ეგვიპტიდან აღთქმულ მიწამდე
ისრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის ამბავი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სმენიათ. რა ელოდათ მოსესა და ღვთის ხალხს წითელი ზღვის გადაკვეთის შემდეგ? საით აიღეს მათ კურსი და როგორ მიაღწიეს მდინარე იორდანემდე, რათა აღთქმულ ქვეყანაში შესულიყვნენ?
გზა, რომელიც ისრაელებმა გაიარეს
ისრაელები ქანაანში უნდა მისულიყვნენ, მაგრამ მოსეს ისინი არ წაუყვანია უმოკლესი გზით, რომელიც დაახლოებით 400 კილომეტრის სავალი იყო ქვიშიან სანაპიროზე. ეს გზა მტრულად განწყობილ ფილისტიმელთა ტერიტორიაზე გადიოდა. მას არც სინის ნახევარკუნძულის ვრცელი ცენტრალური ნაწილისკენ წაუყვანია ხალხი, სადაც საშინლად ცხელი კირქვიანი და ქვიანი პლატო იყო. მოსემ ისინი სამხრეთით წაიყვანა და ვიწრო სანაპირო ზოლს გაუყვნენ. თავდაპირველად ისინი მარაში დაბანაკდნენ, სადაც იეჰოვამ მწარე წყალი გაამტკნარაa. ელიმი რომ დატოვეს, ხალხმა დრტვინვა დაიწყო საკვების გამო; ღმერთმა ჯერ მწყერები მოუვლინა, შემდეგ კი მანანა მისცა. რეფიდიმთან კვლავ დაიწყო ხალხმა წუწუნი, ამჯერად წყლის გამო; შემდეგ ისრაელებმა გაანადგურეს ამალეკელები, რომლებიც მათ თავს დაესხნენ; მოსეს სიმამრმა ურჩია, ამოერჩია უნარიანი კაცები, რომლებიც ხელმძღვანელობაში დაეხმარებოდნენ (გმ. თავები 15—18).
შემდეგ მოსემ განაგრძო სამხრეთის მიმართულებით ისრაელების წაყვანა. ისინი სინას მთასთან დაბანაკდნენ. აქ ღვთის ხალხმა კანონთა კრებული მიიღო, კარავი აღმართა და მსხვერპლი შესწირა. მომდევნო წელს ისინი ჩრდილოეთით გაემართნენ, სადაც გზად „დიდი და საშინელი უდაბნო“ უნდა გაევლოთ. კადეშამდე (კადეშ–ბარნეა) მისვლას დაახლოებით 11 დღე მოანდომეს (რჯ. 1:1, 2, 19; 8:15). იმის გამო, რომ ხალხი შეშინდა ათი მზვერავის პესიმისტური ინფორმაციის გამო, მათ 38 წელი მოუწიათ უდაბნოში ხეტიალი (რც. 13:1—14:34). იმ ადგილებს შორის, სადაც ისინი გაჩერდნენ, იყო აბრონა და ეციონ–გებერი, შემდეგ კი კვლავ კადეშში დაბრუნდნენ (რც. 33:33—36).
როცა დადგა დრო ისრაელების აღთქმულ მიწაზე შესასვლელად, ისინი პირდაპირ ჩრდილოეთისკენ არ წასულან. მათ გვერდი აუარეს ედომის ცენტრალურ ნაწილს და „სამეფო გზას“ დაადგნენ (რც. 21:22; რჯ. 2:1—8). იოლი არ იყო ბავშვებით, საქონლითა და კარვებით ამ გზით სიარული. ისინი ხან დაღმართზე ეშვებოდნენ ისეთი დაკლაკნილი და ვიწრო ხევებისკენ, როგორიც ზარედი და არნონი იყო (თითქმის 520 მეტრი სიღრმის), ხან კი აღმართს შეუყვებოდნენ (რჯ. 2:13, 14, 24).
ბოლოს, ისრაელები ნებოს მთას მიადგნენ. მირიამი მანამდე, კადეშთან მოკვდა, აარონი — ჰორის მთაზე. ახლა კი მოსეს სიცოცხლეც დასრულდა იმ ადგილას, საიდანაც დაინახა ქვეყანა, რომელშიც ძალიან უნდოდა შესვლა (რჯ. 32:48—52; 34:1—5). უდაბნოში 40 წლის ხეტიალის დასასრულს, ისრაელი ერის აღთქმულ მიწაზე შეყვანა იესო ნავეს ძეს დაევალა (იეს. 1:1—4).
[სქოლიო]
a დაბანაკების ადგილთა უმეტესობის ზუსტი მდებარეობა ცნობილი არ არის.
[რუკა 9 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
საქარავნო გზა
გზა, რომელიც ისრაელებმა გაიარეს
ა7 ეგვიპტე
ა5 რამსესი?
ბ5 სუქოთი?
გ5 ეთამი?
გ5 ფი–ჰახიროთი
დ6 მარა
დ6 ელიმი
ე6 სინის უდაბნო
ე7 დოფკა
ვ8 რეფიდიმი
ვ8 მ. სინა (ხორები)
ვ8 სინას უდაბნო
ვ7 კიბროთ–ჰათაავა
ზ7 ხაცეროთი
ზ6 რიმონ-ფარეცი
ზ5 რისა
ზ3 კადეში
ზ3 ბენე-იააკანი
ზ5 ხორ-ჰაგიდგადი
თ5 იოტბათა
თ5 აბრონა
თ6 ეციონ-გებერი
ზ3 კადეში
ზ3 ცინის უდაბნო
თ3 მ. ჰორი
თ3 ცალმონა
ი3 ფუნონი
ი3 იე-აბარიმი
ი2 მოაბი
ი1 დიბონი
ი1 ალმონ-დიბლათაიმი
თ1 იერიხონი
[სხვა დასახლებები]
ა3 გოშენი
ა4 ონი (ჰელიოპოლისი)
ა5 მემფისი (ნოფი)
ბ3 ცოანი
ბ3 თახფანხესი
გ5 მიგდოლი
დ3 შური
დ5 ეთამის უდაბნო
ე5 ფარანის უდაბნო
ზ1 ფილისტიმი
ზ1 აშდოდი
ზ2 ღაზა
ზ2 ბეერ-შება
ზ3 აცმონი
ზ3 ნეგები
თ1 იერუსალიმი
თ1 ხებრონი (კირიათ-არბა)
თ2 არადი (ქანაანის)
თ4 სეირი
თ4 ედომი
ი7 მიდიანი
მთავარი გზები
ფილისტიმელთა ქვეყანაში მიმავალი გზა
შურში მიმავალი გზა
ი4 სამეფო გზა
საქარავნო გზა
გზა ელ-ჰაჯი
[მთები]
ვ8 მ. სინა (ხორები)
თ3 მ. ჰორი
ი1 მ. ნებო
[წყლები]
ე2 ხმელთაშუა ზღვა (დიდი ზღვა)
დ7/ზ7 წითელი ზღვა
ი1 მარილოვანი ზღვა
[მდინარეები და დინებები]
ა6 მდინარე ნილოსი
ვ3 ეგვიპტის ხევი
ი2 არნონი
ი3 ზარედი
[სურათი 8 გვერდზე]
ქარავნები სინის ნახევარკუნძულს კვეთდნენ.
[სურათი 8 გვერდზე]
ისრაელები სინას მთასთან დაბანაკდნენ.
[სურათი 9 გვერდზე]
კადეშთან თუ იქვე ახლომახლო წყაროს წყლის დალევა შეიძლებოდა.
[სურათი 9 გვერდზე]
მთელ ისრაელ ერს მოუწია არნონის ხევის გადაკვეთა.