იერუსალიმი და სოლომონის ტაძარი
დავითის ქალაქი
მას „მშვენიერების სრულქმნილებას“ და ‘დიდი მეფის ქალაქს’ უწოდებდნენ (ფს. 47:3; 49:2; გდ. 2:15). იერუსალიმი ღვთის ხალხის მთავარი ქალაქი იყო (ფს. 75:3). მას შემდეგ, რაც დავითმა ეს ქალაქი იებუსელებს წაართვა და თავის სატახტო ქალაქად გამოაცხადა, მას „დავითის ქალაქს“ ან, უბრალოდ, „სიონს“ ეძახდნენ (2მფ. 5:7).
თუმცა იერუსალიმი კარგი სტრატეგიული მდებარეობით არ გამოირჩეოდა, მან მაინც გაითქვა სახელი, რადგან ღმერთმა აქ თავისი სახელი დაავანა (რჯ. 26:2). ის ღვთის ხალხის რელიგიური და ადმინისტრაციული ცენტრი იყო.
იერუსალიმი იუდეის ცენტრალურ მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის „ლამაზი მაღლობია“ და ‘იქ ადიან’ ღვთის თაყვანისმცემელნი (ფს. 47:3, სსგ; 121:3, 4). ძველ იერუსალიმს დასავლეთითა და სამხრეთით ჰინომის ველი ერტყა, აღმოსავლეთით კი — კედრონის ხევი (4მფ. 23:10; იერ. 31:40). კედრონის ხევში არსებული გიხონის წყაროa და სამხრეთით მდებარე ენ-როგელი ქალაქს სასმელი წყლით ამარაგებდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მტრის შემოსევის დროს (2მფ. 17:17).
იერუსალიმი/სოლომონის ტაძარი
21-ე გვერდზე მოცემულ სქემაზე დავითის ქალაქი მოწითალო ფერით არის აღნიშნული. დავითისა და სოლომონის მეფობის პერიოდში ქალაქი ჩრდილოეთით გაფართოვდა და ოფელი (სქემაზე მომწვანო ფერი) და მორიას მთაც (მოცისფრო) მოიცვა (2მფ. 5:7—9; 24:16—25). ამ მთის ყველაზე მაღალ ადგილზე სოლომონმა დიდებული ტაძარი აუგო იეჰოვას. წარმოიდგინეთ ღვთის უამრავი თაყვანისმცემელი, რომლებიც ყოველწლიური დღესასწაულების აღსანიშნავად „ცაბაოთ უფლის მთისკენ“ მიედინებიან (ზქ. 8:3). ხალხს იქამდე მისვლა მე-17 გვერდზე წარმოდგენილი გზების მეშვეობით შეეძლო.
სოლომონის ტაძარი, რომელიც ოქროთი და ძვირფასი ქვებით იყო მორთული, ოდესმე აგებულთაგან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენობა იყო. მნიშვნელოვანია, რომ ტაძრის სამშენებლო გეგმა თავად იეჰოვასგან მომდინარეობდა. როგორც ნახატზე ხედავთ, ტაძრის გვერდით უზარმაზარი ეზოები და ადმინისტრაციული შენობები იყო განლაგებული. ნამდვილად ღირს, რომ დრო გამოყოთ ამ ყველაფრის უფრო დეტალურად გამოსაკვლევად (3მფ. 6:1—7:51; 1ნშ. 28:11—19; ებ. 9:23, 24).
[სქოლიო]
a მეფე ეზეკიამ (იეხიზკიაჰუ, ხიზკია) გადაკეტა ეს წყარო და გვირაბის მეშვეობით ქალაქის დასავლეთით მდებარე წყალსაცავს შეუერთა (2ნშ. 32:4, 30).
[დიაგრამა⁄სურათი 21 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
იერუსალიმი/სოლომონის ტაძარი
ტაძარი და მისი შემოგარენი სოლომონის დროს
ტაძრის გეგმა
1. უწმინდესი
2. წმინდა
3. დარბაზი
4. ბოაზი
5. იაქინი
6. სპილენძის სამსხვერპლო
7. ჩამოსხმული ზღვა
8. საზიდრები
9. გვერდითა ოთახები
10. სასადილო ოთახები
11. შიდა ეზო
ტაძრის ტერიტორია
მ. მორია
სასადილო ოთახები
საზიდრები
გვერდითა ოთახები
ბოაზი
წმინდა
დარბაზი
სპილენძის სამსხვერპლო
იაქინი
შიდა ეზო
საზიდრები
ჩამოსხმული ზღვა
ოფელი
მოედანი?
წყლის კარიბჭე?
დავითის ქალაქი
მ. სიონი
დავითის სასახლე
წყაროს კარიბჭე
მენაშეს კედელი?
ხანანელის კოშკი
მეას კოშკი
თევზის კარიბჭე
მცველთა კარიბჭე
შემოწმების კარიბჭე
ცხენის კარიბჭე
კედრონის ხევი
ქვემო კედელი?
გიხონი
მოგვიანებით გაყვანილი წყლის გვირაბი
მთავარი ველი
ნაცრის (თიხის) (ნაკელის) კარიბჭე
ენ–როგელი
ველის კარიბჭე
ჰინომის ველი
კუთხის კარიბჭე
საცხობი ღუმლის კოშკი
ფართო კედელი
ეფრემის კარიბჭე
მოედანი
ძველი ქალაქის კარიბჭე
ძველი ჩრდილოეთის კედელი
მეორე უბანი
ცხვრის კარიბჭე
[სურათი]
ოფელი
ფარაონის ქალიშვილის სახლი
სოლომონის სასახლე
ლიბანის ხე–ტყით ნაგები სახლი
სვეტებიანი დარბაზი
სატახტო დარბაზი
მ. მორია
დიდი ეზო
ტაძარი
[სურათი 20 გვერდზე]
წინა პლანზე — ადგილი, სადაც „დავითის ქალაქი“ იყო. ტაძარი სწორ ზედაპირზე მდებარეობდა (უკანა პლანზე).
[სურათი 20 გვერდზე]
ძველი „დავითის ქალაქისა“ და სოლომონის ტაძრის კომპიუტერული გამოსახულება.