საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bm ნაწილი 4 გვ. 7
  • აბრაამთან დადებული შეთანხმება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აბრაამთან დადებული შეთანხმება
  • რას გვამცნობს ბიბლია?
  • მსგავსი მასალა
  • ვინ იყო აბრაამი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • იეჰოვამ მას „ჩემი მეგობარი“ უწოდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • აბრაამი და სარა თქვენ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მათ რწმენას!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • აბრაამი და სარა დაემორჩილნენ ღმერთს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
იხილეთ მეტი
რას გვამცნობს ბიბლია?
bm ნაწილი 4 გვ. 7
აბრაამი უყურებს ვარსკვლავებს

ნაწილი 4

აბრაამთან დადებული შეთანხმება

აბრაამი ემორჩილება ღმერთს, რითაც ამტკიცებს, რომ ძლიერი რწმენა აქვს. იეჰოვა მას ჰპირდება, რომ აკურთხებს და მის შთამომავლობას გაამრავლებს.

ნოეს დროს მომხდარი წარღვნის შემდეგ 350 წელი გავიდა. მდიდარ ქალაქ ურში (დღევანდელი ერაყის ტერიტორია) ცხოვრობდა პატრიარქი აბრაამი. მას ძლიერი რწმენა ჰქონდა, მაგრამ ერთხელ მისი რწმენა გამოიცადა.

იეჰოვამ აბრაამს უთხრა, დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი და უცხო ქვეყანაში წასულიყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ქვეყანა ქანაანი იყო. აბრაამი ღმერთს უყოყმანოდ დაემორჩილა. მან თან წაიყვანა თავისი ცოლი სარა, ძმისშვილი ლოტი, მთელი სახლეულობა და ქანაანში კარვებში დასახლდა. ღმერთმა შეთანხმება დაუდო აბრაამს და დაჰპირდა, რომ მას დიდ ერად გადააქცევდა, მისით აკურთხებდა დედამიწის ყველა ოჯახს და მის შთამომავლებს ქანაანის მიწას მისცემდა.

აბრაამი და ლოტი ძალიან გამდიდრდნენ. მათ უამრავი ცხვარ-ძროხა ჰყავდათ. აბრაამმა უანგაროდ შესთავაზა ლოტს, პირველი მას აერჩია საცხოვრებელი ადგილი. ლოტმა მდინარე იორდანის ნაყოფიერი მხარე აირჩია და ქალაქ სოდომთან დასახლდა. სოდომელები გარყვნილები იყვნენ და სცოდავდნენ იეჰოვას.

მოგვიანებით იეჰოვამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა აბრაამი, რომ მის შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით გაამრავლებდა. აბრაამი ერწმუნა ღმერთს. დრო გადიოდა, აბრაამის საყვარელ ცოლს, სარას კი შვილი არ უჩნდებოდა. როცა აბრაამი 99 წლის იყო, სარა კი — დაახლოებით 90-ის, ღმერთმა უთხრა აბრაამს, რომ მათ ვაჟი შეეძინებოდათ. ღვთის სიტყვისამებრ, სარას ისაკი შეეძინა. აბრაამს სხვა შვილებიც ჰყავდა, მაგრამ ედემში ნაწინასწარმეტყველები აღთქმული მხსნელი ისაკის შთამომავალი უნდა ყოფილიყო.

მართალია ლოტი თავის ცოლ-შვილთან ერთად სოდომში ცხოვრობდა, მაგრამ იმ ქალაქის გარყვნილ მკვიდრებს არ დამსგავსებია. იეჰოვამ სოდომის განადგურება გადაწყვიტა, მაგრამ ლოტთან ანგელოზები გაგზავნა და გარდაუვალი განადგურების შესახებ გააფრთხილა. ანგელოზებმა ლოტსა და მის ოჯახს ურჩიეს, სოდომიდან გაქცეულიყვნენ და უკან არ მიეხედათ. ამის შემდეგ ღმერთმა ცეცხლი და გოგირდი აწვიმა სოდომსა და მის მეზობელ ქალაქ გომორას. ასე გაანადგურა ღმერთმა ამ ქალაქებში მცხოვრები ბოროტი ხალხი. მხოლოდ ლოტი და მისი ორი ქალიშვილი გადარჩნენ, რადგან ლოტის ცოლმა უკან მიიხედა. როგორც ჩანს, მას გული დასწყდა იქ დატოვებულ ქონებაზე. დაუმორჩილებლობა მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

— დაბადება 11:10—19:38

  • რატომ დასახლდა აბრაამი საცხოვრებლად ქანაანში?

  • რა შეთანხმება დაუდო იეჰოვამ აბრაამს?

  • რატომ გაანადგურა იეჰოვამ სოდომი და გომორა?

ღვთის მიერ დადებული შეთანხმებები

ბიბლიურ დროში შეთანხმება ოფიციალურ ხელშეკრულებას გულისხმობდა. მთელი რიგი შეთანხმებებით იეჰოვა თანდათანობით ნათელს ჰფენდა იმას, თუ როგორ შესრულდებოდა მისი ჩანაფიქრი მხსნელთან დაკავშირებით. ეს კი იმის გარანტია იყო, რომ ღმერთი აუცილებლად შეასრულებდა თავის დანაპირებს. აბრაამთან დადებული შეთანხმებიდან ჩანდა, რომ აღთქმული მხსნელი მისი შთამომავალი იქნებოდა. მოგვიანებით დადებულმა შეთანხმებებმა მეტი ნათელი მოჰფინა მხსნელის ვინაობას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება