საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bm ნაწილი 1 გვ. 4
  • სამოთხე და პირველი ადამიანები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სამოთხე და პირველი ადამიანები
  • რას გვამცნობს ბიბლია?
  • მსგავსი მასალა
  • ვინ შეგქმნა?
    მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!
  • რას ვსწავლობთ იქიდან, რაც ადამიანთა პირველ წყვილს დაემართა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • როგორი ცხოვრება იყო სამოთხეში?
    მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად
  • დაკარგული სამოთხე
    რას გვამცნობს ბიბლია?
იხილეთ მეტი
რას გვამცნობს ბიბლია?
bm ნაწილი 1 გვ. 4
ადამი და ევა ედემის ბაღში ცხოველების გარემოცვაში

ნაწილი 1

სამოთხე და პირველი ადამიანები

ღმერთი ქმნის ფიზიკურ სამყაროს და სიცოცხლეს დედამიწაზე. შემდეგ ქმნის სრულყოფილ კაცსა და ქალს და ულამაზეს ბაღში ასახლებს. ღმერთი მათ მითითებებს აძლევს.

ლომები, ჩიტები და ირმები ედემის ბაღში

„თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“, — ეს ყველაზე ცნობილი სიტყვებია (დაბადება 1:1). ამ უბრალო, მაგრამ მრავლისმთქმელი სიტყვებით ბიბლია გვამცნობს, რომ უკიდეგანო სამყაროს, მათ შორის ჩვენი პლანეტის შემოქმედი ყოვლისშემძლე იეჰოვა ღმერთია. შემდეგი მუხლებიდან კი ვიგებთ, რომ გარკვეული პერიოდის, ეგრეთ წოდებული დღეების განმავლობაში, ღმერთმა ბუნების ყველა სასწაული შექმნა და დედამიწა ჩვენთვის საცხოვრებლად მოამზადა.

ღვთის ყველაზე საოცარი ქმნილება ადამიანი იყო. ის ღვთის ანარეკლად შეიქმნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას შეეძლო აერეკლა იეჰოვას თვისებები, მაგალითად სიბრძნე და სიყვარული. ღმერთმა ადამიანი მიწის მტვრისგან შექმნა, ადამი დაარქვა და სამოთხეში, ედემის ბაღში დაასახლა. შემოქმედმა თავად გააშენა ეს ბაღი ულამაზესი და ნაყოფის მომცემი ხეებით.

ღმერთმა დაინახა, რომ ადამს დამხმარე სჭირდებოდა. ამიტომ, მას ნეკნი გამოუღო, მისგან ქალი შექმნა და ადამს მიუყვანა. ის მისი ცოლი გახდა. მოგვიანებით ადამმა მას ევა დაარქვა. ადამმა სიხარულით წამოიძახა: „აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“. ღმერთმა თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბადება 2:22—24; 3:20).

ღმერთმა ადამსა და ევას ორი რამ უბრძანა. პირველი, დაემუშავებინათ დედამიწა, ეზრუნათ მასზე და ის თავიანთი შთამომავლებით აევსოთ. მეორე, ბაღში არსებული ათასნაირი ხიდან მხოლოდ ერთი ხის ნაყოფი არ ეჭამათ. ეს იყო „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე“ (დაბადება 2:17). ისინი მოკვდებოდნენ, თუ ამ ბრძანებას არ დაემორჩილებოდნენ. მაგრამ, თუ დაემორჩილებოდნენ, დაამტკიცებდნენ, რომ ღმერთს თავიანთ მმართველად მიიჩნევდნენ. მორჩილება იმის მაჩვენებელიც იქნებოდა, რომ უყვარდათ ღმერთი და მისი მადლიერნი იყვნენ. ღვთის ბრძანების შესრულება მათ არ უნდა გასჭირვებოდათ, რადგან ყოველმხრივ უნაკლოები იყვნენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31).

— დაბადება, თავები 1, 2

  • რას ვიგებთ ბიბლიიდან ადამიანისა და დედამიწის შექმნის შესახებ?

  • რა პირობები შეუქმნა ღმერთმა ადამიანებს?

  • რა უბრძანა ღმერთმა ადამსა და ევას?

ღვთის სახელი

წმინდა წერილებში ღმერთი მოხსენიებულია სხვადასხვა ტიტულით. მაგალითად, მას ეწოდება შემოქმედი და ყოვლისშემძლე ღმერთი. ზოგი ტიტული ხაზს უსვამს ღვთის თვისებებს, კერძოდ, მის სიწმინდეს, ძალას, სამართლიანობას, სიბრძნესა და სიყვარულს. მაგრამ ღმერთმა თავისთვის აირჩია განსაკუთრებული სახელი — იეჰოვა. თავდაპირველად ბიბლიაში ღვთის სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ იყო მოხსენიებული, პირველად დაბადების 2:4-ში. სახელი „იეჰოვა“ ნიშნავს „აქცევინებს“. ამის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი სახელი იმის გარანტიაა, რომ ღმერთი განახორციელებს თავის ყველა ჩანაფიქრს და შეასრულებს ყველა დაპირებას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება