სამაგალითო ადამიანები — შულამელი გოგო
შულამელმა გოგომ იცოდა, რომ რომანტიკული ურთიერთობა სერიოზული საკითხი იყო და გრძნობებს არ უნდა აჰყოლოდა. „გაფიცებთ, — ეუბნებოდა ის თავის ნაცნობებს, — ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ სიყვარულს ჩემში, სანამ თავისით არ მოვა!“. მას არ უნდოდა, რომ გრძნობებს დაებრმავებინა და სხვების გავლენით ისეთ ადამიანზე დაეწყო ფიქრი, რომელიც არ შეეფერებოდა. ამიტომ შულამელი გოგო „კედელივით“ მტკიცე იყო (ქებათა ქება 8:4, 10).
შენც ასე სერიოზულად უყურებ ამ საკითხს? შეგიძლია, რომ ცივი გონებითაც იმოქმედო და მხოლოდ გულის ხმას არ აჰყვე? (იგავები 2:10, 11). შეიძლება მზად არ იყო ოჯახის შესაქმნელად, სხვები კი გამუდმებით გიბიძგებდნენ ვინმესთან ურთიერთობის დაწყებისკენ. დროდადრო ამის სურვილი შესაძლოა შენც მოგეძალოს. მაგალითად, როცა ერთად მოსეირნე გოგოსა და ბიჭს ხედავ, გული ხომ არ გწყდება, რომ შენ ჯერ არა გყავს შეყვარებული? დაიწყებდი ურთიერთობას მასთან, ვინც არ იზიარებს შენს რწმენას? შულამელი გოგო სერიოზულად უყურებდა ამ საკითხს. მიჰბაძე მას!