასყიდლოდ აკეთებდნენ.

ერთხელ პავლე მოციქული და მისი მეგობარი ლუკა მდინარის პირას შეხვდნენ ერთ ქალს, რომელსაც უნდოდა, გაცემით მიეღო ბედნიერება. პავლესა და ლუკას გაგებული ჰქონდათ, რომ იქ სამლოცველო ადგილი იყო. ამიტომაც წავიდნენ იქ. ეს მართლაც ასე იყო, რადგან როცა მივიდნენ, ნახეს რამდენიმე ქალი, რომლებიც ლოცულობდნენ.

პავლემ ამ ქალებს იეჰოვასა და მის სამეფოზე სასიხარულო ცნობა უქადაგა. მათ შორის ერთი ქალი, რომელსაც ლიდია ერქვა, განსაკუთრებული ყურადღებით ისმენდა. ლიდიას სურვილი გაუჩნდა, ისეთი რაღაცა გაეკეთებინა, რითაც დაამტკიცებდა, რომ ნამდვილად მოსწონდა მოსმენილი ცნობა. ის პავლესა და ლუკას მთელი გულით სთხოვდა: „თუ იეჰოვას ერთგულად მთვლით, ჩემთან მოდით სახლში და დარჩით“. ასე რომ, ლიდიამ დაითანხმა ისინი (საქმეები 16:13—15).

ლიდია პავლეს, ლუკასა და სხვებს თავისთან ეპატიჟება

რას ეუბნება ლიდია პავლესა და ლუკას?

ლიდიას უხაროდა, რომ ღვთის მსახურები ესტუმრნენ სახლში. მას უყვარდა ისინი, რადგან მათი მეშვეობით გაიგო იეჰოვაზე, იესოსა და იმაზე, თუ რა იყო საჭირო მარადიული სიცოცხლის მისაღებად. ის ბედნიერი იყო იმით, რომ შეეძლო პავლესა და ლუკას გამასპინძლებოდა და მათთვის ღამის გასათევი შეეთავაზებინა. მაშასადამე, ლიდია იმიტომ იყო ბედნიერი, რომ მთელი გულით სურდა გაცემა. ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს. ხანდახან შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ვიღაცამ რაღაცის გაკეთება დაგვავალდებულოს. მაგრამ გაცემა ბედნიერებას არ მოგვიტანს, თუ ის გულით არ იქნება გაკეთებული.

ლიდიას უხარია, რომ პავლეს, ლუკასა და სხვებს გაუმასპინძლდა და ღამის გასათევი შესთავაზა

რატომ უხარია ლიდიას პავლესა და ლუკასთვის სიკეთის გაკეთება?

დავუშვათ, გაქვს კანფეტი და გინდა, რომ თავად შეჭამო. განა გაგიხარდებოდა, რომ მეთქვა, სხვა ბავშვსაც უნდა უწილადო-მეთქი? ~ მაგრამ, თუ ამ დროს შენს საყვარელ მეგობარს შეხვდებოდი? განა არ გაგიხარდებოდა, თუ თავად მოისურვებდი მისთვის კანფეტის მიცემას? ~

შეიძლება ვინმე ისე ძალიან გვიყვარს, რომ გვინდა, ყველაფერი მას მივცეთ და ჩვენთვის აღარაფერი დავიტოვოთ. როცა ღვთის სიყვარულში გავიზრდებით, მივხვდებით, რომ ღვთის მიმართაც ასე უნდა მოვიქცეთ.

ღარიბმა ქვრივმა ორი პატარა მონეტა გაიღო ტაძრისთვის

რატომ იყო ეს ღარიბი ქალი ბედნიერი მთელი თავისი ქონების გაცემით?

დიდებული მასწავლებელი იცნობდა ერთ ღარიბ ქალს, რომელიც ასე მოიქცა. იესომ მას ტაძარში მოჰკრა თვალი. ქალს მხოლოდ ორი პატარა მონეტა ებადა, მაგრამ ორივე შესაწირავების ყუთში ჩააგდო ანუ ტაძრისთვის საჩუქრად გაიღო. ის არავინ აიძულა, ასე მოქცეულიყო. იქ მყოფთაგან ბევრმა არც კი იცოდა, რა გააკეთა მან. ქალი ასე იმიტომ მოიქცა, რომ ნამდვილად უყვარდა იეჰოვა ღმერთი და მთელი გულით სურდა, ასე მოქცეულიყო. ის ბედნიერი იყო, რომ გაცემა შეეძლო (ლუკა 21:1—4).

გაცემის ბევრი საშუალება არსებობს. შეგიძლია მითხრა რომელიმე? ~ თუ გულით გავცემთ, ბედნიერები ვიქნებით. ამიტომაც გვეუბნება დიდებული მასწავლებელი: „გაეცით“ (ლუკა 6:38). გაცემით სხვებს გავაბედნიერებთ. ყველაზე მეტად კი თავად ვიქნებით ბედნიერები!

იმასთან დაკავშირებით, რომ გაცემას ბედნიერება მოაქვს, წავიკითხოთ მათეს 6:1—4; ლუკას 14:12—14 და 2 კორინთელების 9:7.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება