საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bm ნაწილი 14 გვ. 17
  • ღვთის წინასწარმეტყველები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ღვთის წინასწარმეტყველები
  • რას გვამცნობს ბიბლია?
  • მსგავსი მასალა
  • წინასწარმეტყველები, რომელთა ცნობაც გავლენას ახდენს ჩვენზე
    იცხოვრეთ იეჰოვას დღის მოლოდინით
  • წინასწარმეტყველი, რომელმაც მომავალი იხილა
    რას გვამცნობს ბიბლია?
  • მესიის გამოჩენა
    რას გვამცნობს ბიბლია?
  • ამტკიცებს მესიის შესახებ წინასწარმეტყველებები, რომ იესო იყო მესია?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
რას გვამცნობს ბიბლია?
bm ნაწილი 14 გვ. 17
ღვთის წინასწარმეტყველი ღვთის ცნობას აცხადებს

ნაწილი 14

ღვთის წინასწარმეტყველები

ღვთის მიერ არჩეული წინასწარმეტყველები საუბრობენ ღვთის განაჩენზე, წმინდა თაყვანისმცემლობასა და მესიის გამოჩენაზე.

ისრაელისა და იუდას მეფეების პერიოდში ღმერთს ამორჩეული ჰყავდა კაცები, რომლებიც მისი სახელით წინასწარმეტყველებდნენ. ეს ადამიანები ღვთის განაჩენს აცხადებდნენ და თავიანთი რწმენითა და გამბედაობით გამოირჩეოდნენ. მოდი, განვიხილოთ, რა ოთხ ძირითად თემაზე წინასწარმეტყველებდნენ ისინი.

1. იერუსალიმის განადგურება. ღვთის წინასწარმეტყველები, კერძოდ ესაია და იერემია, იერუსალიმის განადგურებამდე დიდი ხნით ადრე აფრთხილებდნენ ხალხს, რომ ეს ქალაქი განადგურდებოდა და გაპარტახდებოდა. ისინი არც იმას მალავდნენ, რატომ დაატყდებოდა მას ღვთის რისხვა. ეს ქალაქი იეჰოვას სახელით იწოდებოდა, მაგრამ მისი მკვიდრნი ცრურელიგიური რიტუალებით, გარყვნილებითა და ძალადობით იბილწავდნენ თავს (2 მეფეები 21:10—15; ესაია 3:1—8, 16—26; იერემია 2:1—3:13).

2. წმინდა თაყვანისმცემლობის აღორძინება. ღვთის ხალხი ბაბილონში გადასახლებიდან 70 წლის შემდეგ თავის გაპარტახებულ მიწა-წყალს დაუბრუნდებოდა. ისინი აღადგენდნენ იეჰოვას ტაძარს იერუსალიმში (იერემია 46:27; ამოსი 9:13—15). 200 წლით ადრე ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ მეფე, რომელიც ბაბილონს დაიპყრობდა და ღვთის ხალხს წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის საშუალებას მისცემდა, კიროსი იქნებოდა. ესაიამ ისიც კი იწინასწარმეტყველა, რა საბრძოლო ტაქტიკას გამოიყენებდა კიროსი (ესაია 44:24—45:3).

გადასახლებული იუდეველები ტოვებენ ბაბილონს და იერუსალიმში ბრუნდებიან

3. მესიის მოსვლა და ცხოვრება. მესია ქალაქ ბეთლემში დაიბადებოდა (მიქა 5:2). ის თავმდაბალი იქნებოდა და იერუსალიმში სახედარზე ამხედრებული შევიდოდა (ზაქარია 9:9). თავისი სიკეთისა და რბილი ხასიათის მიუხედავად მას ბევრი მოიძულებდა (ესაია 42:1—3; 53:1, 3). მას სასტიკად მოკლავდნენ, მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრდებოდა. მისი მსხვერპლით მრავალს უნდა მიტევებოდა ცოდვები (ესაია 53:4, 5, 9—12). ეს კი მხოლოდ მისი აღდგომის შემთხვევაში მოხდებოდა.

4. მესიის მმართველობა მთელ დედამიწაზე. მესიას ეწოდება მშვიდობის მთავარი. ის არ იქნებოდა არასრულყოფილი ადამიანივით, რომელსაც საკუთარი თავის მართვაც კი არ შეუძლია (ესაია 9:6, 7; იერემია 10:23). მისი მმართველობის დროს ყველა მშვიდობიანად იცხოვრებდა, მათ შორის ცხოველებიც (ესაია 11:3—7). აღარ იარსებებდა ავადმყოფობა (ესაია 33:24). სიკვდილიც კი სამუდამოდ გაქრებოდა (ესაია 25:8). მესიის მეფობის დროს, მკვდრები გაცოცხლდებოდნენ და დედამიწაზე იცხოვრებდნენ (დანიელი 12:13).

— ესაია; იერემია; დანიელი; ამოსი; მიქა; ზაქარია

  • რა ცნობას აცხადებდნენ ღვთის წინასწარმეტყველები?

  • რა იყო ნაწინასწარმეტყველები იერუსალიმის განადგურებისა და აღდგენის შესახებ?

  • რა იყო ნაწინასწარმეტყველები მესიის მოსვლასა და ცხოვრებაზე?

  • როგორ აღწერეს ღვთის წინასწარმეტყველებმა მესიის მმართველობა მთელ დედამიწაზე?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება